სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
6.17  სოლომონ II (1772-1815) 1789 -1810 წწ. იმერეთის მეფე 6.17  სოლომონ II (1772-1815) 1789 -1810 წწ. იმერეთის მეფე 6.17  სოლომონ II (1772-1815) 1789 -1810 წწ. იმერეთის მეფე 6.17  სოლომონ II (1772-1815) 1789 -1810 წწ. იმერეთის მეფე

1772-1815 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

89       ბეჭდვა

6.17 სოლომონ II (1772-1815) 1789 -1810 წწ. იმერეთის მეფე

იზრდებოდა პაპის, ერეკლე II-ის კარზე. უმემკვიდრო სოლომონ I-მა სიცოცხლეშივე ტახტი ძმისწულს, დავით არჩილის ძეს, უანდერძა, მაგრამ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1784წელს, მცირეწლოვანი დავითის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (დავით II) დასვეს. იმავე წელს დავით II-მ რუსეთში ელჩები გაგზავნა და იმპერატორს ქვეშევრდომობა სთხოვა. ამით უკმაყოფილო თავადები – პაპუნა წერეთელიბერი წულუკიძე და სხვები, დავით არჩილის ძეს დაუკავშირდნენ და მისი გამეფება მოინდომეს. 1788-იდან, მათ ოდიშის ახალი მთავარი გრიგოლ დადიანიც შეუერთდა და დავით არჩილის ძე თავის დაზე, მარიამზე დააქორწინა. უკმაყოფილო თავადების და ერეკლე II-ს დახმარებით, მათხოჯის ბრძოლაში (11 ივლისი1789) დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა და სოლომონ II-ის სახელით გამეფდა (სოლომონ I-ის პატივისაცემად). ამ დროისთვის იგი 17 წლისა იყო. სოლომონ II-ის პოზიცია მტკიცე არ იყო. დამარცხებული დავით II, რომელმაც თავი დროებით ახალციხის საფაშოს შეაფარა, ტახტისათვის ბრძოლას განაგრძობდა. 1790წელს მან, ოსმალთა და ლეკთა რაზმების დახმარებით, ძალზე მცირე ხნით, იმერეთი დაიპყრო. 1790 წლის დამლევს, ერეკლე II–მ სოლომონს, რომელიც პაპუნა და ზურაბ წერეთლებთან იყო შეკედლებული, თავისი შვილიშვილი – იოანე მიაშველა. ბრძოლა ლომსიანთ ხევში მოხდა, სადაც ერეკლეს ზარბაზნებით გაძლიერებულმა 500 კაციანმა რაზმმა 10 000 კაციანი მოწინააღმდეგე დაამარცხა. სოლომონ II–მ იმერეთი დაიბრუნა. სოლომონ II, სიძნელეების მიუხედავად, ერეკლე II–სა სოლომონ I–ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა, რაც საქართველოს გაერთიანების მცდელობაში გამოიხატებოდა. 1790 წლის ივნისში, სოლომონ ლიონიძის თაოსნობით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამხედრო კავშირს ამყარებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, აღიარებდნენ ერეკლეს მფარველობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამი იყო: “შევრაცხო ყოველი მტერი თქუჱნი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოსა ჩემისა და ვიყო მტერი მტერისა თქუჱნისა და მოყვარე მოყვრისა”. ამ შეთანხმებას, სხვებთან ერთად, ხელს აწერდნენ ქართლ-კახეთის დედოფალი დარეჯანი და იმერეთის დედოფალი მარიამი1793 წელს ხელშეკრულების მონაწილენი საერთო მფარველობას სთხოვდნენ რუსეთის იმპერატორს. მაგრამ 1792 წლის 9 იანვრის ზავით , რომელიც რუსეთ-ოსმალეთს შორის დაიდო (იასის საზავო ხელშეკრულება), ძირითადად, კვლავ დამტკიცდა ოსმალეთის უპირატესი უფლებები დასავლეთ საქართველოზე. რუსეთის დახმარების იმედი არც ამჯერად გამართლდა.

სოლომონ II, მეფე იმერეთისა, ტახტზე ასვლამდე იწოდებოდა დავითად. იგი იყო ძმისწული სოლომონ პირველისა, ძე არჩილისა, შვილიშვილი ერეკლე მეორისა და დარეჯან დედოფლისა. სოლომონ I-მა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა, ერეკლე მეორის რჩევით, ტახტი ძმისწულს უანდერძა. დავით არჩილის ძის მცირეწლოვანების გამო გამეფებული დავით II ტახტის დათმობას არ აპირებდა, მაგრამ ერეკლე II-ისა და გრიგოლ დადიანის დახმარებით, 1789 წლის 11 ივლისს მათხოჯთან ტახტის მაძიებელმა დაამარცხა დავით II და სოლომონ II-ის სახელით გამეფდა. ამ დროისათვის იგი 17 წლისა იყო. ამის შემდგომ დავითმა კიდევ რამდენჯერმე სცადა ტახტის დაბრუნება. 1790 წელს ოსმალთა და ლეკთა რაზმების დახმარებით მან იმერეთი დაიპყრო. ერეკლე II-მ სოლომონს თავისი შვილიშვილი - იოანე მიაშველა. ლომსიანთ ხევში გამართული ბრძოლა სოლომონის გამარჯვებით დასრულდა.

