სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
ალფაიძე გალაქტიონ ელისეს ძე (1916-2006) სამამულო ომის გმირი. სოფელი კურსები, ტყიბული, იმერეთი. ალფაიძე გალაქტიონ ელისეს ძე (1916-2006) სამამულო ომის გმირი. სოფელი კურსები, ტყიბული, იმერეთი. ალფაიძე გალაქტიონ ელისეს ძე (1916-2006) სამამულო ომის გმირი. სოფელი კურსები, ტყიბული, იმერეთი.

765      

ალფაიძე გალაქტიონ ელისეს ძე (1916-2006) სამამულო ომის გმირი. სოფელი კურსები, ტყიბული, იმერეთი.

ალფაიძე გალაქტიონ ელისეს ძე (7 ნოემბერი 1916-2006) _ ტყიბულის რაიონის სოფელი კურსები. 1945 წლის 28 აპრილს ბალატონის ტბასთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გალაქტიონ ელისეს ძე ალფაიძე დაიბადა 1916 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში. სკკპ წევრი.  კადრის ოფიცერი.  დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. ფრონტზე  დაიჭრა ხუთჯერ.  დაჯილდოებულია ლენინის,  წითელი დროშის ალექსანდრე ნეველისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით,  აგრეთვე მრავალი მედლით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 28 აპრილს - მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის.

გარდაიცვალა 2006 წლის 2 მაისს, დაკრძალულია მოსკოვში.

ალფაიძის არტილერისტების პოლკმა, 13-ჯერ მოიგერია გერმანელთა შემოტევები ბალატონის ტბის (უნგრეთი) მიდამოებში. პოლკს ერთი მეტრითაც არ დაუხევია უკან, 5 დღის განმავლობაში. მამაცმა მეომრებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 23 საცეცხლე წერტილი, 10 ტანკი და 8 საარტილერიო ბატარეა.

ამ ბროლებს მაიორი ალფაიძე მართავდა, მისი სიმამაცე ძალებს მატებდა პოლკის მებრძოლებს. მხოლოდ ერთი დღის მანძილზე, 10 მარტს, იგი სამჯერ დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიატოვა. მხოლოდ საღამო ხანს, ხელმძღვანელობის ბრძანებით, დაჭრილი ალფაიძე გაიყვანეს ბრძოლის ველიდან.

გალაქტიონ (გალა) ელისეს ძე ალფაიძე დაიბადა 1916 წლის 7 ნოემბერს ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სოფლის შვიდწლედში სწავლის დროს მან გამოავლინა ზუსტი მეცნიერებების, განსაკუთრებით, მათემატიკის ნიჭი, მაგრამ სწავლის გაგრძელების საშუალება მაშინვე არ მიეცა. გარკვეული პერიოდი ქვისმთლელად მუშაობდა კურსების გრანიტის ქარხანაში. 1933 წელს შევიდა ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომლის დასრულების შემდეგ (1937) ელექტროტექნიკოსად მოეწყო რიონჰესზე. 

არმიაში სამსახური გალაქტიონს ბავშვობიდან იტაცებდა. იგი არტილერისტობაზე ოცნებობდა და 1938 წელს აიხდინა კიდეც ოცნება - ჩაირიცხა ამიერკავკასიის ფეხოსანთა სკოლაში, რომელიც შემდეგ თბილისის საარტილერიო სასწავლებლად გადაკეთდა. 1940 წელს, ფინეთის საზღვარზე მომხდარი მოვლენების გამო, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ვადამდე მიანიჭეს წოდებები და საზღვარზე გადაისროლეს. ამ ჯგუფში იყო ლეიტენანტი ალფაიძეც, რომლის საბრძოლო ბიოგრაფია სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. ამავე წელს იგი დაინიშნა ოცმეთაურად 36–ე საარტილერიო პოლკში, ბორისოგლებსკში. ომმა 25 წლის ლეიტენანტს ვორონეჟში მოუსწრო. ისე მოხდა, რომ სწორედ ამ ქალაქში გმირულად დაიღუპა მისი უფროსი ძმა,  ალექსანდრე, რომელიც ასევე არტილერისტი იყო.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გალაქტიონ ალფაიძემ შთამბეჭდავი სამხედრო გზა გაიარა. 1943 წლიდან იგი უკვე საარტილერიო პოლკს მეთაურობდა. მისი საფრონტო ბიოგრაფია სავსეა გმირული ეპიზოდებით. იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესტრთან, დუნაიზე, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან უნგრეთში.

