სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
6.6 როსტომი 1590 -1604 წწ. იმერეთის მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

6.6 როსტომი 1590 -1604 წწ. იმერეთის მეფე

როსტომი (გ. 1605) — იმერეთის მეფე 1590-1604კონსტანტინე ბატონიშვილის ძე. გამეფდა ოდიშის მთავრის მამია IV დადიანისა და იმერელ თავადთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით. იმავე წელს გიორგი II გურიელმა როსტომი ოსმალთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო და ბაგრატ თეიმურაზის ძე ბატონიშვილი გაამეფა. როსტომი მანუჩარ I დადიანთანგაიქცა. მალე როსტომმა დადიანის დახმარებით ტახტი დაიბრუნა. იმერეთის საქმეებში ჩაერია ქართლის მეფე სიმონ I, რომელსაც იმერეთის შეერთება ჰქონდა გადაწყვეტილი. ოფშკვითის ბრძოლაში (1590) გამარჯვების შემდეგ როსტომმა საბოლოოდ შემოიმტკიცა ტახტი და სიმონს I-ს მოურიგდა.

ამ ფაქტის გამო სიმონ I ქართლის მეფე კვლავ შემოვიდა იმერეთში, დაატყვევა ბაგრატი, ქუთაისი აიღო, ,,შეაყენნა გუშაგნი თვისნი (ვახუშტი) და ქართლში დაბრუნდა. როსტომი სამეგრელოში გადაიხვეწა, სადაც გარდაცვლილი მამია დადიანის ძმა – მანუჩარი მთავრობდა (1590-1611). მანუჩარმა ილაშქრა იმერეთში და როსტომს ტახტი დაუბრუნა. განრისხებული სიმონი იმავე წელს დიდი ლაშქრით შევიდა იმერეთში, აიღო მრავალი ციხე-ქალაქი: სკანდაკაცხისვერიქუთაისი და შიგ გარნიზონები ჩააყენა. ამის შემდეგ ქართლის მეფე კვლავ ოდიშში გაქცეულ როსტომს დაედევნა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა, ტახტის სხვა რეალური კანდიდატი კი არ ჩანდა, ამიტომ მისი შეპყრობით სიმონი იმერეთის შემოერთების საკითხსაც გადაწყვეტდა. მოწინააღმდეგე მხარეებმა სოფ. ოფშკვითთან დასცეს კარვები. ის თავადები, რომლებიც ადრე დადიანის გაძლიერების შიშით სიმონს ემხრობოდნენ, ახლა სიმონის გამარჯვებისა და მათი უფლებების დასუსტების შიშით ზოგი ბრძოლამდე, ზოგიც ბრძოლისას განუდგა ქართლის მეფეს. მათგან განწირული სიმონი დამარცხდა, იმერეთის სამეფო გვირგვინი კი ისევ როსტომმა დაიდგა (1590). ამიერიდან იგი სამეფო ხელისუფლების გაძლიერებაზე ზრუნავს: 1597 წ. დაუმოყვრდა ათაბაგს და მის ასულ თინათინზე იქორწინა. 1601 წელს როსტომმა დვალეთსა და ოსეთზეც ილაშქრა.

ამ ამბების შემდეგ სამეფოში ოდიშის პოლიტიკური უპირატესობა აშკარა გახდა, მიუხედავად იმისა, რომ შარვაშიძეები ოდიშისაგან გამოყოფას ცდილობდნენ. იმერეთის მეფე ფაქტობრივად აღიარებდა სამთავროების დამოუკიდებლობას, თუმცა იურიდიულად მათ თავის ვასალებად მიიჩნევდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0