საპატრიარქოს უწყებანი N17 28აპრილი-11მაისი 2005წ გვ.6
მონაზვნად აღკვეცა
24 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს მცირე ტაძარში მღვდელმონაზონმა მიქაელმა (ყაზიშვილი) მონაზვნად აღკვეცა სამონაზვნე ქსენია (გრიგოლაძე). აღკვეცის შემდეგ სამონაზვნე ქსენიას ეწოდა მონაზონი ნინო.
12.01.2007წელი ჟურნალი კარიბჭე. საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ქრისტიანული სული ტრიალებს, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გახლავთ მონაზონი ნინო (გრიგოლაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.7
საპატრიარქოს დედათა მონასტერი
11 ივლისს საპატრიარქოში საზეიმოდ გაიხსნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ახლადა- შენებული დედათა მონასტერი, რომლის იღუმენიად დაინიშნა მონაზონი ნინო (გრიგოლაძე). ახლი მონასტერი სამსართულიანია, სადაც 30-მდე მონაზონი მოღვაწეობს. აქ ყველაფერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, პირადი ზედამხედველობითა და მზრუნველობით მოეწყო. ასევე უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით, ყოველ სენაკს თავისი მფარველი წმინდანის სახელი მიენიჭა, რომელიც იქ მოსაგრე მონაზვნის მფარველი და შემწე გახდება. ყველა სენაკის კარებს, იქვე, კედელზე, კოხტა ჩარჩოში ჩასმული, მფარველი წმინდანის ხატი და ტროპარია ამკობს.