სულ ვიზიტორი : 589856554
განთავსებული სტატია : 8646

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
6.14   ალექსანდრე V (1703-1752) 1720 -1752 წწ იმერეთის მეფე 6.14   ალექსანდრე V (1703-1752) 1720 -1752 წწ იმერეთის მეფე 6.14   ალექსანდრე V (1703-1752) 1720 -1752 წწ იმერეთის მეფე

1420       ბეჭდვა

6.14 ალექსანდრე V (1703-1752) 1720 -1752 წწ იმერეთის მეფე

ალექსანდრე V (დ. დაახლოებით 1703/1704 — გ. მარტი1752) — იმერეთის მეფე 1720-17411741–17461749–1752. მის დროს გაძლიერდა ოსმალეთის აგრესია. მეფის ხელისუფლება გამუდმებული შინაფეოდალური ომებით დასუსტებული იყო. 1721-1728 წლებში სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი განაგებდა. 1732წელს ალექსანდრე V-მ ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა დამყარდა.

ალექსანდრე V რუსეთთან დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას 1720-1730 წლებში ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ (1736 წლის 16 ივნისი), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. 1738 წელს ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ (1739). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. 1741 წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1743 წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა დამყარდა. 1746 წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. 1749 წელს ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.

ალექსანდრე V-მ ააგო ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.

XVIII საუკუნის დასაწყისში იმერეთს ალექსანდრე V (1720-1752) მართავდა. მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა ქვეყანა ოსმალეთისგან დაეხსნა, მაინც ვერ

შეძლო და სამეფო ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოსმალები იმერეთში ისე მოძლიერდნენ, რომ იმერეთის მეფე ქუთაისის ციხესაც კი ვეღარ აკონტროლებდა. მეფეს ოსმალების გარდა მრავლად შინაური მტრებიც. ისინი გამუდმებით ცდილობდნენ მისი ძალაუფლების შესუსტებას და რა თქმა უნდა, ამით

ქვეყანასაც ცუდ მდგომარეობაში აგდებდნენ. ალექსანდრე მეფე რამდენჯერმე ტახტიდანაც კი ჩამოაგდეს, ყოველივე ეს კიდევ უფრო ამძიმებდა ქვეყნის

