სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11898

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
იოანე (დეკანოზი პეტრე) გიორგის ძე ავალიანი 1782-1858წწ. ეპისკოპოსი დაკრძ. სიონი იოანე (დეკანოზი პეტრე) გიორგის ძე ავალიანი 1782-1858წწ. ეპისკოპოსი დაკრძ. სიონი

1782-1858 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ავალიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

იოანე (დეკანოზი პეტრე) გიორგის ძე ავალიანი 1782-1858წწ. ეპისკოპოსი დაკრძ. სიონი

ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) 1782-1858
ეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში -–- პეტრე გიორგის ძე ავალიანი, 1782 წელს ქ. თბილისში, დეკანოზის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1802-1804 წლებში თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელის მოწაფეა, სადაც შეისწავლა წმინდა წერილი, კატეხიზმო, არითმეტიკა, გრამატიკა ქართულ და რუსულ ენებზე. 1807 წლის 8 თებერვალს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა (ბაგრატიონი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1814 წლის 30 სექტემბერს, ამავე ტაძარში, საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) მღვდლად დაასხა ხელი. 1814 წლის ოქტომბრიდან, სანამ გაიხსნებოდა ოსეთის სასულიერო კომისია, მამა პეტრე იმყოფებოდა ნარის ხეობაში, რომელიც ოსებით იყო დასახლებული და მათ ქრისტეს სარწმუნოებას უქადაგებდა. 1815 წელს გაიხსნა ოსეთის სასულიერო კომისია და მამა პეტრეც ამ კომისიაში დაინიშნა, თუმცა შეთავსებით იგი კვლავ დარჩა სიონის ტაძრის მღლვდელმსახურად. მამა პეტრე ქადაგებდა და მსახურებებს აღავლენდა პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობებში. 1818 წელს ქსნის ხეობაში მოინათლა 99 ოჯახი -- 793 სული, ხოლო 1819 წელს, პატარა ლიახვის ხეობაში 484 ოჯახი -- 3041 სული შემოუერთდა ქრისტეს სამწყსოს. ამ დამსახურებათა გამო, 1818 წლის 8 ნოემბერს მამა პეტრე სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1819 წლის 7 იანვარს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) იგი ქსნის ხეობის ოლქის მთავარხუცესად დანიშნა, სადაც 3 სამრევლო მოქმედებდა. 1820 წლის 3 მაისს ასევე დაევალა დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ოლქების მთავარხუცესობა, სადაც 8 ეკლესია მოქმედებდა. 1819 წლის 2 ნოემბერს მამა პეტრეს ეკლესიაში დამსახურებული და ნაყოფიერი სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1820 წელს თბილისის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. ამავე წელს აირჩიეს სამღვდელო კანდიდატთა გამოსაცდელი კომისიის უშტატო წევრად. 1832 წლის 23 ივნისს იგი ოფიციალურად დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1822 წლის 28 აპრილს, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის დადგენილებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა მცხეთაში, მდინარე მტკვრის მეორე მხარეს, ხიდთან, საეკლესიო სახლების მშენებლობა. მამა პეტრე ამ კომისიაში მეორე წევრად შეიყვანეს. მშენებლობა მიდიოდა მისი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რაშიც მან ხელმძღვანელობის საოცარი უნარი გამოიჩინა. მცირეოდენი ხარჯების გამოყენებით მან წარმატებით დაასრულა ეს საქმე და 1824 წლის 31 იანვარს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა, პირად საქმეში შეტანით. ოსეთის სასულიერო კომისიაში მსახურება ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. იმ პერიოდში მთაში ჯერ კიდევ არ იყო გაყვანილი გზები და არ არსებობდა კომუნიკაციები. სასულიერო პირებს ხშირად კილომეტრების ფეხით გავლა უწევდათ, განსაკუთრებით, რევიზიის დროს, როდესაც ახლად მოქცეული მოსახლეობისა და ეკლესიების აღწერა ხდებოდა. ხშირი იყო სასულიერო პირებზე თავდასხმა და შეურაცხყოფა ჯერ კიდევ წარმართი მოსახლეობისგან. გარდა ამისა, მამა პეტრე თბილისშიც მსახურობდა და დატვირთული სამუშაო რეჟიმი მის ჯანმრთელობაზე აისახა. 1823 წლის 1 ნოემბერს მოძღვარი საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) სწერდა: „აწ განსვენებული ეგზარქოს თეოფილაქტეს მიერ მე დავინიშნე კავკასიის მთებში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად. წლების მანძილზე კეთილსინდისიერად და დაუზარელად ვასრულებდი ჩემზედ დაკისრებულ მოვალეობას და არ დამიშურებია არც ფიზიკური და არც სულიერი ძალები. მთის მკაცრმა კლიმატმა და რთულ პირობებში მსახურებამ ჩემს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ამის გამო ჯეროვნად ვეღარ ვასრულებ მთავარხუცესის მოვალეობას. გთხოვთ, გამათავისუფლოთ ოსეთის სასულიერო კომისიიდან და დამრთოთ ნება, მხოლოდ სიონის საკათედრო ტაძარში გავაგრძელო მსახურება“. იმჟამად საქართველოს ეგზარქოსმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია მამა პეტრეს ოსეთის კომისიიდან წასვლა, რადგან მისი ცოდნა და გამოცდილება საჭირო იყო ამ საქმეში. მას კიდევ წელიწადნახევარი მოუწია იქ მსახურება. 1825 წლის 10 მარტს იგი ეგზარქოსს კვლავ სთხოვს გათავისუფლებას და თანაც არწმუნებს, რომ მან გამონახა ღირსეული შემცვლელი თავის ადგილზე. აი, რას წერდა იგი: „მოვახსენებ თქუენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, რომელთა სამღვდელოთაგან ჩემის საბლაღოჩინოსათა უმეტეს ღირსად და საქმის შემძლებელად ბლაღოჩინობისა ვიცნობ სოჭინის პრიხოდის სამრევლოს მღვდელს იოსებ ბაქრაძეს (ცნობილი ისტორიკოსისა და მეცნიერის, დიმიტრი ბაქრაძის უფროსი ძმა -– გ. მ.), რომელსაცა მივანდობ თქუენის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კეთილ განხილველობასა ზედა". ამჯერად მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და ამა წლის 23 მაისს მან თავის შემცვლელს გადააბარა ეკლესიებისა და იქ დაცული სამკაულების სრული ქონება და აღწერილობა,