1942 წლის იანვარში გალაქტიონ ალფაიძემ თავი გამოიჩინა ქალაქ მალოიაროსლავეციდან (რომელსაც მოსკოვის უკანასკნელ კარს უწოდებდნენ) გერმანელების განდევნის ოპერაციაში, რისთვისაც წითელი ვარსკვლავის ორდენი დაიმსახურა. მაშინ იგი საარტილერიო პოლკის დივიზიონის მეთაურის მოადგილე იყო. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ქ. მალოიაროსლავეცის მცხოვრებლები გამარჯვების 40 წლისთავს აღნიშნავდნენ, ზეიმზე სპეციალურად მიწვეული საბჭოთა კავშირის გმირი გალაქტიონ ალფაიძე ქალაქის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს (1985).

ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გალა ალფაიძის სახედრო ბიოგრაფიაში შედგა ავსტრიის საზღვართან ახლოს, ბალატონის ტბის მიდამოებში, ომის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე. ომის ამ უმძიმეს ეპიზოდში,  პოლკმა, რომელსაც მაიორი ალფაიძე ხელმძღვანელობდა, მწყობრიდან გამოიყვანა ათი გერმანული “ვეფხვი”, გაანადგურა მოწინააღმდეგის 23 საცეცხლე წერტილი და ექვსი საარტილერიო ბატარეა. თავად გალაქტიონი მძიმედ დაიჭრა, კონტუზიაც მიიღო და გამარჯვების შესახებ მხოლოდ ლაზარეთში შეიტყო.

მოსკოვის დაცვის, დნეპრის გადალახვისა და ავსტრიის საზღვართან  ღამის ბრძოლაში გამოჩენილი გამჭრიახობისა და განსაკუთრებული სიმამაცისთვის  იოსებ სტალინმა 113-ე მსროლელი დივიზიის საარტილერიო პოლკის უფროსს, მაიორ ალფაიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭა (1945 წლის 28 აპრილი). ასევე, გადაეცა ლენინის ორდენი და მედალი – „ოქროს ვარსკვლავი“.  

გალაქტიონ ალფაიძემ მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც განაგრძო არმიაში სამსახური. ორჯერ, 1946 და 1950 წლებში, აირჩიეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; 1951 წელს დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო სამხედრო აკადემია და პოლკოვნიკის წოდებით დაინიშნა სტალინგრადში დისლოცირებული საარტილერიო დივიზიის მეთაურად.

1953–1955 წლებში გალაქტიონ ალფაიძე მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სახმელეთო და საზენიტო არტილერიის საბრძოლო მომზადების უფროსად, საიდანაც ის მიავლინეს გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში; 1957 წელს მან დაამთავრა ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემია და იმავე წელს დაიკავა უმაღლესი მთავარსარდლობის მე–4 საარტილერიო სარეზერვო დივიზიის მეთაურის პოსტი.

1959 წელს, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შექმნასთან დაკავშირებით, გალაქტიონ ალფაიძე დაინიშნა მე–4 სახელმწიფო ცენტრალური პოლიგონის „კაპუსტინ–იარის“ უფროსის პირველ მოადგილედ; მაგრამ მისი მხედრული ბიოგრაფიის გვირგვინად ითვლება მოღვაწეობა სამეცნიერო–საკვლევ პოლიგონ „плесецк“-ზე, პლესეცკის რაიონის არხანგელსკის ოლქში.

გალაქტიონ ალფაიძე ზესაიდუმლო, ყველაზე თანამედროვე რაკეტოდრომის უფროსად 1963 წლის 1 აპრილს დაინიშნა, იგი ამ პოსტზე იმყოფებოდა 12 წლისა და 5 თვის მანძილზე. პირველი გაფრენა პლესეცკიდან 1966 წლის 17 მარტს განხორციელდა. გაუშვეს რაკეტა–მატარებელი „ვოსტოკ–2“, რომელმაც  ორბიტაზე გაიყვანა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი „კოსმოს 112“.  

1968 წლიდან დაიწყო კოსმოდრომ „პლესეცკის“ საერთაშორისო პროექტები კოსმოსური სივრცის კვლევის ფუნდამენტალურ და გამოყენებით სფეროში. 1972 წლის 4 აპრილს აქედან გაუშვეს კოსმოსში მცირე ფრანგული თანამგზავრი МАС-1. 

