საპატრიარქოს უწყებანი N37 1-7 ნოემბერი 2012წ გვ.18
მღვდელი დიმიტრი ბურთიკაშვილი 1870-1938
მღვდელი დიმიტრი, ერისკაცობაში –– ტიტიკო გაბრიელის ძე ბურთიკაშვილი, 1870 წელს თბილისის გუბერნიაში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარძეულის ერთწლიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. შემდეგ მამამისმა სოფელ გომბორში ერთი რუსის ოჯახს მიაბარა, სადაც პატარა დიმიტრიმ რუსული ენა შეისწავლა. 1888 წელს ოჯახის ახლობელის, გავლენიანი მღვდლის დახმარებით თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღეს, რადგან იმ პერიოდში გლეხის შვილებს სხვა სასწავლებლებში არ იღებდნენ. 1892 წელს დიმიტრიმ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სემინარიაში წარჩინებულ სტუდენტად ითვლებოდა და დიდი სურვილიც ჰქონდა, სწავლა იურევის უნივერსიტეტში გაეგრძელებინა, მაგრამ სიღარიბის გამო ეს წადილი ვერ შეისრულა. ოჯახური მდგომარეობის გამო მან ვერც სემინარიის დასრულება მოახერხა და 189ხ წლის 2 თებერვალს მეოთხე კურსიდან, თავისი თხოვნის საფუძველზე, სასწავლებლიდან გამოვიდა. ამავე წელს თბილისის განათლების საბჭომ სოფელ გომბორის სამგანყოფილებიან სასწავლებელში მასწავლებლად განამწესა. 1896 წლის
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-7 ნოემბერი 2012წ გვ.19
მღვდელი დიმიტრი ბურთიკაშვილი 1870-1938 (გაგრძელება)
15 ოქტომბერს ახალგაზრდა პედაგოგი გორის მაზრაში, სოფელ ტირძნისის ორკლასიან სასწავლებელში.გადაიყვანეს. ტირძნისში მასწავლებლობის პერიოდში დიმიტრის მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით ძველი სკოლის შენობას მიაშენეს სამი საკლასო ოთახი. წლების განმავლობაში კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საეპარქიო სასწავლო საბჭომ ორჯერ გადასცა ფულადი ჯილდო 50 მანეთის რაოდენობით. 1898 წლის 8 თებერვლიდან 1904 წლის 31 მაისამდე აღნიშნულ სკოლაში იგი ასევე ასწავლიდა საღვთო სჯულსაც. 1904 წელს დიმიტრი დაქორწინდა თბილისში მცხოვრებ მარიამ ყარამანის ასულ ბალაშვილზე (დაბ. 1888 წლის 20 ოქტომბერს), რომელთანაც სამი შვილი: თამარი (დაბ. 1908 წლის 8 ივნისს, გათხოვილი იყო გიორგი ჯიღაურზე), ნატალია (დაბ. 1911 წლის 13 დეკემბერს, გათხოვილი იყო ტერენტი კაკუშაძეზე) და შალვა (დაბ. 1915 წლის 1 მაისს, შეულლებული იყო თინათინ დუნდუაზე) შეეძინა. 1904 წლის 7 ნოემბერს გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) დიმიტრი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 10 ნოემბერს კი მლვდლად დაასხა ხელი და საინგილოში, ზაქათალის ოლქის სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1905 წლის 8 იანვარს მამა დიმიტრი ალიბეგლოს სამკლასიანი სასწავლებლის გამგედ და სალვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1906 წლის 1 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს სამღვდელოების ეპარქიალურ შეკრებაზე ზაქათალის ოლქის მხრიდან სასულიერო დეპუტატად გამოარჩიეს. 1906 წლის 1 აგვისტოს საგარეჯოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1911 წლის 1 ნოემბერს იგი საგარეჯოს ერთკლასიან სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. დედაეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის მამა დიმიტრი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოით: 1909 წლის 12 აპსაგვერდულით, 1913 წლის 21 თებერვალს რომანოვების დინასტიის 300-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით გაცემული სამახსოვრო ბრინჯაოს მედლით, 1914 წლის 3 მარტს სკუფიით, ხოლო 1916 წლის 20 მაისს -- კამილავკით. მღვდელი დიმიტრი, სასულიერო მოღვაწეობის გარდა, აქტიურად იყო ჩართული საგარეჯოში მიმდინარე ყველა სასიკეთო წამოწყებაში. მისი უშუალო ჩარევითა და მეცადინეობით 1910 წელს საგარეჯოში დაარსდა საკრედიტო ამხანაგობა. 1912 წელს ასევე მისი ხელმძღვანელობით მოხერხდა სამომხმარებლო კოოპერატივ „იორის“ დაარსება. ამ ორივე დაწესებულებაში 1922 წლამდე მას ყოველწლიურად ირჩევდნენ გამგეობის წევრად და მოლარედ. მამა დიმიტრის აქტიურობით საგარეჯოს ერთ-ერთ უბანში გლეხობამ უფასოდ მიიღო 80-საჟენიანი წყალსადენის ფოლადის მილები სასმელი წყლის გასაყვანად. მონაწილეობა მიიღო საგარეჯოს კინო-თეატრის მშენებლობაში. როგორც ცნობილია, საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ სამღვდელოების დევნაშევიწროება დაიწყო, რის შედეგადაც მრავალმა მოძღვარმა გაიხადა ანაფორა და მიატოვა საეკლესიო მოღვაწეობა. მათ შორის იყო მამა დიმიტრიც, რომელმაც 1924 წელს დატოვა სამღვდელო რიგები და ჩაება საერო ცხოვრებაში. 