საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ. 9
დაჯილდოება
17 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია II-მ თბილისის ლომისის წმინდა გიორგის სახ. ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი აკაკი ქიქავა დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდება მიანიჭა.
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.8
დაჯილდოება
8 ივნისს ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურები: ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დანიელ ლობჟანიძე გამშვენებული ჯვრითა და მიტრით; გლადის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი აკაკი ქიქავა გამშვენებული ჯვრით; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მიქაელ წულუკიძე გამშვენებული ჯვრით; აეროპორტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი პახომი ჯანიაშვილი — ოქროს ჯვრით და მიანიჭა იღუმენის წოდება; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი თეიმურაზ ბარაბაძე — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი გიორგი დორეული — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი საბა ლევერაშვილი — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი იაკობ სირბილაძე — ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის წოდება.