სოლომონ II ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა. 1790 წლის ივნისში, სოლომონ ლეონიძის თაოსნობით, დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან საერთო მტრის წინააღმდეგ სამხედრო კავშირს ამყარებდნენ, აღიარებდნენ ერეკლეს მფარველობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ამ შეთანხმებას, სხვებთან ერთად, ხელს აწერდნენ ქართლ-კახეთის დედოფალი დარეჯანი და იმერეთის დედოფალი მარიამი. 1793 წელს ამ ხელშეკრულების მონაწილენი საერთო მფარველობას სთხოვდნენ რუსეთის იმპერატორს. მაგრამ რუსეთს თავისი გეგმა ჰქონდა, რომელიც ვერ უთავსდებოდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას სოლომონ II-ის მეთაურობით.

1803 წლის დეკემბერში სამეგრელომ რუსეთის მფარველობა მიიღო. რუსეთი ცდილობდა პატივმოყვარე დადიანი, რომელსაც უკვე არც თუ სახარბიელო ურთიერთობა ჰქონდა მეფე სოლომონ II-სთან, იმერეთის სამეფოს გაუქმებისათვის ბრძოლაში გამოეყენებინა. 

1803 წელს სოლომონ II-მ, ლეონიძის ელჩობით, კვლავ სთხოვა მფარველობა რუსეთს, თუმცა პარალელურად ოსმალეთშიც გააგზავნა ელჩობა დახმარების სათხოვნელად. მეფის ეს ორმაგი თამაში შეიტყო რუსეთმა და ძალიან გაღიზიანდა. 1804 წელს რუსები შეიჭრნენ იმერეთში. რუსთა ჯარის ნაწილები სამეგრელოშიც იდგა. 1804 წლის 25 აპრილს სოფელ ელაზნაურში (ხარაგაულის რაიონი) დადებული ხელშეკრულებით იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, თუმცა ინარჩუნებდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და მეფობა ხელშეუხებელი რჩებოდა. იმერეთის შემადგენლობაში შედიოდა გურიის სამთავროც. ამ ხელშეკრულებით რუსეთს, მართალია, ადგილობრივი ხელისუფლება არ გაუუქმებია, მაგრამ მეფე, ფაქტობრივად, უუფლებო დარჩა.

რუსეთ-თურქეთის ომის (1806-1812 წ.წ.) დროს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა სოლომონ II-მ ფარულად დატოვა ქუთაისი, გადავიდა ვარციხის სასახლეში და მოითხოვა რუსეთის ჯარის გაყვანა იმერეთიდან. რუსეთის მთავრობამ მაშინვე მიიღო სოლომონის ტახტიდან ჩამოგდების, რუსეთში გასახლებისა და იმერეთის სამეფოს გაუქმების გადაწყვეტილება და ამ მიზნით იმერეთში რუსთა დამატებითი ჯარი გაგზავნა. მოლაპარაკების დროს, 1810 წლის 28 მარტს, იმპერატორის მოხელეებმა სოლომონი მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში, სუმბათაშვილის სახლში გამოკეტეს. 

ეს სახლი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ავლაბრის ხიდის ახლოს განმარტოებით იდგა, გარს ერტყა გალავანი ვიწრო კარით. მეფეს ძლიერი დაცვა დარაჯობდა. მიუხედავად რუსთა დიდი სიფრთხილისა, ქაიხოსრო წერეთლის გეგმით მეფემ მაინც მოახერხა გაქცევა.

მეფემ მდაბიოს ტანისამოსი ჩაიცვა, ლოგინში ფარეში ჩააწვინა, ნაცრით პირისახე მოსვარა, თუნგით ხელში (დავით ბატონიშვილის თქმით - ტიკჭორით) ორ დარაჯს გაუარა და შეკითხვაზე თამამად უპასუხა, რომ იგი მეფის მსახურია და მტკვარზე მიდის წყლის მოსატანად. შემდეგ მეფე ქალაქის გალავნიდან გაიყვანეს, სადაც 23 ცხენოსანი ელოდა. მათთან ერთად ახალციხის გზას დაადგა. 

თრიალეთის გზაზე მიმავალ მეფეს წინ სამასკაციანი ლეკთა მოთარეშე რაზმი შემოხვდა. მათ იმერთა მეფე იცნეს, თაყვანი სცეს და ახალციხემდე მიაცილეს. ახალციხის ფაშა, სულეიმან ხიმშიაშვილი, სოლომონს ზარ-ზეიმით შეეგება და ოქროთი აღკაზმული ცხენი მიართვა. 

