ქათამაძე ნიკოლოზ გელას ძე დაიბადა 12 ივლისი 1978წ.
დეკანოზი ნიკოლოზ ქათამაძე (გელას ძე) დაიბადა 1978 წლის 12 ივლისს, ქალაქ ქუთაისში. მცხოვრები ვაჟა-ფშაველას N100.
სკოლა დაამთავრა 1995 წელს(ბროწეულას სკოლა ინტერნატი)
1998 წელს დაამთავრა ავტომექანიკური კოლეჯი.
2002 წელს დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი.
2003 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი
2008 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და პარალერულად დაამთავრა მედავითნეობის კურსები.2008დან 2011წლამდე მედავითნეთ მსახურობდა ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა ეკლესიაში.
2011 წლის 2 ოქტომბერს კურსების ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში ხელდასხმა მოხდა დიაკვნად, მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძის მიერ.
2012 წლის 22 იანვარს ხელდასხმა მოხდა მღვდლად. იმავე ტაძარში მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძის მიერ.
ამავე წელს 14 თებერვალს დაინიშნა ქვედა ჭყეპის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრად.
2019 წლის 12 ივლისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრიდ ტარებისს უფლებით.
2020 წლის 22 მაისს დაჯილდოვდა გაბრწყინებული ჯვრის ტარების უფლებით.თერჯოლის რაიონის სოფელ სარბევის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა დაიწყო
2013 წლის 19 ივლის და დაასრულა და ეკურთხა
2020 წლის 12 ივლისს ეკურთხა მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძის მიერ.
ქვედა ჭყეპის წმინდა გიორგის ტაძრის განახლებაში და ახალი სამრეკლოს მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა როინი ჭიქაბერიძესთან და მრევლთან ერთად.ასევე, ზედა ჭყეპის მაცხოვრის ტაძრის მთლიანი აღდგენა და განახლებაში მოხდა კურთხევა 2022 წლის 8 იანვარს მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძის მიერ.
ქვედა ჭყეპის მაღალაურის წმინდა გიორგის ტაძარი აღადგინა 2014 წლის 20 აგვისტოდან, 2020 წლის 13 ივნისამდე და ეკურთხა მიტროპოლიტ გიორგო შალამბერიძეს მიერ.
გაანახლა ხრესილის მთავარანგელოზების ტაძარი ,რაშიც შეეწია ამ ტაძრის აღდგენაში ზაური ობოლაძე და ანდრია ხარატიშვილი, რომელიც ეკურთხა 2024 წლის 6 ოქტომბერს.
ახალდაბის წმინდა გიორგის ტაძარი 2019-2021 წლებში განახლდა, ძეგლთა დაცვის მიერ. გაანახლა განკელი და 2021 წლის 13 ივნისს ეკურთხა მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძის მიერ.
ჯონიის წმინდა გიორგის ტაძარი გაანახლლდა ძეგლთა დაცვის მიერ და 2016 წლის 22 მაისს ჩატარდა პირველი სამეუფეო წირვა. მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძესთან ერთად.
ბუეთის მთავარანგელოზთა ეკლესიამ დაიწყო აღდგენა 2012-2017 წლებში. 21 მაისს მოხდა კურთხევა. რესტავრირება ჩაუტარდა ხის კანკელს. გადაიხურა სახურავი და შეივსო ტაძრის ინვესტარით.
ამჟამად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტაძრები სრულად არის აღდგენილი და შევსებული ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთებითა და ინვენტარით. 8-ვე ტაძარში აღესრულება ღვთისმსახურება მორიგეობით დეკანოზ ნიკოლოზ ქათამაძის მიერ.
დეკანოზ ნიკოლოზ ქათამაძეს ჰყავს მეუღლე: კაშია მარიამი (ჩარიტა). შვილები:ქათამაძე ნინო,დაჩი და დავითი.დედა დალი ქათამაძე (ბუცხრიკიძე).