კალაძე ნიკოლოზ ივანეს ძე (28 მაისი1909-1997) დაბადების ადგილი: დაბა კულაში, სამტრედიის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სამხედრო მეთაურთა ქართული გაერთიანებული სკოლა 1927 წელს და თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1933 წელს.
1938 წლის ბოლოს დაინიშნა კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსად, 1939 წელს - დივიზიის სამხედრო კომისრად. მონაწილეობდა დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებაში(1939), იბრძოდა თეთრფინელების წინააღმდეგ(1940), დიდი სამამულო ომის(1941-1944) დროს იყო დივიზიის მეთაურის მოადგილე(1942-დან), მეთაური(1943-დან). მონაწილეობდა ლვოვთან, კიევთან, ხარკოვთან, დონის ველზე, სტალინგრადთან, კურსკთან, უკრაინაში გამართულ ბრძოლებში. აგრეთვე პოლონეთის განთავისუფლებაში, ბერლინის ოპერაციაში. კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემიის დამთავრების(1948) შემდეგ მეთაურობდა სამხედრო შენაერთებს. 1962 წლიდან თადარიგში იმყოფებოდა. სამხედრო-ისტორიული ნარკვევების ავტორი. გენერალ-მაიორი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 328; https://ru.wikipedia.org/wiki/Каладзе,_Николай_Иванович
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ , წევრი (1928-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- 1950 - ლენინის ორდენი
- 1945 - ლენინის ორდენი
- 1945 - სუვოროვის სახელობის II ხარისხის ორდენი
- 1944 - სუვოროვის სახელობის II ხარისხის ორდენი
- 1940 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
- 1940 - წითელი დროშის ორდენი (4 ორდენი)
ბიბლიოგრაფია
- უდრეკი კავკასიონი : ქართველი მეომრები კავკასიისათვის ბრძოლებში 1942-1943 წლებში (ავტორი). - თბილისი, საქართველოს კპ ცკ-ის გამ-ბა, 1972
- სტალინგრადი, კურსკი, ბერლინი : დიდი სამამულო ომის მონაწილის მოგონებები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1969
- ბერლინის ოპერაცია (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1967
- კურსკის ბრძოლები : მეორე მსოფლიო ომი (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1963
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009161/