მდგომარეობას. ალექსანდრე მეფე, როგორც ვახტანგ VI-ის კარზე აღზრდილი, მის პოლიტიკას იზიარებდა და ქვეყნის გაძლიერებისათვის იბრძოდა, მაგრამ იძულებული იყო ორმაგი პოლიტიკა გაეტარებინა: თურქეთისათვის ეამებინა, რათა მეფობა არ დაეკარგა და იმავე დროს გაეზარებინა ქართლის მეფის გეგმა, რომელიც რუსეთთან კავშირს გულისხმობდა. სწორედ ქართლის სამეფოს გავლენით, 1722 წელს ერთად ალექსანდრემაც დაამყარა რუსეთთან დიპლომატიური კავშირი. ალექსანდრე მეხუთის დროს იმერეთში რამდენჯერმე ილაშქრეს ოსმალებმა, შედეგად იმერეთში გაიზარდა თურქი მოსახლეობის რიცხვი, რადგან ქართველები ნელ-ნელა ტოვებდნენ მშობლიურ ადგილებს და მაღალმთიან ადგილებს აფარებდნენ თავს. თუმცა, ზოგადად, ქართველი მოსახლეობის შეცოტავების ერთ-ერთ მთავარი მიზეზი ადამიანებით ვაჭრობა. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ოსმალეთი მეთოდურად ანხორციელებდა თავის გეგმებს იმერეთში. ისინი თავისი პოლიტიკით აინტერესებდნენ ქართველ დიდებულს და მათ თავის ზეგავლენის ქვეშ აქცევდნენ, ყოველივე ეს ქართველთა შორის წინააღმდეგობას და უნდობლობას იწვევდა. თავადებთან კავშირის დამყარებით და მათი კეთილგანწყობის მოპოვებით, ოსმალები იმერეთის მეფის დასუსტებას ცდილობდნენ, მათი მიზანი მეფე უმწეო მდგომარეობაში ჩაყენება იყო. ისინი მრავალი წლის მანძილზე ახერხებდნენ მოღალატე ქართველების გადაბირებას და გამოყენებას საკუთარი მიზნებისათვის. გარდა მძიმე სოციალური ფონისა და მეფე - მთავართა დაპირისპირებისა, ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო დასავლეთ საქართველოს ეკლესია, ეკლესიის დასუსტებაც რა თქმა უნდა ოსმალთა უშუალო ინტერესებში შედიოდა. ამ საკითხზე მოიპოვება ხონელი მთავარეპისკოპოსის ანტონის ცნობები: „თათრის ვალი დაგვედვა ცხრაას და ჩვიდმეტი მარჩილი, მერმე იმ ჩვენმა მოვალე თათარმა დაგვიჭირა, ცუცხვათელმა თათარმა. ვიკარგებოდით და რჯული გვეშლებოდა ... გაურჯულოებას მამულის გაყიდვა ვარჩიეთ“.2 როგორც ჩანს მართლაც სავალალო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, თუკი ეკლესიის მაღალ იერარქს ოსმალთა ვალი დაედო და გაყიდვის საფრთხე დაემუქრა, რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ ჩვეულებვრივი ადამიანები, გლეხები. ოსმალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ 1725 წელს. მათ ფოთში ორთუღიანი ფაშა დასვეს და მას შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს გამგებლობა ჩააბარეს. ამის შემდეგ, 1728 წელს ზურაბ აბაშიძემ იმის შიშით, რომ ალექსანდრე მეფე შორაპნის ციხეს წაართმევდა, შიგ ოსმალთა მეციხოვნეები ჩააყენა. ასევე შუღლის ნიადაგზე ზურაბ აბაშიძემ დადიანის საწინააღმდეგოდ იმერეთში ისაყ-ფაშა (ახალციხის ფაშა, გამუსლიმანებული ჯაყელი) მოიწვია. მიუხედავად ასეთი აქტიურობისა თითქოს ოსმალების მიზანი იმერეთის დაპყრობა არ იყო. იმერეთის მმართველებსაც არ წარმოედგინათ ოსმალთა მიერ ქვეყნის დაპყრობა საფრთხე, რადგან ოსმალები შავი ზღვის ზოლის დასაპყრობად იბრძოდნენ და მათ გეგმაში იყო მთელი სანაპირო ზოლის დაპყრობა ბათუმიდან აზოვის ზღვამდე. ამ მიზნის განსახორციელებლად, ოსმალებმა დიდი ლაშქრობა წამოიწყეს ფოთის ფაშას მეთაურობით. ამ ლაშქრობაში ფაშას მოთხოვნით ალექსანდრე V-ც მონაწილეობდა,

