სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იოანე თეოდორეს ძე ჭკადუა 1902-1982წწ. დეკანოზი დაბ. სოფ. ზემო ქვალონი (ხობი) იოანე თეოდორეს ძე ჭკადუა 1902-1982წწ. დეკანოზი დაბ. სოფ. ზემო ქვალონი (ხობი)

1902-1982 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჭკადუა სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

იოანე თეოდორეს ძე ჭკადუა 1902-1982წწ. დეკანოზი დაბ. სოფ. ზემო ქვალონი (ხობი)

დეკანოზი იოანე ჭკადუა 1902-1982 
„იგი უხვად დაავილდოვა ღმერთმა, სიცოცხლეშივე მოესწრო მღვდელმთავარ შვილს...“.

დეკანოზი იოანე თეოდორეს ძე ჭკადუა 1902 წლის 30 მარტს სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში მედავითნის ოჯახში დაიბადა (მამამისის -– თეოდორე ჭკადუას ნამსახურებათა სიაში იოანეს დაბადების წელი და რიცხვი 1902 წლის 30 მარტით არის დაფიქსირებული, ხოლო შემდგომში თავად მამა იოანეს მიერ შევსებულ საეკლესიო ნამსახურებათა სიებში 1900 წელი წერია, ასეთივე თარიღია მითითებული მის საფლავზე). დედა გაბელაიების გვარისა გახლდათ. დედამისის ძმა, მლვდელ-მონაზონი ეპიფანე (გაბელაია), დასავლეთ  საქართველოს სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობდა და საკმაოდ ავტორიტეტულ პიროვნებად ითვლებოდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იგი გამოირჩეოდა თავისი ასკეტური ცხოვრებით და იყო უამრავი
12-1  საპატრიარქოს უწყებანი N12 21-27მარტი 2013წ გვ.18
დეკანოზი იოანე ჭკადუა 1902-1982 (გაგრძელება)
სასულიერო პირის აღმზრდელი.

გაბელაია ეპიფანე (ევსტაფი) კუჩოს ძე იღუმენი დაბ. 1856-1929წწ.

მათ შორის გამოირჩევა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე), რომელმაც თავისი სიყრმე გელათის მონასტერში გაატარა. მიტროპოლიტი ნაუმი დიდი სიყვარულით იხსენებდა თავის აღმზრდელს და ამბობდა, მამა ეპიფანემ მასწავლა წერაკითხვა გელათის მონასტერშიო. შემდგომში, როდესაც მეუფე ნაუმმა “იოანე ჭკადუა მღვდლად აკურთხა, მამა ეპიფანეს ნაქონი ჯვარი და „დავითნი“ მას გადასცა საჩუქრად და უთხრა: ესენი მან მე დამიტოვა და  ახლა ბიძათქვენის ნაქონი ჯვარი  თქვენ ატარეთ, მისი მადლი თქვენზე გარდამოვიდესო. თავად მამა ეპიფანე, ერისკაცობაში – ევსტაფი კუჩოს ძე გაბელაია, 1856 წელს სენაკის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში ისწავლა. 1881 წლის 27 ნოემბერს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 22 ივნისს არქიმანდრიტმა სერაპიონმა (ახვლედიანი) ბერად აღკვეცა და სახელად ეპიფანე უწოდა. 1886 წლის 26 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1889 წლის 14 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და გელათის საძმოში დაადგინა. 1899 წლის 9 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1905 წლის 7 ოქტომბერს გელათის სანთლის ქარხნის უფროსად დაინიშნა და გულმოდგინე სამსახურისათვის იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1907 წლის 9 იანვარს ამჯერად უკვე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (კანდელაკი) გამოუცხადა მადლობა. 1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1913 წლის 1 თებერვალს მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის 31 მარტს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა.