1924 წლიდან მან მუშაობა დაიწყო საგარეჯოს გლეხკომში მდივნისა და ხაზინადარის თანამდებობაზე და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. 1924 წლის 1 თებერვალს, თავისი თხოვნის საფუძველზე, თბილისის განათლების განყოფილებამ, როგორც პედაგოგიურ სარბიელზეწლების მანძილზე ნამუშევარი და გამოცდილი მუშაკი საგარეჯოს დაწყებით სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა. დიმიტრი ბურთიკაშვილის კეთილსინდისიერ მოღვაწეობას დადებით შეფასებას აძლევს პატარძეულის სასოფლო საბჭოს თავჯდომარე ანტონ კიკნაძე. აი, რას წერდა იგი: „დიმტრი ბურთიკაშვილი პატარძეულის სკოლაში მუშაობს 1924 წლიდან დღემდე. მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და ასრულებს პირნათლად და არა ჰქონია არავითარი გაფრთხილება. იღებდა და იღებს მონაწილეობას ყოველივე კამპანიის ჩატარებაში, მაგ. მოსახლეობაში ობლიგაცი-
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-7 ნოემბერი 2012წ გვ.20
მღვდელი დიმიტრი ბურთიკაშვილი 1870-1938 (დასასრული)
ების გავრცელებაში, თესვის კამპანიაში, პურის ჩაბარებაში, წითელი მოედნის მოწყობაში, გაზეთების ხმამაღლა კითხვაში წითელ მოედანზე და სხვ. მსახურობდა უფასოდ, გარდა პირადი თავის თანამდებობისა, პატარძეულის თემ-აღმასკომის წევრად 1926-1927 წლებში. 1927-1928 წლებში იყო არჩეული სართიჭალის კოოპერატივ „გლეხის ნაბიჯში“ გამგეობის წევრად და მასთანვე იყო 1927-1929 წლებში პატარძეულის კოოპერატივში კომისიის თავჯდომარედ. 1926-1927 წლებში იყო არჩეული სართიჭალის საკრედიტო ამხანაგობის რწმუნებულად და 1928 წელს იყო სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ. 1926-1927 წლებში სარძევე კოოპერატივ „სამგორის“ რწმუნებულად. 1926-1927 წლებში მხურვალე მონაწილეობას იღებდა პატარძეულის სკოლის შენობის აშენებაში და მისი ფულადი სახსრების გამონახვაში. ითვლებოდა პატარძეულის კოლექტივის „ქალაქისა და სოფლის კავშირის“ პასიურ წევრად. 1934 წელს მიღებული აქვს გარდამავალი დროშა წერა-კითხვის უცოდინართა ლიკვიდაციაში, რასაც ხელი მოწერით და ბეჭდის დასმით ვადასტურებ“. კითხულობ ამ საოცარ ტექსტს და თვალებზე ცრემლი გადგება. იმ უმძიმეს წლებში, საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენის ფასად სასულიერო პირები იძულებულნი იყვნენ გაეხადათ ანაფორა და კომუნისტური წყობისა და ქვეყნის აღშენებაში მიეღოთ მონაწილეობა. არც გაემტყუნებათ, რადგან მოწამეობრივი ცხოვრება და ალსასრული ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ყოფილი მოძღვარი და დამსახურებული პედაგოგი 1938 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მისი ცხედარი პატარძეულის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1939 წელს წლისთავზე შესაფერისი პატივიც მიაგეს მის სულს. სასაფლაოზე შეიკრიბნენ მისი ახლო მეგობრები და ნათესავები. დაპატიჟებულთა შორის იყო ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი ალექსი გულისაშვილი, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა პატარძეულში ჩასვლა, თუმცა პატარა წერილით მიუსამძიმრა მის მეუღლეს და დიდი სიყვარულით მოიხსენია: „დიდათ პატივცემულო მანიავ! ბოდიშს ვიხდი, რომ ვერ ვესწრები დიმიტრის წლისთავს ჩემი ფეხების ქარიანობის გამო. თქვენთან ერთად მეც დავტირი დიმიტრის. ჩემი გრძელი ცხოვრების ასპარეზზე მე არ მინახამს ეგეთი ზნეობით სპეტაკი, ეგეთი გულით წმინდა, საქმის წმინდა, ეგეთი კაცთმოყვარე ადამიანი, ეგეთი თავდადებული საზოგადო საქმი- სათვის (მე მაქვს სახეში მისი მუშაობა საგარეჯოს ბანკის და კოოპერატიულ დაწესებულებაში), ეგეთი ოჯახის მოსიყვარულე, როგორიც იყო განსვენებული დიმიტრი. წარმოდგენა მაქვს, ეგეთი ადამიანის დაკარგვა რა ძნელი ასატანი უნდა იყოსთქვენთვის და თქვენი შვილებისათვის. თუმცა, ერთი წელიწადი გასულია, მაგრამ მაინც თქვენი მწუხარება ისევ დიდი უნდა იყოს. ღმერთმა მოგცეთ ქრისტიანული მოთმინება, რომ აიტანოთ მოვლენილი მწუხარება. ნათესავებისთვის, მეგობრებისათვის და ნაცნობებისათვის დაუვიწყარი იქნება სახელი და ხსოვნა კარგი ადამიანისა დიმიტრისა დავშთები პატივისცემით, დეკანოზი ალექსი გულისაშვილი, 1939 წლის 5 დეკემბერი“.