მარცხნიდან მღვდელი ექვთიმე და მღვდელი ერმალოზ კალანდარიშვილები. 1911წ
მღვდელი ერმალოზ სვიმონის ძე კალანდარიშვილი გურიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ეს გვარი სოფელ მაკვანეთში სასულიერო პირთათვის მემკვიდრეობითად მიიჩნეოდა. თუმცა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის ნახევარში მამა ერმალოზის წინაპრები ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურნი იყვნენ. საეკლესიო საბუთებიდან ვგებულობთ, რომ ერმალოზის ბაბუა, მღვდელი თეოდორე 1767 წელს გურიის სამთავროში, საბატონო აზნაურის ოჯახში დაბადებულა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. საეკლესიო განათლება ნიგოითის ეკლესიის წინამძღვართან, მღვდელ მახარებელთან მიიღო. 1785 წელს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (თაყაიშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1790 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ნიგოითის ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინა. 1839 წელს უკვე დაქვრივებული იყო. ჰყავდა სამი ვაჟი: ადამი (დაბ. 1791 წელს), მღვდელი სიმონი (დაბ. 1806 წელს) და ენუქი (დაბ. 1809 წელს). ამ სამი ვაჟიდან სასულიერო გზა გააგრძელა სვიმონმა, რომელმაც სასულიერო განათლება თავის მამასთან მიილო. 1824 წლის აპრილში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა და ნიგოითის ეკლესიაში დაადგინა. XIX საუკუნის 40-იან წლებში მღვდლად ეკურთხა. თავის მხრივ, მოძღვრის ტკბილი უღელი მისმა შვილებმა -– ექვთიმემ და ერმალოზმა გააგრძელეს. მამა სვიმონის უფროსი ვაჟი - მღვდელი ექვთიმე 1831 წელს დაიბადა. გაიარა გურიის სამწლიანი სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კი თავის მამასთან ისწავლა. 1857 წლის 30 მარტს გურიის ეპისკოპოსმა იოანემ (იოსელიანი) დიაკვნად აკურთხა და ნიგოითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1858 წლის 13 სექტემბერს ეპისკოპოსმა იოანემ მღვდლად დაასხა ხელი და ნიგოითის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1861 წლის 13 ნოემბერს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) ქვიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანა. 1871 წლის 5 სექტემბერს მამა ექვთიმე ნიგოითის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1875 წლის 19 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1878 წლის 22 ოქტომბერს ლანჩხუთის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1879 წლის 7 ნოემბერს ხელახლა აირჩიეს მთავარხუცესად. 1881 წლის 12 აპრილს სკუფია უბოძეს. 1888 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1892 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1894 წლის მაისში მამა ექვთიმე აკეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1899 წლის 15 მაისს სამკერდე ოქრის ჯვარი მიიღო. 1904 წლის აღდგომას წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1905 წლის 4 იანვარს მოხუცებულობის გამო გადადგა შტატიდან და გავიდა პენსიაზე. მამა ექვთიმეს ჰყავდა მეუღლე -–- პელაგია ზურაბის ასული (დაბ. 1838წ.) და შვილები: მატრონა, დიმიტრი, თეონა, ნინო, ნადეჟდა და სვიმონი. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მოხუცმა მოძღვარმა თბილისში, თავის შვილებთან გაატარა. ცხოვრობდა გუნიბის ქუჩაზე, 61-ე სახლში. გარდაიცვალა 1915 წლის 8 ივნისს. იგი 12 ივნისს ვერის წმინდა
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 23-29მაისი 2013წ გვ.18
მღვდელი ერმალოზ კალანდარიშვილი 1857-1926 (გაგრძელება)
ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მიასვენეს, სადაც შესრულდა წირვა და წესი ანდერძისა. წირვის შემდეგ მისი ცხედარი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1915 წელს გაზეთ „თანამედროვე აზრის“ ივნისის ერთ-ერთ ნომერში ვინმე აპოლონ წულაძე მამა ექვთიმეს გარდაცვალებას პატარა წერილით გამოეხმაურა: „ბუნებრივია მოხუცის გარდაცვალება, მაგრამ როცა არა ბუნებრივი, იშვიათი და კეთილშობილი მოხუცი მეგობრებს გამოეთიშება, არ შეიძლება იშვიათი მწუხარება არ განიცადო. მამა ექვთიმე იშვიათი პიროვნება იყო, ძველი ტიპის მღვდელი მოძღვარი ტრადიციული რწმენის, სრულებით არ გავდა ახლანდელ „სასყიდლით დადგინებულ“ მოხელე მღვდლებს. მისი სათნოიანი გული ჩაგრულთა სიყვარულით ძგერდა. ის არ იყო რეაქციონერი და ფანატიკოსი, მოხუცი ახალგაზრდული გატაცებით შეხაროდა ყოველივე ახალს და ბეჩავი ხალხის სასარგებლოდ მოქმედებდა. ხალხში სამოქმედოთ გაფანტულ მოციქულებს, იმ მოციქულებს, რომელთა მოღვაწეობა მღვდლებისა და მათი დამქაშების წინააღმდეგ იყო მიმართული, მამა ექვთიმე გატაცებით ეხმარებოდა. და რაც იშვიათია, ეხმარებოდა უსარჩულოდ, ის არ კითხულობდა მათ ვინაობას, ის არ უფრთხოდა ამქვეყნიერ სასჯელს. ბევრჯელ საფრთხეში აგდებდა თავის წოდებას და პირად ბედნიერებას, მაგრამ ამაზე არ წუხდა. ის არ იყო ენით ოქროპირი, მაგრამ ის საქმით ოქრო იყო. მისი მარჯვენა ფიზიკური შრომით იყო დაკორძებული და მე, როგორც ერთი მისი ღრმად პატივისმცემელი, მუხლს ვიდრეკ და უკანასკნელად ვეამბორები ამ შეუბღალავ მარჯვენას“. მამა სვიმონის უმცროსი ვაჟი მღვდელი ერმალოზი 1857 წელს დაიბადა. ისწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ორი წელი. 1889 წლის 5 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი ჭაბუკთ-ჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1892 წლის 28 თებერვალს ეპისკოპოსმა გრიგოლმა დიაკვნად აკურთხა და მონასტრის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1894 წლის 16 ოქტომბერს მეუფე გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და მაკვანეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1897 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა, 1898-1907 წლებში მამა ერმალოზი იყო იმ კომისიის თავჯდომარე, რომელმაც ააშენა მაკვანეთის ახალი ქვის ეკლესია. ამ ეკლესიის აშენებაზე მამა ერმალოზმა ათასი მანეთი შეაგროვა. 1902 წლის 11 ივნისს სკუფია უბოძეს. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1911 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1915 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მამა ერმალოზს ცოლად ჰყავდა სოფელ ბახვში მცხოვრები მღვდლის ნიკოლოზ ჩხაიძის ქალიშვილი ოლინკა (ოლღა, დაბ. 1877წ.), რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა: ვაჟიშვილები კაკი, ზაქარია და ქალიშვილები -- ელენე, ტატიანა და ევდოკია. 1917 წელს ქუთაისში მოულოდნელად გარდაიცვალა ერმალოზის უმცროსი ძმა დიომიდე, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილი 7 წლის ერმალოზი და 3 წლის ბაბუცა გასაზრდელად თავისთან წამოიყვანა სოფელ მაკვანეთში; ბავშვების დედა მალევე გათხოვდა და ობლების გაზრდა მამინაცვალმა არ მოისურვა. გარდაცვალებამდე დიომიდე 1904-1917 წლებში ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს მდივნის თანაშემწედ მუშაობდა. მამა ერმალოზს სურდა თავისი უფროსი ვაჟი აკაკი სასულიერო პირი გამხდარიყო და ვინაიდან სოფელ მაკვანეთში იმხანად მხოლოდ დაწყებითი განათლების მიღება იყო შესაძლებელი, ის ოზურგეთის ოთხწლიან სასულიერო სასწავლებელში მიაბარა სასწავლებლად. იმ პერიოდში ამავე სასწავლებელში მოღვაწეობდა გამოჩენილი ლოტბარი და საზოგადო მოღვაწე წმინდა ფილიმონ ქორიძე. აკაკიმ, მამის სურვილის საპირისმა პიროდ, სასულიერო სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში წავიდა და ერთ-ერთი კადეტთა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. მამა ერმალოზის მეორე ვაჟი ზაქარია სოფელ მაკვანეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში სწავლობდა მომავალში გამოჩენილ მეცნიერთან და ისტორიკოსთან, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიასთან ერთად. სკოლის კედლებში დაწყებული მათი მეგობრობა შემდგომშიც გაგრძელდა. შემდგომში ზა-