მეფემ, 1804 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მოთხოვნით, აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. იმერეთის მოსახლეობას სოლომონი მოუწოდებდა: "ამაზედაც გული დაიჯერეთ, იმერეთის გულისათვის ჩემი სიცოცხლე უნდა დავასრულო.” რუსეთის მთავრობამ დიდძალი ჯარი გამოიყვანა აჯანყების ჩასაქრობად. ადგილობრივი რუსი მოხელენი ხალხის მოსასყიდად და ჯაშუშების დასაქირავებლად ფულს და ოქროს არ ზოგავდნენ. მათ მეფის მოკვლა ჰქონდათ განზრახული. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ იმერეთში ჯაშუშებს და მკვლელებს ვერ პოულობდნენ. 

4 თვის ბრძოლის შემდეგ აჯანყება ჩააქრეს. დამარცხებისათვის განწირული მეფე ერთხანს ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა, მაგრამ სექტემბრის მიწურულს იძულებული გახდა, ახალციხეში გადასულიყო. ახალციხიდან არზრუმს, არზრუმიდან კი ტრაპიზონს.  

აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, 1810 წლიდან, იმერეთში მეფის რუსეთის მმართველობა დამყარდა. იმავე წელს რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს გურიისა და აფხაზეთის სამთავროებმაც. მარიამ დედოფალი და მეფის და - მარიამი, რუსეთში გადაასახლეს. 

სოლომონმა სულთანს ჯარით დახმარება სთხოვა, მაგრამ ოსმალეთმა რუსეთის გადაკიდების შიშით უარი განაცხადა.

სამშობლოდან გადახვეწილი სოლომონი არ წყვეტდა ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ მის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

იმერთა მეფემ 1815 წლის 7 თებერვალს იმერეთიდან შორს, ოსმალეთის ქალაქ ტრაპიზონში დალია სული. დაასაფლავეს იქაურ ბერძენთა წმინდა გრიგოლის ეკლესიის ეზოში, სამრეკლოში. საფლავის ერთ მხარეზე ქართულად აწერია:

"საფლავსა ამას შინა მდებარე არს იმერთა მეფე სოლომონ, წელი ჩყიე (1815)."

"ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდენ მბრძოლთა მათ ჩემთა."

"მომიხსენეთ მე, ძმანო, საფლავსა ამას მდებარე მეფე სოლომონ."


მეორე მხარეზე კი სწერია:

განმეძარცვა მე პირველ ქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვარ შიშველ და კდემული საფლავსა ამას შინა ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაცა ვითხოვ შენდობას. 7 თებერვალს 1815 წელს (ქორონიკონი ჩყიე).”

მეფე სოლომონის მიერ გაცემული სამართლებრივი აქტებიდან თუ საეკლესიო სიგელ-გუჯრებიდან ჩანს, რომ მეფე სოლომონი მწყალობელი ყოფილა ეკლესიისა და სასულიერო წოდებისა. ეკლესიებსა და მონასტრებს სჩუქნიდა მიწებს, ყმებს, ძვირფას ნივთებს. მაგალითად: 1792 წელს მეფე სოლომონ II-ეს (მიტროპოლიტ სოფრონის დროს) სოფელი ბოგაული თავისი მიწებით და მცხოვრებლებით შეუწირავს ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიისათვის. 1794 წ. სხვავის მონასტერს, მონასტრის ძმათა თხოვნით, უბოძა სათევზაო ადგილები. 1795 წ. ასევე ჯრუჭის წმ. გიორგის სახელობის მონასტერს - თევზსაჭერი ადგილები. მეფე სოლომონმა 1797 წელს მოიძია და დაამტკიცა გადასახადი ქრისტეს საფლავისათვის, რომელიც წინაპართ დაედოთ იმერეთის სოფლებისათვის. შეწირულობის სიგელები განუახლა ბიჭვინთის ეკლესიას, მღვიმის მონასტერს, ილორის მონასტერს, სხვავის ჯვრის მონასტერს. 1800 წელს ხონის მონასტერს დაუნიშნა საკუთარი შემოსავლებიდან 100 მარჩილი. 1803 წელს ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა ერთი კომლი გლეხი. 1808 წელს გამოისყიდა თურქებისაგან მღვდელი იოანე ფორჩხიძე და ბიჭვინთის მონასტერს შესწირა. არქიმანდრიტ იოაკიმეს გულმოწყალე სოლომონ II - სთვის განუახლებინებია სოლომონ I-ის დროინდელი შეწირულობის წიგნი და ა.შ.

       ერისა და ეკლესიისათვის დამაშვრალი მეფე სოლომონი 2005 წლის 30 ივნისის სინოდის გადაწყვეტილებით ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 7 (20) თებერვალი დააწესა. 

1990 წელს ჩამოასვენეს სამშობლოში, მისმა ნეშტმა სამუდამოდ განისვენა გელათს, დიდ ბაგრატოვანთა გვერდით.

წმინდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მასალა  მოამზადა ნინო ტარყაშვილმა

  სხვა მასალა ჟურნალი გზა http://gza.kvirispalitra.ge/qveyana/istoriis-labirinthebi/682-solomon-ii-ukanaskneli-qarthveli-gvirgvinosani.html




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0