სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
6.11 ალექსანდრე IV 1683 - 1695 წწ. იმერეთის მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

6.11 ალექსანდრე IV 1683 - 1695 წწ. იმერეთის მეფე

ალექსანდრე IV (გ. 1695), იმერეთის მეფე 1683-16901691-1695ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი.

1681 წელს, როდესაც ბაგრატ IV გარდაიცვალა, ალექსანდრე IV ქართლის მეფე გიორგი XI-ის კარზე იმყოფებოდა. ამით ისარგებლა გიორგი გურიელმა და იმერეთის ტახტი მიიტაცა. იმერეთის დიდებულთა და გიორგი XI-ის შუამდგომლობით ოსმალეთის სულთანმა იმერეთის ტახტი ალექსანდრე IV-ს უბოძა და იგი ახალციხის ფაშის დახმარებით ტახტზე ავიდა. პოლიტიკური მიზნით მან თავისი და დარეჯანი მიათხოვა პაატა აბაშიძეს, რომლის გავლენას მთელი ზემო იმერეთი ემორჩილებოდა. 1684 წელს როკითის ბრძოლაში ალექსანდრე IV-მ დაამარცხა გურიელი და მისი მომხრეები - გიორგი ლიპარტიანი, შოშიტა II რაჭის ერისთავი, ბეჟან ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძენი. 1689 წელს, როდესაც გიორგი XI ირანს აუჯანყდა, ალექსანდრე IV-მ შაჰთან დაამყარა ურთიერთობა, რაც ოსმალეთის ვასალობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამის გამო სულთანმა მას მეფობა ჩამოართვა (1690 წლის აგვისტო). ალექსანდრე IV ქართლში გადავიდა და გორს დადგა. ქართლში ახლად გამეფებული ერეკლე I-ის მეცადინეობით ირანის შაჰმა ოსმალეთის სულთანთან იშუამდგომლა და 1691 წელს ალექსანდრე IV იმერეთის ტახტზე აღადგინეს.

ალექსანდრე IV-ის მეფობის დროს გაძლიერდა ფეოდალური ანარქია, გახშირდა ტყვეებით ვაჭრობა, მორალურად დაქვეითდა არისტოკრატია. 1695 წელს ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო მისივე სიმამრის გიორგი აბაშიძის თაოსნობით. შეთქმულებმა ალექსანდრე IV შეიპყრეს და გიორგი XI-ს გადასცეს, რომლის ბრძანებით იგი რუისში მოკლეს და იქვე ეკლესიაში დამარხეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0