სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სვიმონ იოსების ძე კახეთელიძე 1856-1942წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბარი (ონი). დაკრძ. კუკია წმიდა ნინოს ეკლესიის ეზოში. სვიმონ იოსების ძე კახეთელიძე 1856-1942წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბარი (ონი). დაკრძ. კუკია წმიდა ნინოს ეკლესიის ეზოში.

1856-1942 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კახეთელიძე სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

სვიმონ იოსების ძე კახეთელიძე 1856-1942წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბარი (ონი). დაკრძ. კუკია წმიდა ნინოს ეკლესიის ეზოში.



დეკანოზი სვიმონ კახეთელიძე 1856-1942
დეკანოზი სვიმონ იოსების ძე კახეთელიძე 1856 წელს იმერეთის გუბერნიაში, რაჭის მაზრის სოფელ ბარში დაიბადა. სასულიერო პირები იყვნენ მამა სვიმონის წინაპრებიც, რომლებიც მთელი XIX საუკუნის განმავლობაში თავდადებით და ერთგულად ემსახურებოდნენ ქართულ ეკლესიას. მისი ბაბუა, მღვდელი ნიკოლოზ ბერის ძე კახეთელიძე 1782 წელს რაჭაში, სოფელ ბარში, საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ნიკოლოზმა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი თავის ნათესავთან, მღვდელ დავით კახეთელიძესთან ისწავლა. დაოჯახების შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში, ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1810 წელს მღვდლად დაასხა ხელი და სამთისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1812 წელს იგი ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. მღვდელი ნიკოლოზი ადრე დაქვრივდა. დარჩა ორი ვაჟი: ზურაბი (დაბ. 1810წ.) და მღვდელი იოსები (1817წ.). 1854 წელს იგი პენსიაზე გავიდა. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. სასულიერო გზა გააგრძელა მისმა უმცროსმა ვაჟმა იოსებმა, რომელიც 1817 წელს დაიბადა. წერაკითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მან თავის მამასთან ისწავლა, რომელსაც პატარაობიდანვე ეხმარებოდა ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებაში. XIX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) იოსები დიაკვნად აკურთხა. 1854 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და სამთისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლე-
2-1  საპატრიარქოს უწყებანი N2 10-16იანვარი 2012წ გვ.19
დეკანოზი სვიმონ კახეთელიძე 1856-1942 (გაგრძელება)
სიის წინამძლვრად დაადგინა, სადაც 1881 წლამდე მსახურობდა. მამა-პაპის მსგავსად, მოძღვრის ტკბილი უღელი აირჩია სვიმონმაც. მან პირველდაწყებითი განათლება სოფელ ბარის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. შემდეგ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, სადაც მხოლოდ ორი კლასი დახურა. ქართულ და რუსულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1878 წლის 21 სექტემბერს იგი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაადგინეს. 1883 წელს იოსები დაქორწინდა დაფინე ვასილის ასულზე (დაბ. 1863 წელს), რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავდათ: ნიკოლოზი (დაბ. 1884წ.), ალექსანდრა, ლუბა და მარიამი. 1883 წლის 14 მარტს სვიმონი ქუთაისის საკათედრო ტაძრის უმცროს პონომარად (მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი) დაინიშნა. 1885 წლის 1 1 დეკემბრიდან უფროსი პონომარია. 1885 წლის 10 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მესამე და მეოთხე კლასებში წმინდა წერილისა და სხვა საგნების მასწავლებლად დაადგინეს. 1887 წლის 19 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სვიმონი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 2 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და რაჭაში, სოფელ კაჩაეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1894 წელს მამა სვიმონი გუმათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, ამავდროულად ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში მეორე მღვდლად მსახურობდა. 1905- 1906 წლებში ხონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია, ხოლო 1906 წელს ფუთის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვრად დაინიშნა. 1910 წელს იგი კაცხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც XX საუკუნის 20-იან წლების დასაწყისამდე მსახურობდა. 1912 წლის 27 ივლისს მამა სვიმონის უბედურება დაატყდა თავს. გარდაიცვალა მეუღლე დაფინე, რომელიც 31 ივლისს ქუთაისის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალეს. 1917 წლის 8-17 სექტემბერს მამა სვიმონი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში მამა სვიმონი აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და კასპის რაიონის სოფელ ბარნაბიანთკარში დასახლდა. ბარნაბიანთკარი ურბნისის ეპარქიაში შედიოდა. იმჟამად ურბნისის ეპარქიას თავისი მლვდელმთავარი არ ჰყავდა, ამიტომ სამწყსოს წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) განაგებდა. მისი ლოცვა-კურთხევით, მამა სვიმონი ახლომახლო სოფლებში ატარებდა წირვა-ლოცვებს და მორწმუნეებს საეკლესიო წესებს უსრულებდა. ეს ის პერიოდია, როდესაც უამრავი სასულიერო პირი აღესრულა მოწამეობრივად კომუნისტური იდეოლოგიით მოწამლული ახალგაზრდების ხელით. უღმერთო ხელისუფლებისგან დევნა და ტკივილი მამა სვიმონმაც გამოსცადა თავის თავზე. საპატრიარქოს არქივში შემორჩენილია ერთი წერილი, რომელშიც აღწერილია მამა სვიმონის ამბავი, წერილი დათარიღებულია 1933 წლის |1ოქტომბრით. „მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს კალისტრატეს წილკნელ ეპისკოპოსის, ურბნისის ეპარქიის მმართველის ალექსისაგან მოხსენება; მორწმუნეთა თხოვნით, 26 სექტემბერს ა/წ. მე გავაგზავნე სოფელ ბარნაბიანთკარიდან სასირეთში მღვდელი სიმონ კახეთელიძე, რათა ეწირა 27-ში სასირეთის ეკლესიაში და მორწ-

