სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11480

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჯინჭარაძე დავითი იესეს ძე მღვდელი 1860-1965წწ ჯინჭარაძე დავითი იესეს ძე მღვდელი 1860-1965წწ
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჯინჭარაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

18       ბეჭდვა

ჯინჭარაძე დავითი იესეს ძე მღვდელი 1860-1965წწ

ჯინჭარაძე დავითი  იღუმენი, მგალობელი, ჯიხეთის დედათა მონასტერი 1965წ. სხვა წყარო 1860–1965წწ  ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.


მათხოჯის დედათა მონასტრის დედათა სულიერ ცხოვრებას წლების მანძილზე მამა დავით ჯინჭარაძე წარმართავდა. მამა დავითი გახლდათ ცნობილი მგალობელი, ათონზე გაზრდილი, ანტონ დუმბაძის მოწაფე. ის თავის დროზე ცოლიანი მღვდელი იყო. შემდეგ ცოლ-ქმარი შეთანხმდა და დავითი ბერად აღიკვეცა, მისი მეუღლე ნინო - მონაზვნად. მამა დავითი ჯერ აკენში მსახურობდა. როცა იქ ეკლესია-მონასტრები დახურეს და დაანგრიეს, მათხოჯში დასახლდა. ამ საოცარ, დიდად განათლებულ ადამიანს ჯერ კიდევ აკენში მსახურებისას ჰყავდა დაყენებული დიდი გუნდი, მათხოჯშიც ისე გაწვრთნა გალობაში მონაზვნები, რომ იქაურებს დღესაც ახსოვთ და ენატრებათ მათი ტკბილხმოვანი გალობა. აბა, ასეთ მოძღვარს ვინ მოასვენებდა, ლამის ყოველ პარასკევ საღამოს იჭერდნენ და ორშაბათს უშვებდნენ, რათა ეკლესიაში არ ეწირა. მიუხედავად დიდი დევნისა და ათეისტური პროპაგანდისა, ხალხი მაინც დადიოდა ტაძარში, რასაც კომუნისტები ვერ მოითმენდნენ. გავიდა წლები. მოხუცი, ავადმყოფი იღუმენი დავითი ისევ გურიაში დაბრუნებულა. იგი ჯიხეთის დედათა მონასტერში დაუკრძალავთ.

საფლავის ფოტო გადაღებულია ჯიხეთის დედათა მონასტერში დავით ფეიქრიშვილის მიერ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.06.2025
ბოლო რედაქტირება 24.06.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0