დაჯილდოება
13 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათო- ლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა: წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ მაქსიმე პაიკიძეს, მისი 60 წლითავთან დაკავშირებით; კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მღვდელ მიქაელ კაპანაძეს, წმინდა ილია თეზბიტელის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ ნიკოლოზ ჩიტიას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ გიორგი გარდიშიანი, დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში.
საპატრიარქოს უწყებანი N1 6-12იანვარი 2011წ გვ.6
დაჯილდოება
2 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:
მიტრით ნუცუბიძის II პლატოზე მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გარდიშიანი