პლესეცკის რაკეტოდრომიდან გალაქტიონ ალფაიძის უშუალო ზედამხედველობით განხორციელდა სხვადასხვა დანიშნულების 460 რაკეტა–მატარებლის გაშვება, საბრძოლო რაკეტების 4 ტიპის გამოცდა. პირველი კოსმოსური სტარტიდან უკვე ერთ წელიწადში პლესეცკის სარაკეტო პოლიგონი  გახდა ავტომატური კოსმოსური აპარატების გაშვების ძირითადი ადგილი სსრკ–ში.   

რაკეტების გაშვების მიღმა გალაქტიონ ალფაიძეს არასოდეს რჩებოდა მხედველობიდან ადამიანის ფაქტორი. ურთულეს პირობებში, დაძაბულ გრაფიკში მუშაობის დროსაც კი ის ახერხებდა მოეწესრიგებინა თავის თანამშრომელთა ყოველდღიური ყოფა, ეზრუნა მათ ოჯახებზე. ეს ყოველივე აკავშირებდა და ადუღაბებდა კოლექტივს, რომელიც მუშაობდა როგორც ერთიანი, მთლიანი ორგანიზმი. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა წარმატება ჩრდილოეთის პირობებში.

1967 წლის 25 ოქტომბერს გალაქტიონ ალფაიძეს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭეს. მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი მისი ხელქვეითებისთვის მათი უფროსის ცხოვრებისა და სამხედრო მოღვაწეობის, მანამდე გასაიდუმლოებული, ძირითადი მომენტები.

1975 წელს გალაქტიონ ალფაიძე თადარიგში გავიდა, ამავე წლის 14 აპრილს ჩვენი თანამემამულე აირჩიეს ქალაქ მირნის საპატიო მოქალაქედ. ეს ქალაქი კოსმოდრომ "პლესცეკის" მიდამოებშია. მისი სახელობის გახდა ქალაქის პარკიც, ხოლო, სახლზე სადაც გალაქტიონ ალფაიძე ცხოვრობდა გაიხსნა მემორიალური დაფა.

მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, გენერალი ალფაიძე დანიშნეს ერთ–ერთი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, მთავარი კონსტრუქტორის ალექსანდრე ნადირაძის მოადგილედ, სადაც მან იმუშავა 1992 წლამდე. სწორედ ამ ინსტიტუტში იქმნებოდა ყველაზე მრისხანე საკონტინენტთაშორისო რაკეტები.

1977 წელს გალაქტიონ ალფაიძეს, კოსმოსური დარგის განვითარებაში უზარმაზარი დამსახურების გათვალისწინებით, მიენიჭა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია.

გალაქტიონ ალფაიძე მრავალმხრივი ინტერესების ადამიანი იყო –  ნადირობის ტრფიალი, ფიზიკური კულტურის დიდი მოყვარული. ჩრდილოეთის პირობებშიც კი, ის ყოველ დილით აწყობდა გრძელ გარბენებს. მას იცნობდნენ, აგრეთვე, როგორც სახელგანთქმულ "მორჟს". ერთხანს, როდესაც უკვე გადამდგარი იყო, სათავეში ედგა მოსკოვის წყალქვეშა ცურვის სექციას.

ომის პერიოდში გაიცნო გალა ალფაიძემ მომავალი მეუღლე ალექსანდრა სტეფანეს ასული, რომელიც ფერშლად მუშაობდა სანიტარულ ბატალიონში. ისინი 1946 წელს დაქორწინდნენ, მოსკოვში. სამი შვილი შეეძინათ, ვაჟები – შოთა და გიორგი და ქალიშვილი – ნათელა.
მეუღლის გარდაცვალების (1995) შემდეგ, სიცოცხლის ბოლო წლებში, როცა უკვე მძიმედ იყო ავად, გალაქტიონ ალფაიძე მოსკოვიდან რიაზანში გადასახლდა თავის ვაჟთან. აქვე გარდაიცვალა 2006 წლის 2 მაისს. დაკრძალულია მოსკოვში ტროეკუროვოს სასაფლაოზე.

იმავე წლის 10 ნოემბერს მის მშობლიურ სოფელ კურსებში საზეიმოდ გაიხსნა გალაქტიონ ალფაიძის მემორიალი, მისი სახელობის გახდა საშუალო სკოლაც. იგი ქალაქ ტყიბულის საპატიო მოქალაქეცაა.

წყარო:

1. www.georoyal.ge/?id=313 

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/1542884.html 

3. www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2011&art=18

4. www.warheroes.ru/hero/hero.asp?Hero_id=2532

5. www.gazetamir.ru/галактион-елисеевич-алпаидзе.html

6. ალფაიძე გალაქტიონ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.14-15.







სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


ომის გმირი 1941-45 წწ


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0