რათა ოსმალებისათვის ერთგულება ეჩვენებინა. ამ ლაშქრობაში მონაწილეობაზე ოტია დადიანმა უარი განაცხადა, უარის გამო განაწყენებულმა ოსმალებმა გაძარცვეს და გადაწვეს ილორის ეკლესია. ოსმალებს წინააღმდეგობა გაუწია თავადმა შერვაშიძემ, მაგრამ დამარცხდა. დამარცხებული კი ფაშამ იძულებით გაამაჰმადიანა. სწორედ ამ ლაშქრობისას დარწმუნდა ალექსანდრე, რომ ოსმალთა გამარჯვება იმერთისათვის სიკეთის მომტანი არ იქნებოდა, პირიქით, უფრო გაართულებდა ისედაც რთულ მდგომარეობას. ამიტომ, მეფე ალექსანდრემ თავისი ჯარით მიატოვა ლაშქრობა და იმერეთში დაბრუნდა. ამის შემდეგ აფხაზები ფაშას აუჯანყდნენ და პარტიზანული თავდასხმებით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მის ჯარს. თავად ფაშამ კი გაქცევით უშველა თავს. 1728 წელს მთელი ძალაუფლება ალექსანდრე მეფის ხელში იყო. მაგრამ აქაც შინაურმა მტრობამ იჩინა თავი. ოტია დადიანმა განიზრახა მეფის ჩამოგდება ტახტიდან: მეფის ძმას მამუკას ცოლად შერთო თავისი და და მისი გამეფება მოინდომა. დადიანმა ოდიშ-აფხაზეთის ლაშქარი გეგუთს მოიყვანა, რომელსაც ერისთავი და აბაშიძე შეუერთდნენ. მეფე იძულებული გახდა ქუთაისის ციხეში შეკეტილიყო. მოკავშირეებს კი ოსმალეთის შეეშინდათ, ციხის აღება ვერ შეძლეს და ალყა მოშალეს. ოტია დადიანი მეფეს ოდიშის ლაშქრობაში ოსმალებთან ერთად მონაწილეობას ვერ პატიობდა და კვლავ შეთქმულებას აწყობდა მის წინააღმდეგ. მეორე ჯერზე დადიანმა მიიმხრო: გრიგოლ რაჭის ერისთავი და ზურაბ აბაშიძე. მეფის მხარეს გადგნენ შემდეგი თავადები: მამია გურიელი, ლევან აბაშიძე, დადიანის ძმა კაცია,

ბარის ერისთავი გედევანი, მერაბ წულუკიძე და სხვ. დაპირისპირებული მხარეები 1732 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. ოტია დადიანი ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო კაცია დადიანი მოკლეს. ამის შემდეგ ოსმალები გამოვიდნენ ასპარეზზე და მეფეს კატეგორიულად მოსთხოვეს ოტია დადიანის გათავისუფლება, რადგან ოსმალეთს ხელს არ აძლევდა შინაური მტრობის დასრულება და მეფის გაძლიერება. მეფე იძულებული გახდა  ოსმალების სურვილი გაეთვალისწინებინა. ამის გამო მეფე აუჯანყდნენ მისი თავადები: ზურაბ აბაშიძე, გრიგოლ რაჭის ერისთავი და ოტია დადიანი. მეფემ დახმარებისათვის შანშე ქსნის ერისთავს მიმართა, 500 ლეკიც იახლა და ოდიში მოაოხრა. მეფის მოღალატე მთავრები არ შეეგუვნენ ამ დამარცხებას და 1740 წელს მეფეს თავს დაესხნენ ვარციხის სასახლეში. მეფემ და დედოფალმა ძლივს მასწრეს გაქცევა. აჯანყენულებმა სასახლე დაწვეს და ციხე დააქციეს. 1741 წელს იუსუფ-ფაშამ ოსმალთა ჯარი გამოგზავნა ალექსანდრე მეფის წინააღმდეგ. ოსმალთა ჯარს, რა თქმა უნდა, დადიანი, აბაშიძე და ერისთავი შეუერთდნენ. მეფეს სხვა გზა აღარ ჰქონდა, მან უბრძოლველად დათმო ტახტი და ქართლში გადაიხვეწა. თუმცა იმავე წელს იუსუფ-ფაშამ ალექსანდრე V ტახტზე დააბრუნა და დასავლეთ საქართველოს დიდებულებთან შეარიგა, თვითონ უკან გაბრუნდა. შერიგებამ დიდხანს არ გასტანა, მოკლე ხანში დადიანი, აბაშიძე და ერისთავი ისევ განუდგნენ მეფეს. ეს ამბავი მეფემ თავის დედინაცვალს — თამარს დააბრალა და თავი მოჰკვეთა. 1743 წელს მეფის წინააღმდეგ დადიანი და რაჭის ერისთავი კვლავ მცირე გამოსვლას აწყობენ, რომლის დროსაც გეგუთში გამართულ ბრძოლაში იღუპება გრიგოლ რაჭის ერისთავი.  1746 წელს მოკავშირეებმა ერთხელ კიდევ მოახერხეს ალექსანდრეს ტახტიდან გადაყენება. მათ იმერეთის სამეფო ტახტზე აიყვანეს ალექსანდრეს ძმა მამუკა ბატონიშვილი, რომელიც იმერეთს მართავდა 1746-1749 წლებში. 1749 წელს მეფე ალექსანდრემ ახალციხის ფაშა დაეხმარეწბით კვლავ დაიბრუნა სამეფო ტახტი.