დეკანოზი იოანე ჭკადუა

1914 წლის დიდ მარხვაში მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრობა დაეკისრა. 1916 წლის 15 მაისს წმინდა ანას მესამე  ხარისხის ორდენი ეწყალობა. მამა ეპიფანე მონაწილეობდა 1917 წლის 8-17 სექტემბერსა და 1921 წლის I-5 აგვისტოს გელათში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ და მესამე საეკლესიო კრებებს, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი. გარდაიცვალა 1929 წელს. მოძღვრის მამა, პირველი ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნე თეოდორე (იგივე თადეოზ გვაჯის ძე ჭკადუა) 1857 წელს იყო დაბადებული. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1890 წლის 17 ოქტომბერს იგი ქვალონის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1895 წლის 12 სექტემბერს დაამტკიცეს შტატში. 1903 წლის 16 ივლისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) სტიქარი უკურთხა. თეოდორეს ქვალონის ეკლესიასთან გახსნილი ჰქონდა დაწყებითი სკოლა, სადაც ახლომახლო სოფლებიდან ბავშვებს წერა-კითხვასა და ლვთის სიყვარულს ასწავლიდა. დადიოდა მოუღლელად და მცირეოდენი სინათლე შეჰქონდას ხალხის ცხოვრებაში. სამწუხაროდ, 8 იგი ადრეულ ასაკში გამოეცალა ამ ცხოვრებას. გარდაიცვალა XX საუკუნის 10-იან წლებში. დაობლებული იოანეს აღზრდა ბებიამ და ბაბუამ ითავეს და იგი აბაშაში წაიყვანეს. ბაბუაც მალე გარდაიცვალა (კაზაკებთან შეტაკების დროს დაღუპულა). უპატრონოდ დარჩენილი ბავშვი ხობის მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად. შემდეგ დაამთავრა სენაკის სასულიერო სასწავლებელი. ორ წელიწადს იყო ახალი ათონის მონასტერში მორჩილად. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება. დაიკეტა ეკლესია-მონასტრები და დაიწყო სასულიერო პირების დევნა. ასეთ პირობებში იოანემ გადაწყვიტა საერო სამსახურით დაკავებულიყო. უმაღლესი საერო განათლების მიღების შემდეგ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. XX საუკუნის 20-იანი წლებში მომავალი მოძღვარი დაქორწინდა ოლია ილარიონის ასულ ჯინჭარაძეზე (1906-199ვწწ.). XX საუკუნის 50-იან წლებში იოანე ტოვებს საერო
სამსახურს და ეკლესიაში იწყებს მოღვაწეობას. ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოს ნაუმის (შავიანიძე) ლოცვა-კურთხევით მან ქუთაისის საკათედრო ტაძარში გაიარა სამლვდელო მომზადება. 1958 წელს მეუფე ნაუმმა დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი. იგი ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1959 წლის 14 დეკემბერს ამ ეკლესიას მეუფე ნაუმი ესტუმრა. სამადლობელი პარაკლისის შემდეგ მამა იოანემ სიტყვით მიმართა თავის მაკურთხეველ მღვდელმთავარს: „სიყვარულით მოგესალმებით და გულითადად მოგილოცავთ თქვენი ანგელოზის დღეს. იყოს იგი ყოველგან და ყოველთვის თქვენი შემწე და მფარველი. მეუფე წმიდაო! მსურს და მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა, რათა ამ ჩემი სუსტი სიტყვებით გამოვხატო თქვენდამი ჩემი ღრმა სიყვარული და პატივისცემა, რაზედაც ვითხოვ თქვენს ლოცვა-კურთხევას. აწ განსვენებული ჩემი ბიძის, გელათის დიდებული მონასტრის საუკეთესო მწიგნობრის, მგალობელის და ტიბიკარის მღვდელ-მონაზონის ეპიფანესაგან ჯერ კიდევ თქვენი ბავშობისას (თხუთმეტი წლისა იქნებოდით) დაგერქვათ „ნაუმი დიდებული“. ეს ზედმეტი სახელი იმიტომ დაგარქვა, რომ ჯერ კიდევ ბავშვობისას იყავით ღრმათ მორწმუნე, თავმდაბალი,

