სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
თევდორე ახვერდაშვილი იასეს ძე(1773-1820)წწ გენერალ მაიორი

1773-1820 წწ. გარდ. 47 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ახვერდაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

თევდორე ახვერდაშვილი იასეს ძე(1773-1820)წწ გენერალ მაიორი

თედორე ესაიას ძე ახვერდოვითევდორე ახვერდაშვილი (რუს. Фёдор Исаевич Ахвердов) (დ. 1773 — გ. 1820), რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი, წარმოშობით ქართველი. კავკასიის ომის მონაწილე.


დაიბადა 1773 წელს ქართველი აზნაურის, სეკუნდ–მაიორ ესაია ვასილის ძე ახვერდაშვილის ოჯახში. ახვერდოვის ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს რუსული ბიოგრაფიული ლექსიკონი[1], რუსეთის თავად–აზნაურთა გენეალოგიური წიგნები (ბობრინსკის[2] და სხვ.), მ. გოგიტიძე[3]; მიუხედავად ამისა, სომეხმა მეცნიერმა გ. ავეტისიანმა იგი სომეხი გენერლების სიაში შეიყვანა[4].


1788 წელს ჩააბარა საარტილერიო კადეტთა კორპუსში. 1791 წელს შტიკ–იუნკერი (იუნკერის წოდება საარტილერიო და საინჟინრო ჯარებში) გახდა. ხოლო 1793 წელს გახდა აუდიტორი (რევოლუციამდელ რუსეთში სამხედრო იურისტის წოდება) და კანონიერთა (გერმ. Kanonier; არტილერისტი, სიტყვ. მეზარბაზენე) I პოლკში ჩაირიცხა. იმავე წელს ახვერდოვი გადაყვანილ იქნა გენერალ პ. ზუბოვის შტაბში ფლიგელ–ადიუტანტად. 1796 წელს აყვანილ იქნა კანონიერთა I პოლკის კაპიტნის რანგში; 1797 წელს დაინიშნა საარტილერიო ბატალიონში (მე–5 საარტილერიო პოლკი); 1798 წელს აყვანილ იქნა ვიცე–პოლკოვნიკის (ვიცე-პოლკოვნიკი) რანგში; 1799 წელს – პოკოვნიკის; 1800 წელს განაწილდა საპონტონე როტაში; 1803 წელს გადაყვანილ იქნა მე–9 საარტიელერიო ბატალიონში; 1806 წელს – მე–4 საარტილერიო პოლკში, ხოლო მისი დაშლის შემდეგ, 1806 წელსვე მე–9 საარტილერიო ბატალიონის ბრიგადის მეთაურად გადავიდა.


1807 წელს ახვერდოვი დაინიშნა საქართველოს მმართველად; 1808 წელს აყვანილ იქნა გენერალ–მაიორის რანგში; 1811 წელს გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან და ჩაირიცხა არტილერიაში; 1812 წლიდან კავკასიაში მოქმედი მე-19 ქვეითი დივიზიის მეთაურია; მივლინებულ იყო თურქეთში სამშვიდობო ტრაქტატის დასადებად. 1816 წლიდან იყო ცალკე ქართული კორპუსის არტილერიის უფროსი მეთაური.

ხვერდოვი მონაწილეობდა:





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 2



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0