სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11357

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
იერემია არწრუნი გიორგის-ძე (1804-1877) რუსეთის გენერალი თბილისი

1804-1877 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი არწრუნი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

78       ბეჭდვა

იერემია არწრუნი გიორგის-ძე (1804-1877) რუსეთის გენერალი თბილისი

იერემია გიორგის-ძე არწრუნი (1804-15.11.1877) გენერალ-მაიორი (01.02.1860)  დაიბადა ქ.ვანში (ოსმალეთი).


უძველესი სომხური გვარის წარმომადგენელია, გვარისა რომელიც აყვანილი იქნა რუსეთის თავადის ხარისხში. 1813 წელს ოჯახთან ერთდ გადმოვიდა საცხოვრებლად ტფილისში. აქვე დაამთავრა მან გიმნაზია. შემდეგ დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი. 1823 წლიდან მსახურობდა ულანთა ლაიბ-გვარდიის პოლკში. 1826 წლიდან იყო ოფიცერი. მონაწილეობდა (1826-1828) წლების რუსეთ-სპარსეთის და (1828-1829) წლების რუსეთ-ოსმალეთის ომებში. ომების დროს მონაწილეობდა სარდარაბადის, აბასაბადის და ერევნის ბრძოლებში. 1829 წლიდან იყო გენერალ დოლგორუკოვის ადიუტანტი და მასთან ერთად ერთად იმყოფებოდა მივლინებით სპარსეთში. მიიღო მონაწილეობა თურქმანჩაის ზავის დადებაში, შემდეგ ხამადანში შეხვდა სპარსეთის შახს. 1830 წელს დაინიშნა კავკასიის არმიის მთავარ ინტენდანტად. 1831 წლიდან იყო გენერალ ფ.პასკევიჩის ადიუტანტი, ხოლო მისი გადაყვანის შემდეგ დარჩა კავკასიის ცალკეული კორპუსის მეთაურთან იმავე თანამდებობაზე. იმავე წლის 12 იანვარს აირჩიეს ,,ტფილისის სომხური სემინარიის (ნერსესიანის გიმნაზიის) კეთილმოწყობის კომიტეტის,, წევრად.


მონაწილეობდა მთიელთა წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში. გააგრძელა რა სამხედრო სამსახური, 1836 წელს არწრუნი პოდპოლკოვნიკის წოდებით გადავიდა სამუშაოდ ფინანსთა სამინისტროში. რადგან მას კარგად ჰქონდა შესწავლილი სპარსეთის ეკონომიკა, ის შეუდგა კავკასიასა და სპარსეთს შორის სავაჭრო კავშირების განვითარების შესაძლებლობების შესწავლას, ამავდროულად მას დაევალა ამიერკავკასიის ყველა საბაჟოების მართვა-გამგებლობა. 1838 წელს რამოდენიმე თავის თანამოაზრესთან ერთად ცდილობდა დაეარსებინა მსხვილი სავაჭრო საზოგადოება. 1840-იანი წლების პირველ ნახევარში არწრუნიმ უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე და გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც ცხოვრობდა 1850-იანი წლების ბოლომდე.


1839 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის საინტენდანტო სამმართველოს უფროსად. ამ უწყებაში, სადაც იხარჯებოდა უდიდესი სახელმწიფო სახსრები, მან შემოიღო მკაცრი წესრიგი და დისციპლინა, გამოდიოდა ხაზინის სახელმწიფო ინტერესების მოუსყიდელი დარაჯის როლი. ასე მართავდა ის ამ სამსახურს, მანამ სანამ არ წავიდოდა ამ თანამდებობიდან. 1854 წელს როცა დაიწყო ყირიმის ომი, არწრუნიმ მიიღო დეპეშა სამხედრო მინისტრისგან, რომელიც მას აუწყებდა, რომ იმპერატორ ნიკოლოზ I-ის თანხმობით ის ინიშნებოდა ყირიმში რუსეთის მოქმედი არმიის საერთო ინტენდანტად, მაგრამ მან უარი განაცხადა ამ დიდ თანამდებობაზე. 1855 წლის ზაფხულში სიონის ტაძართან დაიწვა ქარვასლა (რომელიც ცნობილი იყო ,,არწრუნის ქარვასლის,, სახელით) და მე-2 ადგილზე იყო 14 სხვა ტფილისის სომეხ ვაჭართა ქარვასლების სიაში. მაღაზიების ზარალი აღწევდა მილიონებს. გაიგო რა ამ უბედურების შესახებ, არწრუნი გაემგზავრა პეტერბურგში და სთხოვა ხელისუფლებას გამოეძიათ ეს საქმე. შემდეგ არწრუნიმ დაიწყო ქარვასლის აღდგენა და 4-5 თვეში დაამთავრა კიდეც და დაიწყო ახალი სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა. 1865 წლამდე ირიცხებოდა კავკასიის არმიაში. 1865 წლის ივლისში გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით, ავადმყოფობის გამო და საპენსიო უზრუნველყოფის ნახევრით. 1867 წელს ტფილისში შევიდა ძალაში ქალაქის მმართველობის ახალი წესდება, რომელიც დაემთხვა არწრუნის ქალაქის თავად არჩევას. მისი ქალაქის თავად ყოფნისას, ტფილისში 1866 წლის 16 იანვარს გაიხსნაიუნკერთა სასწავლებელი, ხოლო 1867 წლის 2 იანვარს-კავკასიის მუზეუმი. 1868 წელს ავადმყოფობის გაუარესების გამო, არწრუნიმ დატოვა თანამდებობა, დარჩა მხოლოდ საქალაქო საბჭოს წევრად და, ტფილისის საქალაქო საზოგადოებრივი მმართველობის თავმჯდომარედ. მის კალამს ეკუთვნის შრომა «Вопрос о железной дороге в Индию» (1872), რომელიც მან წაიკითხა ,,ტექნიკური საზოგადოების,, ერთ-ერთ სხდომაზე. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ,,წმ.სტანისლავის,, მე-II (1857) და I-ი ხარ. (1865), ,,წმ.ანას,, მე-IV (1827) და მე-II (1842) ხარ. ,,წმ.სტანისლავის,, მე- III-ე (1836) და მე-II(1838) ხარ. სპარსეთის ,,მზისა და ლომის,, მე-II ხარ.(ალმასებ.ნიშნებით-1813). დაკრძალული იყო ტფილისში, ვერის ძველ სასაფლაოზე. სამწუხაროდ მისი საფლავი არაა შემორჩენილი .(ავტ.შენიშვნა)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0