საპატრიარქოს უწყებანი N12 21-27მარტი 2013წ გვ.19
დეკანოზი იოანე ჭკადუა 1902-1982 (გაგრძელება)
ყველასთვის საყვარელი, საუკეთესო მწიგნობარი, მცოდნე საეკლესიო წესებისა და დაუზარელი ეკლესიის მსახური. ყველფან სადაც კი გიმსახურიათ საერო თუ საეკლესიო დაწესებულებებში, დიდი სიყვარული და პატივისცემა გაქვთ დამსახურებული. მღვდლობასთან ერთად თქვენ მოღვაწეობდით მასწავლებლად ს ქუთაისისა და ტყიბულის რაიონის რამდენიმე სკოლაში, ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციის მდივნად. ნამსახური გაქვთ ქუთაისის, ტყიბულის და თბილისის საეკლესიო ოლქების მთავარხუცესად და ყველგან მადლობას იმსახურებდით. იშვიათად მოიპოვება ისეთი ადამიანი, რომ თქვენი აუგი თქვას, თუ იგი ბოროტების და სიხარბის შხამით არ არის გაჟღენთილი. 1947 წელში უწმინდესმა კალისტრატემ ორი ჯილდო მოგცათ, რაიცა საეკლესიო კანონით არაა მიღებული და მხოლოდ თქვენზე ინება განსაკუთრებული განჩინება და დაგაჯილდოვათ თებერვალში ენქერით, ხოლო მაისში მიტრით. დღესაც ახსოვთ ბევრს, თუ როგორ ტიროდა, როგორც სამღვდელოება, ისე მორწმუნენი, როდესაც გამოსათხოვარი სიტყვა თქვით სიონში, დეკანოზმა ცქიტიშვილმა კიდეც გითხრათ იქვე ყველას გასაგონად, რა იყო, რომ აატირე ეს ხალხიო. უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკ პატრიარქიც გიცნობთ, როგორც სპეტაკი და წმიდა ცხოვრების მატარებელს, მას დიდი ხანია სურდა თქვენი ეპისკოპოსობა, მაგრამ თავს იკავებდა, არ სურდა თქვენი ოჯახისაგან გათიშვა. ბოლოს მაინც ღვთის განგებით და მისი უწმიდესობის ბრძანებით, ქუთაის-გაენაეპარქიის საყვარელი მღვდელმთავარი ბრძანდებით, დინჯი, ყველასადმი კეთილი, კარგი მქადაგებელი და ღვთის ღრმად მორწმუნე. განმეორებით გილოცავთ ანგელოზის დღეს თქვენი უმანკო მარჯვენით მღვდლად ხელდასხმული იოანე ჭკადუა“.

დეკანოზი იოანე და მიტროპოლიტი დავით ჭკადუა (მამა შვილი)

სამი წელი იმსახურა მამა იოანემ ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და იქაური მრევლისა და მოსახლეობის დიდი სიყვარული დაიმსახურა. 1961 წლის  მარტს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია) სწერდა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს (სიდამონიძე): „მოკრძალებით მოვახსენებ თქვენს უწმინდესობას, რომ ამ დღეებში შტატგარეშე მყოფი მღვდელი სამსონ ანთელავა მოულოდნელად გარდაიცვალა სახლში. იყო 82 წლის მოხუცი, მაგრამ დიდ სამსახურს გვიწევდა ილორის ეკლესიაში. ადგილობრივი ენის მცოდნე იყო და თვინიერი ხასიათის მქონე. ილორის ეკლესიაში ახლა რჩება მარტო მღვდელ-მონაზონი რაფაელი (კარელინი) რომელმაც ქართული ენა არ იცის. სულ იყო 2 მღვდელი, რომლიდან ერთ-ერთი მაინც ქართველი იყო. თუ შესაძლებლად სცნობს თქვენი უწმინდესობაკ მღვდელი  ჭკადუა, ადგილობრივი ენის მცოდნე, ვფიქრობ, შესაფერისი იქნება ილორის ეკლესიისათილორში კი როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაშიც სამი წელი გაატარა მამა იოანემ. ილორის ეკლესიის გარდა  იგი პერიოდულად მსახურობდა გაგრისა და სოხუმის ეკლესიებში.
1964 წლის  ათ ბერვალში გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის, სოფელ ბარდუბნის წმინდა დავით და კონსტატინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელო სოლომონ ნუცუბიძე
12-3  საპატრიარქოს უწყებანი N12 21-27მარტი 2013წ გვ.20
დეკანოზი იოანე ჭკადუა 1902-1982 (დასასრული)
ადგილობრივმა მოსახლეობამ და მრევლმა მოითხოვა ახალი მოძღვარი. 1964 წლის 1 ივნისს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით, მამა იოანე დაბრუნდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან და აღნიშნული ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მღვდელი იოანე მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადაიყვანეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1972- 1975 წლებში ამავე ტაძრის წინამძღვარია. 1974 წელს შედგენილ საეკლესიო საბუთებში იგი უკვე დე- კანოზის წოდებით მოიხსენიება. 1976 წლიდან ქაშვეთის ეკლესიის რიგითი მღვდელმსახურია. დეკანოზ იოანეს ვაჟი გახლდათ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის აწგარდაცვლილი წევრი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში გრიგოლ იოანეს ძე ჭკადუა. იგი დაიბადა 1926 წლის 22 მარტს ქ. თბილისში. 1955 წელს დაამთავრა ქ. პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 52 წლის ასაკში, 1978 წლის 13 აგვისტოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი, სახელად გიორგი უწოდა და მარტყოფის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1978 წლის 20 ოქტომბერს სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მეორე დღეს კი არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.