დეკანოზი სვიმონ კალმახელიძე ოჯახის წევრებთან ერთად; 

2-2  საპატრიარქოს უწყებანი N2 10-16იანვარი 2012წ გვ.20
დეკანოზი სვიმონ კახეთელიძე 1856-1942 (დასასრული)
მუნეთათვის შეესრულებინა მოთხოვნისამებრ წესები. დაბრუნდა 29-ში, დილით და განმიცხადა შემდეგი: 27-ში სწირა სასირეთის ეკლესიაში და რამდენიმე ბავშვიც მონათლა, მაგრამ მორწმუნეთა თხოვნით, დარჩა მეორე დღესაც და ზოგს პანაშვიდი და ზოგსაც სხვა მოთხოვნები შეუსრულა მორწმუნეთ და საღამოს, ორი თუ სამი მორწმუნე ქალის თანხლებით ბრუნდებოდა ბარნაბიანთკარში. ბინა იქ ქონდა, მაგრამ რადგან წყალი მომატებული იყო და ფეხით გასვლა ძნელი იყო, უთხრეს ურემს მოგიყვანთ წყალში გასასვლელადაო და უცდიდა ურემს. ამ დროს ჩამოიარეს სამმა კაცმა, ორი წყალ-გაღმა გავიდა და ერთი კი მობრუნდა და მოვიდა მღვდელთან და კითხა, საიდან მოსულა და რა საქმეზე. მან უპასუხა და მანდატიც მისცა, ჩემგან მიცემული. მანდატს გადახედა მხოლოდ და ამ დროს მოვარდა იქაური მილიციონერი სარიშვილი და დაუწყო ყვირილი: „ადექი, დაიკარგე აქედანო; როცა შეეხვენა, მაცადე ურემი მოვა და გამიყვანსო, იმან უმატა ყვირილს და აიძულებდა, ფეხით გასულიყო წყალში. მღვდელი წავიდა და როცა წყალთან მივიდა და მარჯვე ადგილს ეძებდა გასასვლელად, მილიციონერმა კრა უკანიდან ხელი და გადააგდო წყალში, ძლივს გადარჩა დახრჩობას. როცა გავიდა გაღმა დასველებული, ოთხმოცი წლის მოხუცი, გაცივდა და დღესაც ავად არის. მოვახსენებ რა ზემო აღნიშნულს თქვენს უწმინდესობას, ვითხოვ, ინებოთ რაიმე განკარგულება, რათა დაფარულ ვიქნეთ ასეთი უპასუხისმგებელ პიროვნებებისგან. მთავრობა არ გვიშლის ვემსახუროთ ხალხს მოთხოვნილების დროს, მაგრამ ზოგიერთ ადგილობრივ მოხელეთა წევრნი არ გვაძლევენ ამის საშუალებას. ის პირი, რომელმაც მოსთხოვა მანდატი მღვდელ კახეთელიძეს, ყოფილა ადგილობრივი სოფლის საბჭოს თავჯდომარე და აქედან, ცხადია, მისის ნებართვით ჩაუდენია ის საქციელი მილიციონერ სარიშვილს. ეპისკოპოსი ალექსი წილკნელი“. ამ ამბიდან მალევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა სვიმონი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანა და ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1941 წლის 12 აპრილს, 85 წლის ასაკში, დეკანოზი სვიმონი მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სამსახურიდან და პენსიაზე გავიდა. 1942 წლის 4 მარტს წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) წერდა მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის შუშანიების სავანის წინამძღვარს, იღუმენია ფავსტოს (შუშანია): „იღუმენია ბატონო, გეცნობებოდათ, აქ რომ კახეთელიძე იყო, 93 წლისა, გაიკრიჭა, ტანისამოსი გაიხადა, მღვდლობას დაანება თავი და „სტოროჟადლ“ დადგა. ჩემი აწეწ-დაწეწვა სულ იმის ბრალი იყო, არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ ცდილობდა, რომ გავეციმბირებინეთ. დღედაღამ ჩემს მტრობაში იყო. ვენაცვალე უფლის სახელს!  დამიფარა. მთავრობა ჩემს დევნას შეეშვა და ნება დამრთეს, ტაძარში დავბრუნებულიყავი. ყველანი მოხარულნი არიან ამისა, მაგრამ მაინც მაწუხებს კითხვა: ნეტა, რა დავუშავე ამ 90 წლის კაცს ან ვინ შეასმინა, ეწერა ჩემზე „დანოსები“. ისე მოულოდნელად გარდაიცვალა, ვერც დავეკითხე და ვერც ვერაფერი გავიგე დანამდვილებით. რა სასწაულები მოხდა აქ, ვერ მოგწერთ, თუ ოდესმე გნახავთ, გიამბობთ“. როგორც ამ წერილის შინაარსიდან ირკვევა, დეკანოზი სვიმონი 1942 წლის დასაწყისში მოულოდნელად გარდაიცვლილა. ჩვენთვის უცნობია, თუ რა დაპირისპირება ჰქონდა მას წილკნელ ეპისკოპოს ტარასისთან. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომუნისტები ყველანაირად ცდილობდნენ ეკლესიისთვის ჩირქი მიეცხოთ, არ თაკილობდნენ არანაირ უმსგავსო საქციელებს და უზნეო გამოხტომებს. მათი პოლიტიკის „გათიშე და იბატონეს“ წყალობით, მრავალი ადამიანი მტრობდა ერთმანეთს. უმძიმესი დრო იყო. ღმერთმა ყველას შეუნდოს თავისი საქციელი. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მამა სვიმონი თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.11.2025
ბოლო რედაქტირება 12.11.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0