სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ზაქარია ჭიჭინაძე 1853-1931წწ ისტორიკოსი, მკვლევარი, მწერალი, დაბ. თბილისი

1853-1931 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭიჭინაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ზაქარია ჭიჭინაძე 1853-1931წწ ისტორიკოსი, მკვლევარი, მწერალი, დაბ. თბილისი

ოჯახში მე-15- შვილი

ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე (დ. 1853თბილისი ― გ. 27 დეკემბერი1931, იქვე) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი.



 აზნაურული გვარი საქართველოში. იყვნენ წულუკიძეების აზნაურები, მუხრანბატონის აზნაურები და აგრეთვე ტახტის აზნაურები. ჭიჭინაძეები კახეთში რუსთველის სადროშოში 1722 წლის ერთი საბუთის მიხედვით იყვნენ დროშის მტვირთველნი: „ამისნი დროშის მტვირთველნი ნიორიოს ჭიჭინაძენი ყოფილან და ჩვენც მათვე მივანდევით. ეგრეთ რომე, ოდეს დროშა წაასვენონ, ერთს ძლიერსა და უმჯობესსა კეთილ ცხენოსანსა კაცსა ხელთა მიათვალევდნენ და სხუანი ჭიჭინაძენი გარე შემოეხვეოდნენ ომსა შინა, განა მშვიდობასა და ოდეს ადგილსა დაისავანონ, ქეშიკი დამცველობა ამათ მიანდონ დროშისა“.


ლევან ბერაია

ზაქარია ჭიჭინაძე (1853-1931) დაიბადა თბილისში. ის იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტეტატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი, თვითნასწავლი, იდეური მიმართულებით ხალხოსანი. გამოაქვეყზაქარია ჭიჭინაძე დაიბადა 1854 წელს თბილისში, ეგნატე ჭიჭინაძის ოჯახში. დაწყებით განათლება მიიღო თბილისში მთაწმინდის სკოლაში, შემდეგ კი ირაკლის სახელობის სასწავლებელში. 13 წლიდან იწყება მისი შრომითი საქმიანობა, მუშაობს თამბაქოს ფაბრიკაში, სასტუმროში. ერთხანს საცენზურო კომიტეტში მოხელედ. თავიდანვე გატაცებით კითხულობს ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურას, აგროვებს ძველ ხელნაწერებს.


   ზაქარია ეგნატე ჭიჭინაძის ოჯახში მეთხუთმეტე შვილი იყო. დაწყებით განათლება მიიღო თბილისში მთაწმინდის სკოლაში, შემდეგ კი ირაკლის სახელობის სასწავლებელში. 13 წლიდან იწყება მისი შრომითი საქმიანობა, მუშაობს თამბაქოს ფაბრიკაში, სასტუმროში. ერთხანს საცენზურო კომიტეტში მოხელედ. თავიდანვე გატაცებით კითხულობს ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურას, აგროვებს ძველ ხელნაწერებს.



    ზაქარია ჭიჭინაძე 1869 წელს დაუახლოვდა ცნობილ ქართველ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს სერგეი მესხს, რომელმაც იგი გაზეთ "დროების" თანამშრომლად მიიწვია. ამ გაზეთის ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა ზ. ჭიჭინაძის წერილები “მთაწმინდელის” ფსევდონიმით. 1875–1878 წლებში ზაქარიამ შეკრიბა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი, პერგამენტი და კომენტარებით გამოსცა. ზაქარია ჭიჭინაძე თავის წიგნებს საკუთარ სტამბაში აწყობდა, ბეჭდავდა, კინძავდა და თვითონვე გაჰქონდა ბაზარზე გასაყიდად. მან  გამოსცა "ქართლის ცხოვრება" რამდენიმე ტომად. მის მიერაა შედგენილი და გამოცემული მრავალი ისტორიული, ბიბლიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, სამეცნიერო-პოპულარული და სხვა ხასიათის წიგნი. ზაქარიამ შექმნა ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფიული შრომები. იგი იყო თვითნასწავლი იდეური მიმართულებით ხალხოსანი. გამოაქვეყნა ოუენის, ფურიეს, პრუდონის ლასალისა და ბლანის ბიოგრაფიები, დაწერა ნეკროლოგი კარლ მარქსზე. ავრცელებდა არალეგალურ სოციალისტურ ლიტერატურას, ხელმძღვანელობდა მუშა-ხელოსანთა წრეს. 1913 წელს მეორედ გამოსცა ბროსე–ჩუბინისეული "ქართლის ცხოვრება" ორ ნაწილად. 


    ზაქარია ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა საქართველოში ბატონყმობის ფაქტობრივი მდგომარეობის მასალები (დოკუმენტები). გამოცემები არ იყო კრიტიკული, მაგრამ აკმაყოფილებდა ისტორიულ-დოკუმენტური ძეგლების პოპულარიზაციის ინტერესებს. ამავე ინტერესებს ემსახურებოდა ჭიჭინაძის მრავალრიცხოვანი (120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკურისა და კულტურის ისტორიის საკითხებზე. 


   1922 წელს  მხცოვან მწიგნობარს მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს, რომელიც მიჩნეული იქნა ქართული წიგნის იუბილედაც, რადგან ქართული წიგნის შედგენა-გამოცემასთან იყო დაკავშირებული ზაქარია ჭიჭინაძის მთელი შეგნებული ცხოვრება. იგი ამ საქმის პიონერი იყო. გაზეთი "კომუნისტი" 1922 წლის 19 თებერვლის ნომერში წერდა: "ის ცოცხალი მატიანეა ჩვენი მწერლობის და ვისაც სურს გაიგოს ჩვენი აზრის განვითარების ისტორია, ის ზაქარიას ვერ ასცდება". დიდი დამსახურება მიუძღვის ზაქარია ჭიჭინაძეს ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში, განსაკუთრებით აჭარასა და სამხრეთ საქართველოში.


