სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
პეტრე ჭარაია 1861-1919წწ მკვლევარი, მწერალი, პედაგოგი, დაბ. სოფელი უშქუთი, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1861-1919 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭარაია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

პეტრე ჭარაია 1861-1919წწ მკვლევარი, მწერალი, პედაგოგი, დაბ. სოფელი უშქუთი, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

პეტრე ჭარაია (1861-1919) დაიბადა ოჩამჩირის რაიონის სოფელ უშქუთში.


 მშობლების ადრე გარდაცვალების გამო იძულებული გახდა თბილისის სასულიერო სემინარიის მეხუთე კლასიდან გამოსულიყო; განუწყვეტლივ მასწავლებლობდა სამურზაყანოს სკოლებში; ყველგან იცავდა ქართულ ენას; როგორც მოწინავე პედაგოგი და ნიჭიერი ჟურნალისტი, ბევრჯერ მიუწვევიათ ქუთაისში ან თბილისში სამუშაოდ, მაგრამ ის სამურზაყანოში არჩევდა დარჩენას და მუშობას; როგორც მასწავლებელი იგი იაკობ გოგებაშვილის ერთგული მოწაფე იყო მოწინავე იდეებით აღჭურვილი და ახალი, ეროვნული სკოლისათვის მებრძოლი; მიუხედავად იმისა, რომ იმ ხანებში აფხაზეთის ეპარქიის ფარგლებში ქართული ენის სწავლება ყველგან და ყველა ტიპის სკოლაში სასტიკად აკრძალული იყო, ის მაინც არ იშლიდა თავისას, ქართულ წიგნებს უფასოდ ურიგებდა თავის მოსწავლეებსა და აგრეთვე, ახლობელ სკოლებსაც აწვდიდა; 1895 წლის ჟურნალ "მოამბეში" დასვა საკითხი "ქართული სალიტერატურო ენისა და მართლწერის" ჩამოყალიბების შესახებ; მას ეკუთვნის მრავალი ლიტერატურული ნარკვევი, გამოკვლევა და კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატია, რომლებიც ქართულ პერიოდიკაშია გაფანტული.



წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ოჩამჩირის განყოფილების წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0