სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
6.13 გიორგი VI(მცირე) 1703 -1720 წწ. (მონაცვლეობით) იმერეთის მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

6.13 გიორგი VI(მცირე) 1703 -1720 წწ. (მონაცვლეობით) იმერეთის მეფე

გიორგი VI (გ. მარტი1720) — იმერეთის მეფე 1703–17111712–17131714–17161719–1720ალექსანდრე IV-ის ძე. 1703 წელს ოსმალთა დახმარებით გამეფდა, მაგრამ იმერეთს ფაქტობრივად გიორგი-მალაქია აბაშიძე განაგებდა, რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ტრადიციით გიორგი V-დ ითვლება. გიორგი VI-ს მხარს უჭერდა ქართლის სამეფო სახლი და იმერელ ფეოდალთა დიდი ნაწილი. 1707 წელს გიორგი VI-მ დაამარცხა აბაშიძე და მეფობა დროებით განიმტკიცა. 1711 ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა გიორგი VI გადააყენა და მამია III გურიელიგაამეფა. გიორგი VI ჯერ ქართლში გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილთან (ვახტანგ VI), ხოლო მერე ახალციხეში ფაშისთვის დახმარების სათხოვნელად. 1712 წელს ჩხარის ბრძოლაში გიორგი VI-მ დაამარცხა მამია III გურიელი და კვლავ დაიკავა ტახტი, მაგრამ ურჩმა ფეოდალებმა 1713 წელს ისევ მამია გურიელი გაამეფეს. გურიელი მალე გარდაიცვალა (1714) და იგი მისმა შვილმა გიორგი გურიელმა შეცვალა. 1714 წელს ოსმალთა დახმარებით გიორგი VI-მ ისევ დაიბრუნა ტახტი, მაგრამ 1716 ბეჟან დადიანმა და სხვა თავადებმა ახალციხის ფაშას დახმარებით სიმონეთის ბრძოლაში დაამარცხეს გიორგი VI და იძულებული გახდა ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი სტამბოლში წასულიყო. 1719წელს ოსმალთა დახმარებით გიორგი VI კვლავ გამეფდა. ბეჟან დადიანის, შოშიტა III რაჭის ერისთავისა და ზურაბ აბაშიძის წაქეზებით სიმონ აბაშიძემ გიორგი VI ვერაგულად მოაკვლევინა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0