სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
დიმიტრი ახშარუმოვი ივანეს-ძე 1785-1837წწ გენერალ მაიორი დაბ. თბილისი დიმიტრი ახშარუმოვი ივანეს-ძე 1785-1837წწ გენერალ მაიორი დაბ. თბილისი

1785-1837 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ახშარუმოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

დიმიტრი ახშარუმოვი ივანეს-ძე 1785-1837წწ გენერალ მაიორი დაბ. თბილისი

დიმიტრი ივანეს-ძე ახშარუმოვი (11.10.1785-13.01.1837) გენერალ-მაიორი (19.02.1820) იყო ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ამალის ოფიცერ-თარჯიმნის შვილიშვილი.


Дмитрий Иванович Ахшарумов (Ахшарумов Гайк Ованесович; (11 [22] октября 1785 — 13 [25] января 1837) — первый историк Отечественной войны 1812 года, инициатор и главный работник по изданию первого Свода военных постановлений, генерал-майор.




წარმოშობით თბილისიდან. მსახურობდა ქართველ გრენადერთა პოლკში. დიმიტრი დაიბადა სანქტ-პეტერბურგში. 1803 წელს დაამთავრა კადეტთა 1-ი კორპუსი და, დაიწყო სამხედრო სამსახური პრაპორშჩიკად ჩერნიგოვის ქვეითთა პოლკში. მონაწილეობდა აღმოსავლეთ პრუსიის 1806-1807 წლების კამპანიაში და, 1809-1811 წლების ოსმალეთთან ომში, სადაც დაიმსახურა ,,წმ.ვლადიმერის,, მე-IV ხარ. ორდენი (ბაფთით).


შემდგომში მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ეგერთა მე-20 პოლკში, მონაწილეობდა 1812 წლის რუსეთის სამამულო ომში, დაწინაურდა სმოლენსკთან, ბოროდინოსთან და ტარუტინოსთან გამართულ ბრძოლებში, განსაკუთრებით კი მალოიაროსლავცთან, რისთვისაც 1813 წლის 13 თებერვალს დაჯილდოვდა ოქროს ხმლით წარწერით ,,მამაცობისათვის,, ასევე დაწინაურდა იგი რუსეთის არმიის საზრვარგარეთის ლაშქრობისას ევროპაში, კერძოდ ლიუცენთან ბრძოლის დროს, 1813 წლის 20 ოქტომბერს მიანიჭეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და იმავე დღეს დააჯილდოვეს ,,წმ.გიორგის,, მე-IV ხარ.ორდენით.


1814 წელს ის თან ახლდა მოკავშირეთა არმიებს და, შევიდა მათთან ერთად პარიზში, ხოლო სამხედრო მოქმედებათა დამთავრების შემდეგ, დარჩა საზღვარგარეთ რუსეთის ჯარების კორპუსის შემადგენლობაში, მორიგე შტაბოფიცრის თანამდებობაზე. 39 ავტორია შრომისა ,, 1812 წლის ომის აღწერილობა,, ამ შრომას ჰქონდა თავის დროზე მეტად დიდი მნიშვნელობა. 1820 წლის 19 თებერვალს ახშარუმოვი დაინიშნა მე-17 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად. იმავე წლის 8 დეკემბერს ის გადადგა სამხედრო სამსახურიდან. 1821 წლის 8 ნოემბერს დაინიშნა კომისარიატის დეპარტამენტის ვიცედირექტორად.


აქ ახშარუმოვმა დაისახა მიზნად შეექმნა ,,სამხედრო დადგენილებათა მეთოდიკური კრებული,, ასეთი კრებულის გამოცემის აუცილებლობა დიდი ხანი იყო საჭირო, მაგრამ 1826 წლამდე ყველა მცდელობა მთავრდებოდა უშედეგოდ, მანამ სანამ ამ საქმეს ხელი არ მოჰკიდა ახშარუმოვმა. 1826 წელს მან წარუდგინა სათანადო წერილი და სამხედრო დადგენილებათა კრებულის პროგრამის პროექტი იმპერატორის მაშინდელი მთავარი შტაბის უფროსს, ბარონ დიბიჩს. გენერალმა დიბიჩმა ჩათვალა აუცილებლად რჩევითა და დახმარებისათვის მიემართა გრაფ მ.სპერანსკისადმი – თავისებურ ავტორიტეტთან გამომცემლობის და კანონების კოდიფიკაციის დარგში. მ.სპერანსკიმ მიიჩნია ახშარუმოვის წინადადებები ძალზე საფუძვლიანად და საჭიროდ, და დათანხმდა კიდეც თავის თავზე აეღო ნამუშევრის საერთო და მთავარი ხელმძღვანელობა. 1827 წლის 5 ივლისს ახშარუმოვი მიწერილ იქნა მთავარ შტაბთან, მიიღო ამ სამუშაოს შესრულებისათვის თანამშრომელთა სათანადო შტატი და 1850 მანეთი ამ ჯგუფისათვის. ყოველწლიურად გაწეული სამუშაოების შესახებ ახშარუმოვი ამცნობდა პირადად იმპერატორ ნიკოლოზ I-ს. 1835 წელს ახშარუმოვმა დაამთავრა მუშაობა თავის კაპიტალურ შრომაზე, მაგრამ მას არ დასცალდა ენახა წიგნის საბოლოო სახე. გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია გიორგის სასაფლაოზე, (დიდ ოხტაზე).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 10.10.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.02.2023
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0