როგორც აღვნიშნეთ, მეფე ალექსანდრე ოსმალთა მიერ შევიწროების გამო დახმარებას რუსეთის იმპერიისაგან ითხოვდა, ამ პერიოდში ოსმალები დასავლეთ

საქართველოში ფლობდნენ რვა დიდ ციხეს: ანაკლიის, ბაღდათის, რუხის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისის, შორაპნისა და ცუცხვათის. 

ბაღდათის ციხეში ასი თურქი მეციხოვნე იდგა, რუხის ციხე ხანდახან ეკავათ

თურქებს.

სოხუმის ციხე 1723 წელს ააშენეს თურქებმა, შიგ სამოცი დიდი თოფი ჩადგეს და

ასი მეციხოვნე ჩააყენეს; ფოთის ციხე 1723 წელს აუგიათ თურქებს, 50 დიდი თოფი

ჩაუდგამთ და 200 იანიჩარი ჩაუყენებიათ; ქუთაისის ციხეში 500 თურქი მეციხოვნე

იდგა; შოროპანში 100 თურქი იდგა; ცუცხვათის ციხეში 100 იანიჩარი.4

როგორც ვხედავთ ძალიან რთული მდგომარეობა იყო დასავლეთ საქართველოში ,

ქვეყანა უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა და ალექსანდრე მეფე როგორც უკვე

აღვნიშნეთ გამოსავალს თავისი სამეფოს გარეთ ეძებდა.

იმდროინდელ პილიტიკურ სიტუაციაზე წარმოდგენას გვიქმნის ალექსანდრე Vის მიერ 1732 წელს რუსეთის იმპერატორისათვის გაგზავნილი წერილი: „ ქრისტიანობა

ყოველსა საქართველოსა და მივეცენით... ხარკსა და ზვერსა აგარიანთასა. და ვითარცა

სისრა (ისარი) სასტიკი აღტეხილ არს უსჯულოსა ლეკთა მძლავრება. მონასტერნი არიან

სადგურ აგარიანთა და ეკლესიანი იქმნენ ქვაბ ავაზაკთა. გვირგვინშემოსილნი,

კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი არიან ტყუეობასაშინა...“5

აღნიშნულ პრობლემებს დაერთო მეფის პირადი ტრაგედიაც, 1730 წელს

გარდაეცვალა მეუღლე მარიამ დადიანი, მეფეს ძალიან განუცდია ეს ფაქტი.

ალექსანდრე მეფემ მარიამ დედოფალი მის მიერ აღდგენილ და გამშვენიერებულ

გელათის წმინდა ანდრიას სახელობის ეკვდერში დააკრძალვინა. 1732 წელს კი ცოლად

ირთავს იმერეთის უძლიერესი თავადის ლევან აბაშიძის ქალიშვილს თამარს,

რომლისგანაც 1735 წელს შეეძინა მეფეს ტახტის მომავალი მემკვიდრე სოლომონი.

