ანჯაფარიძე, მიხეილ ავქსენტის ძე (1860-1921)
მიხეილ ანჯაფარიძე - გენერალ-მაიორი, მსახურობდა კავკასიის ოლქის ჯარებში, შავიზღვის 145-ე ქვეითთა პოლკის შტაბის უფროსის ადიუტანტი (1906), მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში, 1921 წლიდან წავიდა ემიგრაციაში
ნჯაფარიძეთა საგვარეულო ერთ- ერთი უძველესი მეგრული ფეოდალური წარმომავლობის საგვარეულოა, რაზეც თავი რომ დავანებოთ საისტორიო დოკუმენტებს, ამ გვარსახელის ქართული სახეც უთითებს. როგორც ვიცით - ძე საგვაროვნო ფორმიანი მეგრული გვარები საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების ხანაში წარმოშობილი გვარებია. ყველა კუთხის ფეოდალი თავს ქართველად (ანუ იმდროინდელი გაგებით ქართლელად) თვლიდა და ამიტომ თავის გვარს ძე-ს) დაურთავდა.
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107134