სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი ხიმშიაშვილი სპირიდონის ძე 1836-1917წწ რუსეთის გენერალი დაბ. ბულაჩაური დუშეთი

1836-1917 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ხიმშიაშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

გიორგი ხიმშიაშვილი სპირიდონის ძე 1836-1917წწ რუსეთის გენერალი დაბ. ბულაჩაური დუშეთი

ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) გიორგი სპირიდონის ძე (1836-1917), თავადი, არტილერიის გენერალი (1908), 1899-1905 კავკასიის I საარმიო კორპუსის არტილერიის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878)



გიორგი სპირიდონის ძე ხიმშიაშვილი (რუს. Химшиев Георгий Спиридонович; დ. 14 ივნისი1836 — გ. 16 ივლისი1917ბორჯომი) — რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი(13. 04. 1908).



დაამთავრა პავლოვის კადეტთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1855 წლიდან. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) და რუსეთ-თურქეთის (1877–78) ომებში. მსახურობდა საველე არტილერიის მეცამეტე ბრიგადაში. 23.10.1874 – 27.04.1878 – 21-ე საარტილერიო ბრიგადის მეორე ბატარეის მეთაური. 03.10.1877 წ. – პოლკოვნიკი. 13.01.1892–1893 – არტილერიის მე-6-ე ბრიგადის მეთაური. 1893–1897 – 39-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაური. 09.02.95–1905 – გრენადერთა ბრიგადის არტილერიის მეთაური. 13.04.1899 – კავკასიის 1-ლი საარმიო კორპუსის საარტილერიო მეთაური. 07.03.1905 წ. – ალექსანდროვის კომიტეტის წევრი. 12.10.1892 – გენერალ-მაიორი. 06.12.1900 – გენერალ-ლეიტენანტი. 1908 წელს მიიღო არტილერიის გენერლის წოდება.

1906–13 წ.წ. – გენერალ-ლეიტენანტმა ხიმშიაშვილმა გადასცა 339 კვადრატული საჟენი მიწა მთაწმინდაზე ეპარქიის სასულიერო-განმანათლებელ საძმოს, მიხეილ ტვერელის ეკლესიის ასაშენებლად. გარდაიცვალა 1917 წლის 16 ივლისს ბორჯომში. დასაფლავებულია თბილისში წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესიის ეზოში (საფლავი დაკარგულია).



ჯილდოები

ბრძოლაში სიმამაცისათვის დაჯილდოვებული იყო 2 ბატარეისა და 21 საარტილერიო ბრიგადის მუნდირით. ასევე მედლებით:

  • წმ. გიორგის – 4 ხარისხის. (19. 04. 1878).
  • წმ. ანნას – 3 ხარისხის. (1896), 2 ხარისხის. (1874), 1 ხარისხის. (1899).
  • წმ. სტანისლავის – 3 ხარისხის. (1860), 2 ხარისხის. (1871), 1 ხარისხის. (02. 04. 1895).
  • წმ. ვლადიმერის – 2 ხარისხის. (50 წელი ოფიცრის უმწიკვლო სამსახურისათვის – 1906).
  • თეთრი არწივის (1911).
  • წმ. ალექსანდრე ნევსკის (1913). ვიკიპედია

Химшиев Георгий Спиридонович, князь  (14.06.1836 – 16.07.1917)
            генерал-майор с 12.10.1892
            генерал-лейтенант с 01.01.1901
            генерал от артиллерии с 13.04.1908

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A5%D0%B8%D0%BC%D1%88%D0%B8%D0%B5%D0%B2,_%D0%93%D0%B5%D0%BE%D1%80%D0%B3%D0%B8%D0%B9_%D0%A1%D0%BF%D0%B8%D1%80%D0%B8%D0%B4%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 6





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0