თავაძე რობერტ გერონტის ძე (24 აპრილი 1930-16 აპრილი 2004) დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
თბილისის № 63-ე რუსული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს თბილისის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეცსკოლაში. 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა ვლადიკავკაზის სამხედრო-საავტომობილო სასწავლებელი, 1951 წლიდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, 3 წელი ჩინეთში, საავტომობილო ნაწილებში. 1955 წელს ჩინეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ მსახურობდა ზღვისპირეთის მხარეში. 1960 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1963 წელს მსახურობდა უკრაინასა და მოლდოვეთში, შენაერთის მეთაურის მოადგილედ ზურგის დარგში. შემდეგ იგზავნება გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში, რომელსაც ამთავრებს 1970 წელს და ინიშნება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში. 1976-1985 წლებში მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილედ. 1985–1988 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ჯარების მთავარსარდლის მოადგილეა. 1992–1995 და 1998–1999 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, სამხედრო კონსულტანტია, ხოლო შემდეგ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე ზურგის დარგში და უზრუნველყოფდა ჯარების მომარაგებას. დაჯილდოებულია 23 მედლით და 6 ორდენით, მატშორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.428; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.113
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი (III ხარისხის)
სსრკ შეიარარებულ ძალებში სამსახურისათვის - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (სრული კავალერი)
Тавадзе Роберт Геронтьевич (1930–2004), генерал-майор (19.02.1976), генерал-лейтенант (16.02.1979).
После окончания русской средней школы საშუალო 63 Тбилиси продолжает обучение в Тбилисской специальной школе ВВС. Окончил Владикавказское военное автомобильное училище в 1951 году, служил на Дальнем Востоке с 1951 года, 3 года автомобильный в Китае. В 1955 году он служил на побережье после вывода советских войск из Китая. В 1960 году поступил в Ленинградскую военную академию позвоночника и транспорта, после окончания которой в 1963 году служил в Украине и Молдавии в должности заместителя командующего отделом позвоночника. Затем его направляют в Военную академию Генерального штаба, который в 1970 году окончил и назначен в Закавказский военный округ. С 1976-1985 гг. Занимал должность заместителя командующего военным округом на Дальнем Востоке. В 1985-1988 годах был заместителем командующего войсками Дальнего Востока. В 1992–1995 и 1998–1999 годах он был заместителем министра обороны Грузии, военным консультантом, затем заместителем главнокомандующего вооруженными силами и обеспечивал снабжение войск. Награжден 23 медалями и 6 медалями, 2 медалями Китайской Народной Республики в Машуре. Генерал-майор Грузии, генерал-лейтенант.
Источник: Грузия: Энциклопедия: T. III.-Tb, 2014.- с. 428; Верные клятве военного дела: грузинские генералы. Tb, 2015.- с. 113