თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ლიკლიკაძე მარიამი - მონაზონი.
2010 წლის 30 მარტს მონაზვნად აღკვეცა.
30 მარტს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) მათხოჯის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილები: შორენა პიტავა და სახელად უწოდა ანასტასია, ლიკლიკაძე ნანა და უწოდა მარიამი.
ლიკლიკაძე ნონა - მორჩილის კაბა.
2012 წლის 14 აპრილს, შეიმოსა მორჩილის კაბით.
14 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნეებად აკურთხა ჯიხეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი აკვილინა ჩარკვიანი –– სახელად ეწოდა აკვილინა, მორჩილი ნინო ხაინდრავა - სახელად ეწოდა დომნიკა, მორჩილი თინათინ ცერცვაძე -– სახელად ეწოდა თინათინი, მორჩილი ნანა გაბუნია -– სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი ციალა მეგრელაძე სახელად ეწოდა ბარბარე, მორჩილი ნინო ხუსკივაძე სახელად ეწოდა პელაგია. მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ნონა ლიკლიკაძე და ნანი მეფარიშვილი.