სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
სტეფანე ძიმისტარიშვილი 1847-1912წწ დაბ. სოფ. კვაუთი, სენაკი, სამეგრელო,

1847-1912 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ძიმისტარიშვილი სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

სტეფანე ძიმისტარიშვილი 1847-1912წწ დაბ. სოფ. კვაუთი, სენაკი, სამეგრელო,

სტეფანე ძიმისტარიშვილი (1847-1912) დაიბადა სენაკის მაზრის სოფელ კვაითში.


დაამთავრა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი; შემდეგ ქუთაისის 1-ლი გიმნაზია; გიმნაზიის კურსის დასრულებისთანავე შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში;  ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ხან მარტვილში, ხან სენაკში, უკანასკნელ პერიოდში ქუთაისში; თავგამოდებით იცავდა სკოლებში ქართული ენის სწავლებას, ამის გამო არაერთხელ დასჯილა სხვადასხვა ადგილზე გადაყვანით ან სამსახურიდან სრულიად მოხსნით; აქტიური მონაწილე იყო თითქმის ყველა კულტურული საქმიანობისა და წამოწყებისა; იგი ერთ-ერთი დამაარსებელთგანია ქუთაისის სცენის მოყვარულთა იმ წრისა, რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო ქუთისის მუდმივ სცენას; თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე საკუთარი ინიციატივითა და ენერგიით შეძლო კულტურულ ცენტრს მოწყვეტილ და დაშორებულ მთელ რიგ სოფლებში დაეარსებინა სამრევლო სკოლები, სადაც ხერხდებოდა ქართული ენის სწავლება; გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი ქართულ ლიტერატურაშიც როგორც მწერალს, პოეტსა და ჟურნალისტს, ჯერ კიდევ მოსწავლეობისას, 1866 წელს დაიწყო ლექსების წერა; წერდა ლექსებს, სცენარებს, ფელეტონებს, კორესპონდენციებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე.


წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/47-dzimistarishvili

ბიბლიოგრაფია

  • საქართველოს ისტორია : სახელმძღვ. შრომის სკოლებისათვის (ავტორი) // ნაწ. 1. - ტფილისი, სახელგამი, 1927. - 98, [1] გვ.
  • ჩიტ-ბეღურა : დასურათებული ხალხური ზღაპარი ლექსად (ავტორი). - თბილისი, გამომცემლობა "ნორჩი საქართველო" N 1, 1919. - 31გვ.
  • თხზულებანი (ავტორი) // წ. 1 : ლექსები, სცენები და სხვადასხვა ნაწერები. - ტფილისი, ექვთიმე ხელაძის სტ., 1904. - 108გვ.
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006034/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0