სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10496

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბადრი ანჯაფარიძე 1961-93წწ. გარდ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. შრომა სოხუმი აფხაზეთი ბადრი ანჯაფარიძე 1961-93წწ. გარდ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. შრომა სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ანჯაფარიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

ბადრი ანჯაფარიძე 1961-93წწ. გარდ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. შრომა სოხუმი აფხაზეთი

ბადრი ანჯაფარიძე დაიბადა 1961 წლის 30 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში.


ბადრი სწავლობდა ჯერ შრომის, ხოლო შემდეგ ქ. სოხუმის მე-11 საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატში. სავალდებულო სამხედრო სამსახური ამურის ოლქში მოიხადა, ტანკისტი იყო. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაირიცხა სოხუმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1987 წელს მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიაში, პირველი საშუალო სკოლის მასწავლებლად.
1990 წელს ბადრი ანჯაფარიძე მცირე საწარმოს ხელმძღვანელობდა.
ბადრის ნაღვლიანი, განაწამები დღეები დაუდგა. ერთადერთი ულამაზესი და - მანანა სამუდამოდ მიაბარა მიწას. მის სათაყვანო აფხაზეთს ქარცეცხლიანი დღეები გაუთენდა.

ბადრი ანჯაფარიძე მოხალისედ წავიდა საბრძოლველად. 1992 წელს იბრძოდა ,,შრომის მოხალისეთა ჯგუფში.
ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა. 1993 წელს გადმოვიდა ქ. სოხუმის კომენდატურაში.
1993 წლის ივლისი საბედისწერო გამოდგა ბადრისთვის. 4 ივლისს მტრის გააფთრებული შემოტევის დროს 9-კაციანი ჯგუფი გმირულად დაეცა.
დასაფლავებულია გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში.
მსუბუქი იყოს მიწა, სადაც შენ განისვენებ, ბადრი!
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.04.2021
ბოლო რედაქტირება 04.02.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0