მამა პეტრე შარაბიძის მეორე ვაჟი გახლდათ მღვდელი ეფრემი, რომელიც 1842 წელს დაიბადა. მან დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. 1869 წლის 7 სექტემბერს იგი სადმელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. თავისი უფროსი ძმის მსგავსად, ეფრემიც აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრებაში. ეგზარქოსების მმართველობის პერიოდში მოსახლეობის აღრიცხვა ხდებოდა საეკლესიო მეტრიკული წიგნებით. ეს წიგნები ყველა მოქმედი შტატის ეკლესიებში არსებობდა და მისი შევსება ტაძრის წინამძღვარს ჰქონდა დავალებული. იგი იყოფოდა სამ ნაწილად, ნათელღებულთა, ქორწინებულთა და გარდაცვლილთა. 1870/1871 წლების სადმელის ოლქის საეკლესიო მეტრიკულ ჩანაწერებში მოძღვართა დაუდევრობით გამოტოვებული იყო 466 ადამიანი. ეფრემმა მოახერხა მათი მოძიება და სიებში შეყვანა, რის გამოც 1871 წლის 17 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მადლობა გამოუცხადა, პირად საქმეში შეტანით. 1874 წელს ეფრემი დაქორწინდა ნინო იოანეს ასულ ჩაჩხიანზე (დაბ. 1854წ.), რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა: ვიქტორი (დაბ. 1875წ., მან 1899 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, კომუნისტების შემოსვლამდე მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად) და მღვდელი იასონი (დაბ. 1879წ.). 1877 წლის 21 მაისს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ეფრემი დიაკვნად აკურთხა. ამავე წლის 10 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და სადმელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მღვდელი ეფრემი ხშირად ბეჭდავდა თავის კორესპონდენციებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 5-9იანვარი 2012წ გვ.19
სადმელელი შარაბიძეების სამღვდელო ოჯახი (გაგრძელება)
იყო კარგი მქადაგებელი და პატიოსანი მოძღვარი. 1911 წლის 25 დეკემბერს მამა ეფრემი მოხუცებულობის გამო შტატიდან გავიდა და ეკლესიაში 42-წლიანი ერთგული სამსახურისთვის 300 მანეთი პენსია დაენიშნა. იგი ცოცხალი ჩანს 1915 წელსაც. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. მამა ეფრემის პენსიაზე გასვლის შემდეგ წინამძღვრის ადგილი დაიკავა მისმა უმცროსმა ვაჟმა
მღვდელმა იასონმა, რომელიც 1879 წელს დაიბადა. 1895 წელს იასონმა დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი მეორე ხარისხის დიპლომით და ამავე წელს თბილისის „მიხეილის“ რემესლენის სასწავლებელში ჩააბარა. 1901 წლის 10 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) უშგულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დანიშნა. 1901 წლის 9 დეკემბერს ქვედრიშის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1904 წლის 5 ნოემბერს პირველი ტოლის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1905 წელს იასონი დაქორწინდა. ჰყავდა ორი შვილი: ვახტანგი (დაბ. 1906 წლის 28 სექტემბერი) და ანასტასია (დაბ. 1910 წლის 22 სექტემბერი. გათხოვილი ბათუმში ვინმე ნოღაიდელზე). სამწუხაროდ, იგი ადრე დაქვრივდა და პატარების გაზრდა მარტოს მოუხდა. 1908 წლის 16 თებერვალს იასონი ძირაგეულის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1911 წლის 18 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 25 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და სადმელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა, სადაც XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისამდე მსახურობდა. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მან ანაფორა გაიხადა და საერო სამსახურში ჩადგა. მღვდელ პეტრეს შუათანა ვაჟი გახლდათ პროტოდიაკონი იოსებ შარაბიძე, რომელიც 1846 წელს დაიბადა. მანაც ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1863 წელს იოსებმა თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1869 წლის 28 ივნისს წარჩინებით დაასრულა. 1869 წლის 15 სექტემბერს იოსები სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამავე წლის 12 ოქტომბერს დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1869 წლის 12 ოქტომბრიდან 1872 წლამდე ამავე სასწავლებელში იგი ასწავლიდა სლავურ საეკლესიო გალობას და უსასყიდლოდ მუშაობდა ფოსტალიონად. 1870 წლიდან 1871 წლის 15 აპრილამდე პარალელურად უფასოდ ასწავლიდა მოსამზადებელ კლასებში სლავურ საეკლესიო გალობას. 1872 წლის 18 ივნისს სამეგრელოს საეპარქიო მმართველობამ სასწავლებელში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მას მადლობა გამოუცხადა. 1874 წლის 12 ოქტომბრიდან ასწავლიდა არითმეტიკას II და III კლასებში. 