სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ჰუგო ჰუპერტი 1902-1982წწ მწერალი, მთარგმნელი სილეზია პოლონეთი

1902-1982 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჰუპერტი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ჰუგო ჰუპერტი 1902-1982წწ მწერალი, მთარგმნელი სილეზია პოლონეთი

ჰუგო ჰუპერტი(5 ივნისი 1902-25 მარტი 1982) დაბადების ადგილი: ბიალა-ბიელიცი, სილეზია, პოლონეთი.

სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში.


1928-1932წწ. მუშაობდა მოსკოვში, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტში, 1936 წლიდან ჟურნალ ინტერნაციონალური ლიტერატურის (გერმანული ფურცლები) მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1939-1941 წლებში იყო მ. გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში. 1944-1945 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1949-1954წწ. პერიოდულად ცხოვრობდა თბილისში; მის შემოქმედებაში საქართველო ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ჩვენში იგი პირველად ჩამოვიდა 1949 წელს და დაიწყო მზადება ვეფხისტყაოსნის სათარგმნელად, რომელიც დაასრულა 1954 წელს. წიგნი პირველად გამოვიდა 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით "რუსთაველი და მისი პოემა" (ილუსტრაციები ს. ქობულაძისა), მეორედ გამოიცა 1970 წელს (ილუსტრირებული ლ. ცუცქირიძის მიერ), მესამედ 1980 და მეოთხედ 1982 წლებში. საქართველოსადმია მიძღვნილი მისი ლირიკული კრებული ყარიბის ქართული არგანი. 1956 წლიდან ცხოვრობდა ვენაში. თანამშრომლობდა გდრ-ის ჟურნალებში, უმთავრესად "ველტბიუნეში", სადაც აქვეყნებდა საქართველოსადმი მიძღვნილ წერილებს - "რეპორტიორის თვალით დანახული რუსთაველი" (1956, №47), "ღირსპატივსაცემი თბილისი" (1959, №2), რომლებიც შევიდა ჰუპერტის პუბლიცისტურ წერილთა კრებულში "წუთები და მომენტები" (1978, გდრ). 1958 წლიდან ავსტრიის სხვადასხვა ქალაქებში კითხულობდა მოხსენებათა ციკლს საერთო სახელწოდებით "საქართველო - კალიფორნია შავი ზღვის პირას". 1966 წელს მონაწილეობდა რუსთაველის საიუბილეო ზეიმში, გამოვიდა სიტყვით, მისი ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ "კომუნისტში" (1966, 2 ოქტ.). ჰუპერტის სამწიგნიანი მემუარების მესამე წიგნში "ქიში ორეულს"(1979) შევიდა მოგონებები საქართველოზე. მის ბოლო რილიკულ კრებულში "ნიშნები ანუ სავსე მთვარე შეკვეთით"(1981) ჩართულია ლექსი "კავკასიაში, ირაკლი აბაშიძის მოტივების მიხედვით" (1979); 1969 წელს ავსტრიის რესპუბლიკამ მიანიჭა პროფესორის წოდება; ავსტრიელი პოეტი.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1016; http://ka.wikipedia.org/wiki/ჰუგო_ჰუპერტი


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ავსტრიის კომპარტია, წევრი (1921-)
  • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) ხელოვნების აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1963-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - ავსტრიის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ხელოვნების საპატიო ჯვარი
  • 1967 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1967 - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) ეროვნული პრემია
  • 1964 - ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის პრემია
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009900/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0