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 23-29მაისი 2013წ გვ.19
მღვდელი ერმალოზ კალანდარიშვილი 1857-1926 (გაგრძელება)
ქარიამ დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და 30-იან წლებში მუშაობდა სააფთიაქო სამმართველოს თბილისის ერთ-ერთი აფთიაქისა და ოზურგეთის სანჰიგიენურ მაღაზიათა გამგედ. მანვე დაარსა პირველი აფთიაქი სოფელ მაკვანეთში. იგი გარდაიცვალა 1946 წელს, თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად და დაიკრძალა მაკვანეთის ეკლესიის შენობის შესასვლელ კიბეებთან. ამჟამად მისი საფლავი დაკარგულია. მამა ერმალოზის ქალიშვილებიდან ორნი ელენე და ტატიანა იყვნენ გათხოვილნი. ელენემ დაამთავრა ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი და პენსიაში გასვლამდე რუსული ენის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. მისი მეუღლე იყო სვიმონ ცხომელიძე. ტატიანამ დაამთავრა ფოთის ქალთა სასწავლებელი. მამის გარდაცვალების შემდეგ გათხოვდა ბახველ შალვა ესეს ძე ანდღულაძეზე. მუშაობდა ფარმაცევტად თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში. ტატიანა ახალგაზრდულ ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა სოფელ ბახვში, სავარაუდოდ, მორი– ელის ნაკბენის შედეგად. მამა ერმალოზის უმცროსმა ქალიშვილმა ევდოკიამ სოფელ მაკვანეთის სამრევლო–-საეკლესიო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის ქალთა სასწავლებელში, ხოლო შემდეგ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი. იგი, როგორც ბიოლოგი, მუშაობდა თბილისის მარცვლეულის დამამზადებელი კომბინატის ლაბორატორიაში; დაქორწინებული არ იყო და პენსიაში გასვლამდე ზრდიდა თავისი ძმის ზაქარიას ადრედაობლებულ ერთადერთ ქალიშვილს. ევდოკია პენსიაში გასვლის შემდეგ დაბრუნდა მაკვანეთში, რათა ყველასგან მიტოვებული მამაპაპისეული კერა არ გაეცივებინა და გარდაცვალებამდე უერთგულა კიდეც მას. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ახალი ხელისუფლების განწყობა რადიკალურად შეიცვალა ეკლესიისა და მის მსახურთა მიმართ. მათი აგრესია გამოიხატებოდა ღვთისმსახურათა და მრევლის წევრთა დევნაში, შანტაჟსა და დასმენებში, ხოლო შედგომში იერიში მიიტანეს საკუთრივ ეკლესიაზე. შევიწროებულმა მამა ერმალოზმა, რომელიც სოფლის მოსახლეობაში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა განცვიფრებული იყო სოფლის ახალგაზრდა მკვიდრთა საქციელით. კომუნისტური იდეოლოგიით მოწამლულნი არ ერიდებოდნენ ეკლესიისა და ღმერთის შეურაცხყოფას. შეშინებულმა მოძღვარმა, რათა მოძალადეებს არ გაენადგურებინათ საეკლესიო სიწმინდეები მოახერხა და ეკლესიის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში საგულდაგულოდ გადაემალა ყველაფერი, მათ შორის დიდი ვერცხლის ჯვარი და 1911 წლით დათარიღებული წმინდა ანას III ხარისხის ორდენი, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიერ ხელმოწერილი სიგელითურთ. მამა ერმალოზი უშიშრად აღასრულებდა ღვთისმსახურებას ეკლესიასა და მრევლში, რადგან მაკვანეთის ეკლესია თავდაპირველად გადაურჩა დაკეტვას. ასრულებდა საეკლესიო წესებს, ქადაგებდა და შემცირებულ მრევლს სიმტკიცისა და ღვთის სიყვარულისკენ მოუწოდებდა. ამ საქმეში მას გვერდში ედგა ბიძაშვილი, მონაზონი თეკლე (კალანდარიშვილი).
მონაზონი თეკლე კალანდარიშვილი;
1926 წლის 5 იანვარს მღვდელი ერმალოზი უეცრად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი იყო კბილის ამოღება, რამაც გამოიწვია სისხლდენა და, სამწუხაროდ, სოფლის პირობებში ვეღარ მოხერხდა მოძღვრის სათანადო მკურნალობა. 13 თებერვალს, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, მაკვანეთის ეკლესიაში.
