ბლუაშვილი თედორე მოსეს ძე(17 ივლისი, 1900-1937) დაბადების ადგილი: სოფელი ზარანი, შორაპნის მაზრა.
ადრეული ასაკიდნა მუშად მუშაობდა; 1919-1920წწ. ეწეოდა იატაკქვეშა საქმიანობას საქართველოში; 1920 წელს დააპატიმრეს კომუნისტური აგიტაციისათვის, იმყოფებოდა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, 1921-1922წწ. მუშაობდა ხარაგაულის რაიონის საქართველოს კომპარტიის რაიკომის მდივნად; 1922 წელს - შორაპნის მაზრის პარტიის კომიტეტის ინსტრუქტორი; 1922-1923წწ. - ჭიათურის რაიკომის პასუხისმგებელი მდივანი, საქართველოს ცკ კომპარტიის ინსტრუქტორი; პარალელურად 1923 წელს საქართველოს კპ-ის მობილიზაციით გაიგზავნა წითელ არმიაში პოლიტმუშაკად; იყო ასეულის პოლიტხელი, ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილების ინსტრუქტორი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი; 1929 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული კურსები უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის და დაინიშნა პირველი ქართული სამთო-მსროლელი დივიზიის სამხედრო კომისრად; 1932 წლიდან ამიერკავკასიის წითელდროშოვანი არმიის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე; 1933 წლიდან ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე; 1936 წლიდან კი ხარკოვის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსი. 1937 წელს დააპატიმრეს. ბრალდებად წაუყენეს კონტრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა; 1938 წელს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ.
წყარო: სამხედრო-ისტორიული ფოტოგრაფიის კერძო არქივი: photo-war.com
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- კომუნისტური პარტია (1919-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011505/