სოლომონი დედმამიშვილებს შორის უფროსი იყო, მის ძმებთან დაკავშირებით

წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან და დადასტურებით შეუძლებელია ითქვას,

რამდენი შვილი ჰყავდა მეფე ალექსანდრეს, სხვადასხვა წყაროს შეჯერების შედეგად

გამოდის რომ ალექსანდრე მეფეს ჰყოლია შვიდი ვაჟი და დაახლოებით ორი

ქალიშვილი. თუმცა ისტორიულ წყაროებში მისი შვილებიდან გვხვდება მხოლოდ

4 ბურჯანაძე შ. ლიხთ–იმერეთის 1737 წლის რუკა როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის

პირველწყარო // ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, I, თბ., 1959, გვ. 183

5 ბურჯანაძე შ. სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი 1752-1768 წწ. // თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის შრომები, N41 თბ., 1950, გვ. 73.

არჩილი და ბაგრატი. ბაგრატ ბატონიშვილს იხსენიებს ანტონ გიულდენშტედტი,

რომელიც 1772 წელს იმყოფებოდა იმერეთში: „ბაგრატი და არჩილი ცხოვრობენ

როგორც იმერელი თავადები თავიანთ მამულებში“. იხსენიება, ასევე იესე, რომელზეც

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იყო იოსებ კათალიკოსი, ხოლო პეტრე მძევლად

იმყოფებოდა ახალციხეში. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია ასევე სოლომონის

და თამარი: „ზურაბ წერეთლის მეუღლე, სახელოვანის მეფის სოლომონის და იოსებ

კათალიკოსის და არჩილ ბატონიშვილის დამა თამარმა“.6

ხალხური საისტორიო გადმოცემით ალექსანდრე მეფეს შიში ჰქონია, რომ

სოლომონს თურქები წამართმევენ და მომიკლავენო, ამიტომ იგი სოფელ მამაწმინდაში

აზნაურ მესხთან გაუგზავნია დასამალად.7 მამაწმინდა მთიანი სოფელია და მდინარე

რიონის ხეობაშია, ის ნამდვილად გამოდგებოდა მცირეწლოვანი სოლომონის ოსმალთაგან გასარიდებლად.

ერთი გადმოცემის მიხედვით კი უფლისწულ სოლომონს ჯერ კიდევ

ყმაწვილკაცობაში დაუწყია ფარული ბრძოლა სამშობლოს გამყიდველთა და ოსმალთა

წინააღმდეგ. მან ჩამოაყალიბა საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც „წმინდა გიორგის“

რაზმი ეწოდებოდა. რაზმი სოლომონის, მისი ძმა არჩილის და თავიანთი

თანატოლებისგან შედგებოდა.

სოლომონს გულიდან აუხსნია „ძელი ჭეშმარიტი“ და თითოეულს ერთგულება

მასზე შეუფიცავს. დღე არ გავიდოდა ქვეყნის ორგული არ აეწიოკებინოთ, ვინც

თათრების მომხრეთ და ერთგულად იყო შენიშნული. რაზმს სოლომონი

ხელმძღვანელობდა.8

თავისი ფრთხილი და წინდახედული მოქმედებით ამ პატარა რაზმმა ისე

დააფრთხო თურქები და ისე გაუმთელა გული ქრისტიანობას, სოლომონს ბევრი აღარ

დასჭირვებია თათრების მოსაგერიებლად“.9

1752 წელს გარდაიცვალა სოლომონის მამა ალექსანდრე მეფე და ტახტზე ავიდა

ჯერ კიდევ ყმაწვილი მეფე სოლომონი, რომელსაც უამრავი გამოწვევა ელოდა. 


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021





15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2700 გვარი კახეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2500 გვარი იმერეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0

ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0


აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

14 0


კონდამიანი (კოზმა და დამიანე) VI-VII საუკუნე სოფ. კისიხევი, თელავი, კახეთი

32 0


კობა ქარელი, ნიკო ოდიაშვილი, მიშა ქარელი, იაკობ ჩიხლაძე, ბორის კალატოზიშვილი

2 0