1870 წელს იოსები დაქორწინდა მაკრინე ნიკოლოზის ასულზე (დაბ. 1853წ.) მათ ხუთი შვილი ჰყავდათ: მიხეილი (დაბ. 1871წ., დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია), ნიკოლოზი (დაბ. 1887წ. ცნობილი კომპოზიტორი), გიორგი (დაბ. 1879წ.), ეკატერინე (დაბ. 1882წ.) და ოლღა (დაბ. 1882წ.). 1875 წლის 2 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იოსები დიაკვნად აკურთხა და ქუთაისის საკათედრო ტაძარში დაადგინა. 1875 წლის 25 მარტს პროტოდიაკონის წოდება მიენიჭა. 1879 წლის 1 ოქტომბრიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სლავური საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაინიშნა. მამა იოსები დიდ დროს უთმობდა ქართული მუსიკისა და ხალხური სიმღერების შესწავლას. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა საუკეთესო ქართველ ლოტბარებთან და ხალხური სიმღერის მცოდნეებთან. ქართველი მწერალი, დრამატურგი, საქართველოს სახალხო არტასტი შალვა დადიანი ხოტბით იხსენებდა ჭარმაგ, მწყაზარი სახის პროტოდიაკონ იოსებს და მის მოღუღენე ხმას. 1880 წლიდან მამა იოსები იმერეთის ეპარქიალური სარევიზიო კომიტეტის წევრია. 1890 წლის 30 ნოემბერს იგი თავს ანებებს სასულიერო სასწავლებელში მუშაობას. ამავე წელს გამოიცა მისი წიგნი „ქართული სახელმძღვანელო ნოტებისა, ანუ ნოტების პირველი დაწყებითი ანბანი". 1893 წლის 15 მაისს მამა იოსებს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. პროტოდიაკონი იოსები 1898 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ მისი გარდაცვალების შესახებ წერდა: „ქუთაისში გარდაიცვალა საკრებულო ტაძრის მთავართ-მთავარი მამა იოსებ შარაბიძე, რომელმაც პირველად გადაიღო ჩვენში საეკლესიო გალობა ნოტებზე". მამა იოსები დასაფლავებულია ქუთაისში, მწყვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მამა პეტრეს ერთ-ერთი ვაჟი თეოდორე სოფლის მწერალი და პედაგოგი გახლდათ. იგი ყველაზე ხელმოკლედ ცხოვრობდა. მამა ალექსიმ, რომელსაც შვილები არ ჰყავდა, მას თავისი მამული აჩუქა. სამწუხაროდ, თევდორე ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მისი შვილების აღზრდა მღვდელმა ალექსიმ ითავა. მომა-
1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1 5-9იანვარი 2012წ გვ.20
სადმელელი შარაბიძეების სამღვდელო ოჯახი (დასასრული)
მღვდელი ვასილ შარაბიძე ნათესავებთან ერთად. მარჯვნივ ზის მისი დის ქმარი ჯვარისას ეკლესიის მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი
ვალი მოძღვარი, ვასილ თეოდორეს ძე შარაბიძე 1868 წელს დაიბადა. დაქვრივებულმა დედამ, მართა კერესელიძემ მაზლის დახმარებით შეძლო, მისთვის ღირსეული განათლება მიეცა. ვასილმა დაამთავრა თბილისის „მიხეილის“ სახელობის საფერშლო სასწავლებელი. 1885 წლის 20 ნოემბერს იგი სენაკის მაზრაში ფერშლად განამწესეს. 1886 წლის 11 სექტემბერს ვასილი თბილისის „მიხეილის“ საავადმყოფოში უმცროს ფერშალად გადაიყვანეს. 1888 წლის 8 თებერვალს ორი თვით გააგზავნეს ყუბანის ოლქში სამუშაოდ. ამავე წლის 30 მარტიდან იგი უფროსი ფერშალია. 1891 წლის 1 მარტს ნიიის სოფელ ჭკადუაშის აფთიაქის უფროსი ფერშალი. 1892 წლის 1 მაისს კი სოფელ ლაილაშში გადაიყვანეს. 1893 წლის 8 აპრილს გათავისუფლდა სამედიცინო სამსახურიდან და სოფელ ბოსტანის სამრევლოქუთაისის გუბერსაეკლესიო სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. თავისი ბიძის დახმარებით ვასილმა რიცეულაზე აფთიაქი გახსნა და ხალხს უსასყიდლოდ მკურნალობდა. შემდგომში მის კეთილ საქმეებს ტკბილად იგონებდნენ რაჭველი მოხუცები. ამავე პერიოდში იგი დაქორწინდა მღვდელ ანტონ ჩაჩხიანის ასულ ელპიდეზე (დაბ. 1878წ.), რომელთანაც შვიდი შვილი ჰყავდა: ლუდმილა (1895წ.), პანტელეიმონი (1897 წლის 26 აგვისტოს), ნუცა, აკაკი (1904 წლის 14 მარტი), მარიამი (1901 წლის 20 აპრილი), თეოდორე (1907 წლის 1 აგვისტო) და შოთა (ეს ბოლო ორი დაიღუპა სამამუმამა ალექსის ლოცვა-კურთხევით ვასილმა ქუთაისის საკათედრო ტაძარში გაიარა მომზადება სამღვდელო ხარისხის მისაღებად. აქ იგი წმინდა წერილსა და საეკლესიო ტიპიკონში განისწავლა. 1897 წლის 9 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ვასილი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 25 აპრილს მღვდლად დაასხა ხელი და ბოსტანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1911 წელს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წელს მამა ვასილი ბოსტანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოში დაწყებული რეპრესიების დროს, მოძღვარი იძულებული გახდა მიეტოვებინა საეკლესიო მსახურება და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. იგი სოფელში ცხოვრობდა და იქვე აღესრულა 1936 წელს.