სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გალაკტიონ ალფაიძე  ელისეს ძე 1916-2006წწ.  საბჭოთა გენერალი დაბ. კურსები ტყიბული იმერეთი გალაკტიონ ალფაიძე  ელისეს ძე 1916-2006წწ.  საბჭოთა გენერალი დაბ. კურსები ტყიბული იმერეთი გალაკტიონ ალფაიძე  ელისეს ძე 1916-2006წწ.  საბჭოთა გენერალი დაბ. კურსები ტყიბული იმერეთი

1916-2006 წწ. გარდ. 90 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ალფაიძე სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

319       ბეჭდვა

გალაკტიონ ალფაიძე ელისეს ძე 1916-2006წწ. საბჭოთა გენერალი დაბ. კურსები ტყიბული იმერეთი

გალაქტიონ ელისეს ძე ალფაიძე (დ.7 ნოემბერი 1916, სოფ. კურსებიტყიბულის რაიონი — გ. 2 მაისი2006რიაზანირუსეთიარტილერიის  გენერალ-ლეიტენანტი(1967);საბჭოთა კავშირის გმირი (28 აპრილი, 1945). 


დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1937 წელს, თბილისის საარტილერიო სასწავლებელი 1940 წელს, ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემია 1951 წელს.


მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესრტთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან. 1975–1992 წლებში იყო მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის მთავარი კონსტრუქტორი და დირექტორის მოადგილე. გენერალ–ლეიტენანტი. საბჭოთა კავშირის გმირი(28 აპრილი, 1945 წელი). მიღებული აქვს საზღვარგარეთის ქვეყნების(რუმინეთი, უნგრეთი) ჯილდოები. იყო ქალაქ მირნის(1975), მალოიაროსლავეცის(1985) და ტყიბულის საპატიო მოქალაქე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.116


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ II მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი, ბალატონის ტბასთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005177/
  • გალაქტიონ ელისეს ძე ალფაიძე დაიბადა 1916 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში. სკკპ წევრი.  კადრის ოფიცერი.  დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. ფრონტზე  დაიჭრა ხუთჯერ.  დაჯილდოებულია ლენინის,  წითელი დროშის ალექსანდრე ნეველისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით,  აგრეთვე მრავალი მედლით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 28 აპრილს - მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის.

  • გარდაიცვალა 2006 წლის 2 მაისს, დაკრძალულია მოსკოვში.

  • ალფაიძის არტილერისტების პოლკმა, 13-ჯერ მოიგერია გერმანელთა შემოტევები ბალატონის ტბის (უნგრეთი) მიდამოებში. პოლკს ერთი მეტრითაც არ დაუხევია უკან, 5 დღის განმავლობაში. მამაცმა მეომრებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 23 საცეცხლე წერტილი, 10 ტანკი და 8 საარტილერიო ბატარეა.

  • ამ ბროლებს მაიორი ალფაიძე მართავდა, მისი სიმამაცე ძალებს მატებდა პოლკის მებრძოლებს. მხოლოდ ერთი დღის მანძილზე, 10 მარტს, იგი სამჯერ დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიატოვა. მხოლოდ საღამო ხანს, ხელმძღვანელობის ბრძანებით, დაჭრილი ალფაიძე გაიყვანეს ბრძოლის ველიდან.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 19.12.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0