ქ. ქუთაისის სამღვდელოება 1964წ. მარცხნიდან: მღვდელი გიორგი ჟორჟოლიანი, მღვდელი იოანე ჭკადუა, დეკანოზი ნიკოლოზ ბერეკაშვილი, დეკანოზი ტერენტი ობოლაძე. ზის მიტროლიტი ნაუმი (შავიანიძე). უკანა პლანზე  პროტოდიაკონი აპოლონ ბალანჩივაძე. მარჯვნივ მდგომი ორი სასულიერო პირი უცნობია.

1978 წლის 15 დეკემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის კათედრაზე დაადგინა. 1980 წლის 1 ოქტომბრიდან 1984 წლის 14იანვრამდე იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1980 წლის 14 ოქტომბერს მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. 1981 წლის 8 სექტემბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1983 წლის 26 ივნისს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 1984 წლის 14 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარედ დაინიშნა. მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოებული იყო მეორე პანაღიისა და სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. გარდაიცვალა 1992 წლის 7 ოქტომბერს. დასაფლავებულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში, სამხრეთ გალავანში. მხცოვანი დეკანოზი 1982 წელს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ქაშვეთის ეკლესიაში, წესის აგების შემდეგ, გამოსათხოვარ სიტყვაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ასეთი რამ ბრძანა: „მე მიყვარდა მამა იოანეს მორწმუნეობა, ქრისტიანული თავმდაბლობა და მორჩილება. იგი ყოველთვის გვემახსოვრება როგორც კეთილი და კარგი. იგი უხვად დააჯილდოვა ღმერთმა, სიცოცხლეშივე მოესწრო მღვდელმთავარ შვილს...“. თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე) მამა იოანეს შესახებ წერდა: „ღვთივ მიიძინა დეკანოზმა იოანე ჭკადუამ. ნაღვაწი, ნაშრომი, ნაამაგარი, მშობლიური ეკლესიის სალოცავთან სიცოცხლის ბოლო წუთამდე მდგარი, მუდამ მოუსვენარი, მშრომელი, უსაზღვროდ თავმდაბალი, უსაზღვროდ კეთილი, ღიმილიანი. ასეთი დარჩა ჩვენს ხსოვნაში მამა იოანე. ასეთი წარსდგა მისი სული უფლის წინაშე. ცხოვრებისა და ღვაწლის დიდი გზა განვლო მამა იოანემ. თითქმის საუკუნეს მიაღწია. რა არ ნახა, რა არ განიცადა. იგი ეკლესიაში იმ დროს მოვიდა, როცა ჩვენს ტაძრებს ქართული წირვა-ლოცვა ენატრებოდა. ორიოდე სიტყვით, თუნდაც მეტითაც, ვერ შესაძლებელ არს ღვთის სამსახურში განვლილი ცხოვრების წარმოჩენა. და მაინც, ამ ორიოდე სიტყვით მინდა, მადლობა ვუთხრა მამა იოანეს, მის ნათელ სულს, რომ წლების მანძილზე ის ჩვენს შორის ბრძანდებოდა და თავისი ჩუმი, კეთილი გულით, თავისი დიდი შრომისმოყვარეობითა და პატიოსნებით მასზე ბევრად უმრწემესთ, ჩაგვაგონებდა ყველაზე მთავარსა და დიდს   ღვთისა და ადამიანის სიყვარულს. კუკიის სასაფლაოზე, წმინდა ნინოს ეკლესიის მახლობლად დაკრძალეს მამა იოანე. მსუბუქი იყოს მისთვის საქართველოს წმინდა მიწა“.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.11.2025
ბოლო რედაქტირება 13.11.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0