ნიკა თავაძე ( 8 მაისი 1970) მსახიობი, რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (შ. გაწერელიას ჯგუფი) 1991 წელს.
1994–1997 წლებში მუშაობდა "სამეფო უბნის თეატრის" დაარსებაზე. ამავე თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რემი (ი. მისიმას "ჩემი მეგობარი ჰიტლერი"), ნუგზარი (ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი"); მამაკაცი ("აქ, ამ სავანეში"); ბრიკი (ტ. უილიამზის "კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე") და სხვ. 2007 წელს ამავე თეატრში დადგა ფ. ვებერის "კონტრაქტი", 2012 წელს ს. მროჟეკის "სტრიპტიზი". 2000 წლიდან კოტე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობია. ამ თეატრში შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: იუდა (მ. ბულგაკოვის "პილატე"), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", 2006), ობერონი (უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", 2006), ქაქუცა ჩოლოყაშვილი (გ. ქართველიშვილის "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", 2007), ფერნანდო (ე. გლანსერანი "გრონჰოლმის მეთოდი", 2013) და სხვ. გადაღებულია ქართულ და სუცხოურ ფილმებში: "იავნანამ რა ჰქმნა" (1993), "ბრავო, ალბერ ლოლიშ" (1997), "ხვეული კიბით" (რეჟ. მ. თავაძე, 2001); "რენე მიდის ჰოლივუდში" (რეჟ. ა. ცაბაძე, 2010) და სხვ.
თავაძე - საქარა, საჯავახო, ტოლები, ფერსათი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4311/