დეკანოზი ბესარიონ ზაქარიას ძე ფურცელაძე 1866 წელს სიღნაღის მაზრის სოფელი ვეჯინში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მამამისი -- ზაქარია მედავითნედ მსახურობდა.
1888 წელს ბესარიონმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით. 1888 წლის სექტემბერში სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1889 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაადგინა. 1896 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსასსა მა ვლადიმერმა (ბოგოივლენსკა დიაკვნად .. აკურთხა, ხოლო ამავე წლის 8 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მღ-ვდლად განამწესა. 1897 წლის 28 ოქტომბერს მამა ბესარიონი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების ბრძანებით კახის ქალთა სამრევლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1900 წლის 10 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წლის 28 მარტს სკუფია უბოძეს. 1904 წლის 1 მაისს კახის ნორმალური სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაამტკიცეს. 1904 წლის 23 ივნისს კახის ეკლესიის წინამძღვრად და საინგილოს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1905 წლის 28 სექტემბერს ზაქათალის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს. 1907 წლის 26 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) ზაქათალის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა და 1907 წლის 26 ივნისს ისევ დაამტკიცა მთავარხუცესად. 1908 წლის 29 მარტს სამთავარხუცესო ოლქის საბჭოს თავჯდომარედ დაინიშნა. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1909 წელს სიღნაღის მაზრაში მცხოვრებმა ძმებმა ტურიაშვილებმა წინადადებით მიმართეს წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ თუ საზოგადოება თავის თავზე აიღებდა და ინგილო მუსლიმანებისთვის ზაქათალაში სკოლას დააარსებდა, ისინი ყოველ წელს 100 მანეთს ჩაურიცხავდნენ აღნიშნულ სკოლასყ ადგილობრივ ინტელიგენციას დიდი ხნით ადრე ჰქონდა განზრახული ამ საქმის განხორციელება, მაგრამ რცხვენოდა, რადგან მთელ საინგილოში იმ პერიოდში ერთი კაციც არ იყო წერაკითხვის საზოგადოებაში გაწევრიანებული. ამ საქმეში ადგილობრივ ინტელიგენციას დახმარება გაუწია მამა ბესარიონმა. მან ითავა წევრების გამოძებნა და დიდი გულმოდგინებით შეუდგა მუშაობას. ცოტა ხანში მან 20-მდე ადამიანი გამოარჩია, რომლებიც შემდგომში წერა-კითხვის საზოგადოებისათვის უნდა წარედგინათ. 1910 წლის 24 მაისს მღვდელი ბესარიონი ზაქათალის ოლქის სამზრუნველოს დირექტორად აირჩიეს. 1916 წლის 6 მაისს იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს მღვდელი ბესარიონი პირველ საეკლესიო კრების მუშაობას ესწრებოდა, როგორც საინგილოს ოლეის მთავარხუცესი. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, ჰერეთის ოლქში ყველა მოქმედი ტაძრის დახურვისა და სამღვდელოების გამოდევნის გამო, მამა ბესარიონი იძულებული გახდა ქ. თბილისში გადმოსულიყო საცხოვრებლად. 1935-1936 წლებში იყო თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.19
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელლება)
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა ბესარიონმა სიონის საპატრიარქო ტაძარში გაატარა. XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) თავის წერილში მას ცოცხალთა შორის იხსენიებს. 1940 წლის ბოლოსა და 1941 წლის დასაწყისში (იანვარი) სიონის ტაძარში შეწყდა ღვთისმსახურება. ამის შესახებ გულისტკივილით წერდა უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს კ. ჩარკვიანს „ერთადერთ მოქმედ საკათედრო ტაძარში, ისიც სიონში, შეწყდა მღვდელმთავრული ღვთისმსახურება იმის გამო, რომ კათედრა იგი ღარიბია. გადაჭარბებული დაბეგვრის გამო თავი ვერ გაიტანა... თუ გადასახადები არ შემცირდა, ღვთისმსახურნი დაანებებენ თავს სამსახურს და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს მოესპობა შესაძლებლობა მისი პატივის შესაფერისად შეასრულოს ღვთისმსახურება“. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასახადები გაუორმაგეს სიონში მოსამსახურე სასულიერო პირებს: ბესარიონ ფურცელაძეს, სიმონ მონასელიძეს, დავით გარსიაშვილს, მიხეილ მახათაძეს, ევაგრე დიასამიძეს. ფინსახკომის წარმომადგენელი ვ. კაჭარავა უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს ცინიკური ტონით ატყობინებდა, რომ არსებული კანონი ითვალისწინებდა მიმდინარე გადასახადის ჩამოწერას იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მოქალაქე შეწყვეტდა თავის საქმიანობას (ე.ი “ დაანებონ თავი მღვდლობასო). 1945 წლის 12 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე საკათოლიკოსოში არსებულ მოქმედ ეკლესიათა და მღვდელმთავართა სიას უგზავნის სსრკ-ის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს საქართვე ლოში კონსტანტინე ქადაგიშვილის. აღნიშნულ სიაში მოქმედი სამღვდელოების რიგებში აღარ იხსენიება დეკანოზი ბესარიონ ფურცელაძე. სავარაუდოდ, იგი ომის პერიოდში გარდაიცვალა. მამა ბესარიონი ადრე დაქვრივდა და შვილები არ ჰყავდა. კახის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, 1904 წელი. ცენტრში ზის: მღვდელი ბესარიონ ფურცელაძე ცოცხლის უკანასკნელი წლები მამა ბესარიონმა სიონის საპატრიარქო ტაძარში გაატარა. XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) თავის წერილში მას ცოცხალთა შორის იხსენიებს. 1940 წლის ბოლოსა და 1941 წლის დასაწყისში (იანვარი) სიონის ტაძარში შეწყდა ღვთისმსახურება. ამის შესახებ გულისტკივილით წერდა უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს კ. ჩარკვიანს „ერთადერთ მოქმედ საკათედრო ტაძარში, ისიც სიონში, შეწყდა მღვდელმთავრული ღვთისმსახურება იმის გამო, რომ კათედრა იგი ღარიბია. გადაჭარბებული დაბეგვრის გამო თავი ვერ გაიტანა... თუ გადასახადები არ შემცირდა, ღვთისმსახურნი დაანებებენ თავს სამსახურს და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს მოესპობა შესაძლებლობა მისი პატივის შესაფერისად შეასრულოს ღვთისმსახურება“. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასახადები გაუორმაგეს სიონში მოსამსახურე სასულიერო პირებს: ბესარიონ ფურცელაძეს, სიმონ მონასელიძეს, დავით გარსიაშვილს, მიხეილ მახათაძეს, ევაგრე დიასამიძეს. ფინსახკომის წარმომადგენელი ვ. კაჭარავა უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს ცინიკური ტონით ატყობინებდა, რომ არსებული კანონი ითვალისწინებდა მიმდინარე გადასახადის ჩამოწერას იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მოქალაქე არქიმანდრიტი ევაგრე (დიასამიძე) იღუმენი ევაგრე (დიასამიძე, მასზე სტატია იხ. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“, 2007წ. M13);