14-1  საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11აპრილი 2013წ გვ.19
ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) 1782-1858 (გაგრძელება)
რასაც, თავის მხრივ, 1825 წლის 11 ივნისს წერილობით ადასტურებს მღვდელი იოსებ ბაქრაძეც. 1825 წლის 17 სექტემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა მამა პეტრეს უფროსი ძმა, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი იოსებ ავალიანი (დასაფლავებულია ქაშვეთის ტაძრის ეზოში). 1825 წლის 25 სექტემბერს დეკანოზი პეტრე სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა და დაევალა თბილისის ოლქის მთავარხუცესობა. 1826 წლის ოქტომბრიდან სიონის საეკლესიო ქონების განკარგვაც მის განკარგულებაში გადავიდა. 1826-1834 წლებში მამა პეტრე სამჯერ აირჩიეს თბილისის ზნეობითი სასამართლოს წევრად. 1826 წლის 18 აპრილს იასამნისფერი ხავერდის სკუფია უბოძეს. 1828 წელს სიონის საკათედრო ტაძრის მთავარხუცესად დაინიშნა. 1830 წლის 1 თებერვალს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი მიიღო. 1831 წლის 14 აპრილს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) მამა პეტრე სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის შტატში დანიშნა და ამავე წლის 25 დეკემბერს ენქერით დააჯილდოვა. 1833 წელს საქართველოს მთავარმართებლის, გენერალ-ადიუტანტ ბარონ როზენის ბრძანებითა და უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების თხოვნით, მამა პეტრე ქართველი სამღვდელოების მხრიდან დეპუტატად აირჩიეს იმ კომისიაში, რომელიც ქართლ-კახეთისა და იმერეთის ეპარქიაში ყალბი საბუთების შემქმნელებს იკვლევდა. 1833 წლის 30 აგვისტოს საქართველოს საეგზარქოსოში შეიქმნა ღარიბი სამღვდელოების შვილებისა და ოჯახების სამზრუნველო, რომლის ერთ-ერთ წევრადაც დეკანოზი პეტრე აირჩიეს. 1834 წლის 28 ივლისს რუსეთის წმინდა სინოდმა მიიღო რა მხედველებაში მისი უმწიკვლო და პატიოსანი სამსახური დედაეკლესიის წიაღში, ასევე რუსული ენის საფუძვლიანი ცოდნა, დეკანოზი პეტრე საქართველოიმერეთის სინოდალური კანტორის წევრად დაინიშნა. 1834 წლის 7 სექტემბერს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში, ამავე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერგიმ (ორლოვი) დეკანოზი პეტრე ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა. 1834 წლის 9 სექტემბერს მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში გორის მიტროპოლიტმა სტეფანემ (ჯორჯაძე) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში სამსახური მამა იოანეს საშუალებას არ აძლევდა მუდმივად ეცხოვრა დავით გარეჯის ლავრაში. თუმცა, იგი არ აკლებდა თავის მამობრივ მზრუნველობას იქ მოღვაწე ბერებს. ხშირად ჩადიოდა მონასტერში, ხოლო თუ ამას ვერ ახერხებდა, მონასტრის ხაზინადარს, იღუმენ თეოფანეს (მაჩაბელი), წერილით ატყობინებდა თავის დავალებებსა და ლოცვა-კურთხევას საძმოსადმი. საისტორიო არქივში დაცულია ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც 1841 წლის 16 ივლისით თარიღდება: „ღირსო მამაო თეოფანე! ქრისტეს მიერ საყვარელო “ ძმაო. თქუენის ლოცვით, წმიდისა და ღირსისა დავითის მადლი შემეწია, მშვიდობით მოველ ტფილისში. სხვებრ ვიცი, თქვენს მეცადინეობას არ დააკლებთ მონასტრისათვის. იზრუნებთ საზრდოს შეკრებისათვის. როგორც შეგეძლოსთ, ძმანი ისე მოიხმარეთ. მიხაილს და დიაკონ სიმეონს (შემდგომში მღვდელ-მონაზონი სერაპიონ ლომიძე, 1851 წელს ლეკებმა სხვა ბერებთან ერთად გარეჯის აკლების დროს აწამეს -– გ. მ.) მონასტრის ერთგულებისა და ძმათ სიყვარულისათვის ჩემ მაგიერ განუცხადე, როგორც აქამომდე მორჩილების სახელი და ქება მიუღიათ და პოსლუჟნის წიგნში (ნამსახურებათა წიგნი გ.მ.) შენიშნულნი არიან ჩემგან, ახლა უმეტეს საქებელ ყონ თავნი თვისნი. თვითცა გრძნობენ და უწყიან, რომელ მონაზონის ცხოვნებად მომყვანებელი გზა უპირველესი მორჩილება და ძმათ სიყვარულია. ამასთანავე, მამა გერონტის ვალად დასდევით, თითქმის ჩემგან მოგონება საჭიროც არ არის, სიყრმითგან აქამომდე ღვაწლსა და შრომაში ყოფილა, რასაკვირველია, ახლა მოხუცებულობის ჟამს უმეტესი მეცადინეობა ექმნება სულის ცხოვნებისათვის (საუბარია წმ. მოწამე გერონტი ვაჩნაძეზე, 1851! წელს ლეკებმა აწამეს სხვა ბერებთან ერთად გარეჯის აკლების დროს -– გ. მ.), მანამდისინ ძმანი მოივლიდნენ და საზრდოს შემოიკრებდნენ, ლოცვითა და მარხვით განატაროს დრო მონასტერში. მონაზონის განმამხნობელი, განმაძლიერებელი, განმამტკიცებელი და ყოვლისა სნეულებისა განმდევნელი უპირველესი მარხვა და ლოცვაა „ჭირი ესე არა რათ განვალს, გარნა, მარხვითა და ლოცვითა“. მე ამას სიყვარულით ველაპარაკები მოვალეობისამებრ ჩემისა კიდეც. ამასთანავე, ვიმედოვნებ, მოიგონებს მოციქულთ მოძღვრებას, მხოლოდ ერთს აზრს ნუ მიაჩემებს, რომელიც ფრიად კეთი-