   ზაქარია ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1931 წელს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1887-)ნა ოუენის, ფურიეს, პრუდონის, ლასალისა და ლუი ბლანის ბიოგრაფიები, დაწერა ნეკროლოგი კ. მარქსზე. ავრცელებდა არალეგალურ სოციალისტურ ლიტერატურას, ხელმძღვანელობდა მუშა-ხელოსანთა წრეს. მეორედ გამოსცა ბროსე-ჩუბინაშვილისეული "ქართლის ცხოვრება"(1913, ორ ნაწილად), "პარიზის ქრონიკა"(1910), გამოაქვეყნა საქართველოში ბატონყმობის ფაქტობრივი მდგომარეობის მასალები(დოკუმენტები). გამოცემები არ იყო კრიტიკული, მაგრამ აკმაყოფილებდა ისტორიულ-დოკუმენტური ძეგლების პოპულარიზაციის ინტერესებს. ამავე ინტერესებს ემსახურებოდა მისი მრავალრიცხოვანი(120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში, განსაკუთრებით აჭარასა და სამხრეთ საქართველოში.        


ბიბლიოგრაფია

  • როგორ მოატყუა პეტრე დიდმა ვახტანგ მეექვსე და 3000 ოჯახი ქართველთა (ავტორი). - თბილისი, კომპლექსი, 1990. - 27გვ.
  • ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ : ისტორიული მიმოხილვა (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1990. - 15გვ.
  • შოთა რუსთაველი, 1172-1216 (ავტორი). - თბილისი, არსენ. კალანდაძის სტამბა, 1884. - 68
  • ქართული კალენდარი 1884 წ. (ავტორი). - ტფილისი, ვართანიანცის სტამბა, 1884. - 50გვ.
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001510/

http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00007028/

  • 1887 — ქართული მწერლობა მეთორმეტე საუკუნეში
  • 1891 — დიმიტრი ბაქრაძე
  • 1894 — ქართველთ ებრაელნი საქართველოში
  • 1895 — აბატი პეტრე ხარისჭირაშვილი
  • 1898 — უმთავრესი მიზეზები საქართველოს მიმართ რომის ყურადღებისა
  • 1898 — ბენია, ქართველთ მეფეების ხუმარა
  • 1899 — Исарлов, Л.С. Письма о Грузии
  • 1900 — ისტორია ქართულის სტამბისა და წიგნების ბეჭდვისა, 1626-1900.
  • 1900 — ქართველთ ხელოსნები და ხელოსნობა საქართველოში
  • 1901 — აღამაჰმად-ხანის თავის მკვეთელი მცხეთელი ანდრია (სადიხა) და მორჩილი რაჟდენ ბარამიძე
  • 1903 — პარიჟის ქრონიკა ანუ ცხოვრება საქართველოსა
  • 1904 — ქართველთ ებრაელნი საქართველოში
  • 1904 — ქართველ კათოლიკეთ პატრი მიხეილ თამარაშვილი და მისი შრომანი
  • 1904 — ქართველთ კათოლიკენი და საქართველოს დაკარგული სოფლები
  • 1904 — ისტორია ხურსიძის (ისარლოვი) გვარისა და შოთა (შიო) რუსთაველი
  • 1905 — სამცხე-საათაბაგო
  • 1905 — ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე
  • 1905 — ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა
  • 1906 — თბილისის ამბოხება ანუ დიდი ბუნტი 1865 წ.
  • 1906 — მესხეთ-ჯავახეთის გათათრება
  • 1906 — მოკლე ისტორია ქართულის თეატრისა, 1791-1906
  • 1909 — ისტორია ქართული სტამბისა და წიგნის ბეჭდვისა, 1709-1909. მეფე ვახტანგ მეექვსე
  • 1910 — სოლომონ ლეონიძე
  • 1911 — ისტორია ოსმალეთის ყოფილ მუსულმან ქართველთ საქართველოსი, ბათუმი
  • 1912 — მუჰაჯირი-ემიგრაცია
  • 1912 — ქართველ მაჰმადიანთ გადასახლება ოსმალეთში
  • 1912 — ქართველ კათოლიკეთ სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები
  • 1913 — მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში
  • 1913 — ოსეთის ისტორია ქართულის ისტორიულის წყაროებით, სურათებით
  • 1915 — ქართველების გამაჰმადიანება ანუ ქართველთ გათათრება
  • 1916 — ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრება
  • 1916 — ნიკოლოზ ბესარიონის-ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა 1627-1913 წ.
  • 1916 — ვახტანგ მეექვსე და სხვათა შრომა ქართული სტამბის წინაშე
  • 1916 — ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ.
  • 1917 — სარგის თმოგველი და მისი დილარიანი
  • 1917 — ქართველ მეფეთ დროის ქართველ რესპუბლიკანელები და მეფე ერეკლეს წერილები ვენეციის რესპუბლიკური მთავრობის წინაშე
  • 1919 — ისტორია "ფარული საზოგადოებისა"; ფილადელფოს კიკნაძე
  • 1920 — აღა-მაჰმადხანის მეორეთ შემოსევა და მისი წამქეზებელნი 1797 წ.
  • 1920 — მარიამ დედოფალმა რა მიზნით მოკლა რუსის გენერალი ლაზარევი და კრწანისის ომის ამბავი 1795 წ.
  • 1925 — საქართველოს ბატონყმობის ფაქტიური მასალები




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0