გულდა კალაძე (1932-1974)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1957 წელს.
მის შემოქმედებას ახასიათებს ფორმის გრძნობა, დახვეწილი პროპორციები. ნამუშევრები: "ყურძნის მტევანი" (ბრინჯაო, 1957); "განთიადი" (თაბაშირი, 1960); ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსისათვის შექმნილი სკულპტურული ჯგუფი "ოჯახი" (ქვა, 1967); მონუმენტური რელიეფი სასტუმრო "ივერიისათვის" (ქვა, 1968). მუშაობდა წიგნის ილუსტრაციის დარგში.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 328
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1962-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1971 - საქართველოს კომკავშირის პრემია
- საქართველოს დამსახურებული მხატვარი