საპატრიარქოს უწყებანი N19 16-22მაისი 2013წ გვ.20
მღვდელი ერმალოზ კალანდარიშვილი 1857-1926 (დასასრული)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N20 23-29მაისი 2013წ გვ.17
შესრულდა წირვა და პანაშვიდი მისი სულის მოსახსენებლად. მამა ერმალოზი დაკრძალულია მაკვანეთის ძველი ეკლესიის შესასვლელში, კარიბჭის მახლობლად. ამჟამად მათი და ოჯახის სხვა წევრთა საფლავების კვალიც კი წაშლილია. მამა ერმალოზის გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი ძალებით შეუტია ეკლესიას. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ამ სოფლის მკვიდრნი, მამა-შვილი არტემ და ნესტორ „ცელაძეები, რომელთა ქმედებაც სამარცხვინო ლაქად დააჩნდება მთელ მათ საგვარეულოს. კერძოდ, 1926 წლის ზამთარში, გვიან ღამით, მათ მალულად მოტეხეს ჯვრები ტაძრის შენობის გუმბათიდან და ეკლესიის სამრეკლოდან. ამ ფაქტიდან ძალიან მალე სოფლის ხელისუფლებამ ეკლესიას გამოუტანა მორიგი განაჩენი, რომელიც „ყოჩაღმა“ კომკავშირლებმა „ფრიადზე“ განახორციელეს, კერძოდ, ეკლესიის მთავარი შესასვლელი კარიბჭე ფიცრებით აჭედეს, რომ მღვდელმსახურება აღარ ჩატარებულიყო. გუმბათის ჯვრის გარეშე დარჩენილი ეკლესიის შენობა წლების განმავლობაში სრულიად დაუცველი აღმოჩნდა ატმოსფერული ნალექების მიმართ. გუმბათიდან და შეუკეთებელი სახურავიდან ჩაჟონილმა წყალმა და მუდმივმა სინესტემ საგრძნობლად დააზიანა და დაბზარა ეკლესიის ძირითადი ნაგებობის კედლები. ასევე დაზიანდა სამრეკლოს კედლებიც. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი უქმად დგომის შემდეგ, მთლიანად ხავსმოკიდებული და ეკალ-ბარდებში გახვეული ეკლესიის შენობა, რომელიც თავის დროზე თლილი ქვებისაგან იყო აგებული, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მთლიანად ჩამოინგრა და ჩამოიშალა. ამის შემდეგ, ათეისტურად აღზრდილმა სოფლის მოსახლეობამ ძირს დაყრილი ეკლესიის ქვების ნელ–ნელა საკუთარ სახლებში წაღებასაც მიჰყო ხელი, რადგანაც მათი განმკითხავი აღარავინ იყო. მაკვანეთის ეკლესიის ირგვლივ გარშემორტყმულ ძველ სასაფლაოზე გასული საუკუნის 60-იან წლებამდე, ინერციით ჯერ კიდევ ხდებოდა სოფელ მაკვანეთის მკვიდრთა დასაფლავება. ეს პროცესი თავისთავად შეწყდა მას შემდეგ, რაც სოფლის ახალი სასაფლაო გაიჭრა ერთ დაუსახლებელ და უკაცრიელ გორაკზე. თითქოს სიმბოლურია, როდესაც მამა ერმალოზის უმცროსი ქალიშვილი ევდოკია, რომელიც 1984 წელს გარდაიცვალა ძველი ეკლესიის ნანგრევებთან ახლოს დაიკრძალა, ამ დროიდან მოყოლებეული კვლავ განახლდა და დღემდე გრძელდება დაკრძალვები სოფლის უძველეს სასაფლაოზე. ამჟამად ძველი ეკლესიის გვერდით, ძალიან ახლოს, ადგილობრივ შეძლებულ ქტიტორთა თაოსნობითა და შეწევნით აშენდა სოფელ მაკვანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი. განახლდა საეკლესიო ცხოვრება, გაჩნდა მრევლი და გაჩნდა იმის იმედიც, რომ აღარასოდეს განმეორდება ის კოშმარული პერიოდი, რომელიც თავს გადახდა გასაბჭოების პერიოდში სოფელ მაკვანეთის ეკლესიის უკანასკნელ მოძღვარს, მამა ერმალოზ კალანდარიშვილს. ინფორმაციის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა ერმალოზის შთამომავალს, ბატონ ჯიმშერ ქერქაძეს.