Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
6.12  სიმონი  1698 -1701 წწ იმერეთის მეფე

1050      

6.12 სიმონი 1698 -1701 წწ იმერეთის მეფე

სიმონი (გ. 1701), იმერეთის მეფე 1698-1701ალექსანდრე IV-ის უკანონო შვილი, იზრდებოდა ქართლის მეფის ერეკლე I-ის კარზე, იმერეთის სამეფო ტახტზე კი ვახტანგ V-ის ძე არჩილ II იჯდა. ეს ოსმალეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ახალციხის ფაშამ გააძევა და იმერეთში სიმონი გაამეფა. ამ პერიოდის იმერეთში ფეოდალური ანარქიის შედეგად პირველობდა თავადი გიორგი აბაშიძე, რომელმაც სიმონს თავისი ასული ანიკა მიათხოვა ცოლად. გიორგი აბაშიძემ და მისმა მეორე ასულმა თამარმა (ალექსანდრე IV-ის ქვრივმა) სიმონი აიძულეს ქართლში გაქცეულიყო. სიმონი ისევ ერეკლე I-ს შეეკედლა. მამია III გურიელის ინიციატივით ახალციხის ფაშამ სიმონი ისევ მეფედ დასვა და ცოლად მამიას და შერთეს. სიმონისა და გურიელის გათიშვის მიზნით აბაშიძემ გურიელს მეფობა აღუთქვა: 1701 წელს სიმონი მოკლეს და იმერეთში მამია III გურიელი გაამეფეს.