სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
სერგი წულაძე 1916-1977წწ  მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი, დაბ. თბილისი სერგი წულაძე 1916-1977წწ  მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი, დაბ. თბილისი სერგი წულაძე 1916-1977წწ  მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი, დაბ. თბილისი

1916-1977 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი წულაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

სერგი წულაძე 1916-1977წწ მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი, დაბ. თბილისი

სერგი წულაძემ განვლო ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო გზა. მწერალი, მთარგმნელი და მეცნიერი ორი ათეული წლის მანძილზე ემსახურებოდა ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებას.


სერგი წულაძე წარმოშობით გურიის სოფელ ჭანჭათიდან იყო. დაიბადა 1917 წლის 7 სექტემბერს, თბილისში. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წასულ მამას თან გაჰყვა და ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი პარიზში ცხოვრობდა. 1939 წელს სერგი წულაძემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფია–ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1947 წელს – ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.


II მსოფლიო ომის წლებში სერგი წულაძე აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში.

1951 წელს მას მიენიჭა სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი. ამავე წელს მან ცოლად შეირთო ფრანგი მადლენ ვერდო და 1958 წელს ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნდა.

1958-1961 წლებში სერგი წულაძე მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ფსიქოთერაპიის განყოფილებას მ. ასათიანის ფსიქიატრიის ინსტიტუტში. სერგი წულაძე გარდაიცვალა მოსკოვში 1977 წლის 2 ივლისს.


სერგი წულაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის მშობლიური ლიტერატურის წინაშე. ნაშრომში "საზღვარგარეთული ქართველოლოგია" სერგო თურნავა აღნიშნავს: "სერგი წულაძე იყო პირველი მთარგმნელი, რომელმაც უცხოელ მკითხველებს ფრანგულ ენაზე მიაწოდა "ვეფხისტყაოსნის" სრულყოფილი პოეტური თარგმანი".

"ვეფხისტყაოსნის" სერგი წულაძისეული თარგმანი აღიარებული და სათანადოდ დაფასებულია როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის აკადემიურ წრეებში. თარგმანი ცალკე წიგნად გამოსცა ფრანგულმა გამომცემლობა "გალიმარმა" (Gallimard), მას მიენიჭა საფრანგეთის აკადემიის უაღრესად პრესტიჟული ლანგლუას (Charles - Victor langlois) სახელობის პრემია.


მთარგმნელს დიდი დახმარება გაუწია პროფ. შალვა ნუცუბიძემ. "სერგი წულაძეს ყველა მონაცემი გააჩნდა მისთვის მიცემული დავალებისათვის – წერდა შალვა ნუცუბიძე – იგი ბავშვობიდანვე საფრანგეთში აღიზარდა, ფრანგული ენა მისთვის მშობლიური ენა გახდა... იგი კარგად იცნობს შუა საუკუნეების ფრანგულ მწერლობას და რენესანსში მისი გადასვლის ძეგლებს. ეს გარემოება მას უადვილებდა ქართული რენესანსის ისეთი ძეგლის წვდომას, როგორიც არის "ვეფხისტყაოსანი"..."

ქართველი რუსთველოლოგების მსგავსად "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ თარგმანს მაღალი შეფასება მისცეს უცხოელმა კრიტიკოსებმა. ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი რენე ლაკოტი თავის სტატიაში "უკვდავი წიგნი" წერდა: "მთარგმნელმა, რომელიც ეროვნებით ქართველია და ამავე დროს ჩინებული ფრანგი მწერალი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურის მცოდნე, შესანიშნავად შეუხამა დედნის რიტმი ფრანგულ რიტმს, საუცხოოდ გადმოსცა ორიგინალის ჟღერადობა  და რითმების შეხამება..."

"ვეფხისტყაოსნის" გარდა სერგი წულაძემ ფრანგულ ენაზე თარგმნა იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", იოანე საბანისძის "აბო ტფილელის მარტვილობა", ჩახრუხაძის "თამარიანის" ნაწყვეტები. მასვე ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ აბაშიძისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსების თარგმანები.

წყარო: 

1. თურნავა სერგო. საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1978.

2. ნიკოლაძეფრანსუაზწინააღმდეგობის მოძრაობა : მე-20 საუკუნის „რაინდი“ // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში : 1939-1945 წლები / ფ. ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე. - თბ., 2009. - გვ.98-113.

3. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010578/




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0