სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10532

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ალექსანდრე ჭყონია 1855-1907წწ მწერალი, იურისტი, მთარგმნელი, დაბ. ახალციხე, სამცხე-ჯავახეთი

1855-1907 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭყონია სია

ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ალექსანდრე ჭყონია 1855-1907წწ მწერალი, იურისტი, მთარგმნელი, დაბ. ახალციხე, სამცხე-ჯავახეთი

ალექსანდრე ჭყონია (1855-1907) დაიბადა ქალაქ ახალციხეში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1875 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ ისტორიის მეცნიერების დასაუფლებლად პარიზს გაემგზავრა.


1877 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდგომ სხვადასხვა დროს მსახურობდა ქუთაისის, ფოთის, შორაპნისა და ოზურგეთის სასამართლოებში. 1881 წელს თავი დაანება სახელმწიფო სამსახურს და ნაფიც ვექილად დაიწყო მუშაობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ - თბილისში. მისი პირველი კორესპონდენცია 1874 წელს დაიბეჭდა გაზეთ "დროებაში". 1890 წელს საკუთარი ხარჯით გამოსცა "ისტორიული ნარკვევი" (საისტორიო ქრესტომათია). მან პირველმა გააცნო ქართველ მკითხველს ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერების ცნობები საქართველოს შესახებ ("პიეტრო დელა ვალლეს მოხსენება საქართველოს შესახებ - 1627 წ.", "ივერია, 1871 წ. N 111"; "იტალიელი მოგზაურები საქართველოში მე-15 საუკუნეში: იოსაფა ბარბარო და ამბროზიო კონრატინი", "მოამბე", 1894, N XI; "ტავერნიეს მოგზაურობიდან მე-17 საუკუნეში", "მოამბე", 1898, VI; "არქანჯელო ლამბერტი - სამეგრელოს აღწერა", თბ., 1901). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემის საქმეში. 1894-1905 წლებში იყო ჟურნალ "მოამბის" რედაქტორი, 1899-1900 წლებში გაზეთ "ცნობის ფურცლის" რედაქტორ-გამომცემელი საზოგადო მოღვაწე. 


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.410; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : wikisource.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თავმჯდომარის ამხანაგი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამგეობის წევრი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0