14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11აპრილი 2013წ გვ.20
ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) 1782-1858 (დასასრული)
ლად უწყის „მე არა თუ უფლად უწოდებ თავსა ჩემსა“ და სხვასა და სხვასა ადგილსა ძმათ სიყვარულისათვის და მორჩილებისა ფრიად შუენიერად თქმულ არს. და კუალად, ამასთანავე, ერთი, რომელიც კეთილ საიმედო მსახური გეგულებოდეს მონასტერში, უნდა გაუშვათ, გააფრთხილოთ და დაარიგოთ ყველაზედ თვალი ეჭიროს. თუ გასვლაზედ მომზადებისათვის ქალაქში გზავნიდე ვისმე, კვერთხი გამოატანე, გავაკეთებინებ. დაარიგე, ფრთხილად წამოიღოს, არა გააგდოს რა გზაზედ და თუ ახლა არავის გამოგზავნი, ამისთვის ცალკე საჭირო არ არის, შემდგომში იყოს, როცა გამოგზავნოთ ვინმე. თუმცა სხვაც ბევრი მქონდა მოსაწერი, მაგრამ წუხელის ექსარხოსმა მიბრძანა, ადრე მოდიო, ამ მიზეზით ვეღარ მოვასწარ. სხვებრ დავშთები თქვენის ღირსების  მორჩილი მოსამსახურე, არქიმანდრიტი იოანე". 1840 წლის 29 აპრილს არქიმანდრიტი იოანე წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1841 წელს საქართველოს საეკლესიო გუჯარებისა და საბუთების, საეკლესიო გლეხებისა და ქონების გადასინჯვის კომისიის წევრად აირჩიეს. 1842 წლის 23 მაისს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1844 წლის 12 აპრილს წმინდა ვლადიმერის სახელობის III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1852 წლის 13 აპრილს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტ იოანეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხელდასხმის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ისიდორემ (ნიკოლსკი), იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელმა) და აფხაზეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი). ეპისკოპოსი იოანე გორის ეპარქიის მმართველად და ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. მასვე ჩააბარეს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრობაც. ეპისკოპოსი იოანე 1858 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში. ცნობილი ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანი 1858 წლის 13 აპრილს დიმიტრი ჯორჯაძეს სწერდა: „საბრალო ჩვენი ვიკარი იოანე დავმარხეთ სიონში“ (წერილები, ტ. II, 361). 1858 წელს რუსული გაზეთი „კავკაზი“ თავის ფურცლებზე წერდა

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.11.2025
ბოლო რედაქტირება 13.11.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0