სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ფარნა-ბექა ჩილაშვილი (ფაჰ­რე­თი ჩი­ლოღ­ლუ) მთარგმნელი 1956წ უნიე, თურქეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჩილაშვილი სია

თურქეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

ფარნა-ბექა ჩილაშვილი (ფაჰ­რე­თი ჩი­ლოღ­ლუ) მთარგმნელი 1956წ უნიე, თურქეთი

მთარგმნელი ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მოდიოდა" თურქეთში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა (70 საუკეთოსო წიგნი)  


ბიოგრაფია

ფარნა-ბექა ჩილაშვილი დაიბადა ორდუს პროვინციის უნიეს ქართულ სოფელ აქბაბაში. წინაპართა ენა ოჯახში შეისწავლა. თავად მწერლის ინფორმაციით, მისი წინაპრები ზემო აჭარიდან, კერძოდ კი მაჭახელიდან XIX საუკუნის ბოლოს გადასახლებულან თურქეთში და შავი ზღვის სანაპიროზე, უნიეს რაიონში დამკვიდრებულან.

1980 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერისტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ენციკლოპედიურ გამოცემებში. იყო 1993 წელს აღდგენილი ჟურნალჩვენებურისრედაქტორი.

1997 წელს დაიწყო ჟურნალმამულისგამოცემა. ამ ჟურნალმა გააგრძელაჩვენებურისძირითადი ხაზირაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა თურქულენოვანი მკითხველისათვის საქართველოს შესახებ.

2007 წლიდან თურქეთში მისივე დაარსებული თურქულ-ქართული ჟურნალის, ფიროსმანის მთავარი რედაქტორი იყო.

თარგმნის თანამედროვე და კლასიკურ ქართულ ლიტერატურას, ასევე ისტორიული თხზულებებს.


შემოქმედება

ფარნა-ბექა ჩილაშვილი თანამედროვე თურქული ლიტერატურის ერთერთი საინტერესო წარმომადგენელი, ლიტერატურულ სამყაროში ფართოდ ცნობილი პროზაიკოსი, პოეტი და ესეისტია. თავდაპირველ ეტაპზე, ქართული გვარის დადგენამდე, ის წერდა ჭილაძის გვარით. წერს ძირითადად თურქულად, მაგრამ ქართულად დაწერილი მოთხრობა და ლექსებიც აქვს.

თავად მწერლი ასე გადმოგვცემს საკუთარი შემოქმედების ძირითად თემას:        

ჩემი ლექსების, მოთხრობებისა და ნოველების თემა ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი საქართველოა. უფრო ჩემი ხალხის წარსულს, საქართველოდან გადასახლებას, საზღვარს აქეთ და იქით დარჩენილ ადამიანთა განცდებს ასახავს. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა შორის ამ თემაზე პირველმა მე დავწერე.

2004 წელს გამოიცა ფარნა-ბექა ჩილაშვილის პოეტური კრებულიაპრილის ლექსები“, მოთხრობების კრებულიდამტოვე შორსდა კრებულიუსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“, რომელიც დღიურების სახითაა დაწერილი.

2006 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა ფარნას რჩეული მოთხრობების კრებულისასაზღვრო ფიქრები“. ეს წიგნი მან გამოსცა ჭილაძის გვარით. ლია ჩლაიძემ 2006 წელს აღნიშნული წიგნის შესავალში საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიუძღვნა ავტორს.

 

ფარნა-ბექა ჩილაშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათ შორისაა, „ქართველების ისტორია“[2] (1993), რომელიც პოპულარული ფორმით ინფორმაციას აწვდის თურქულენოვან მკითხველს საქართველოს შესახებ. წიგნის იმ თავში, რომელსაცთურქეთის ქართველებიჰქვია, გამოყენებულია ქართველების თურქეთში მოხვედრის ისტორია. ფარნა-ბექა ჩილაშვილი პირველია თურქეთის მეისტორიეთაგან, ვინც იქაურ ქართველებს სიმართლე უთხრა თავიანთი ვინაობის შესახებ.

ბიბლიოგრაფია

·         სანამ თოვს : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2012. - 186გვ.. - ISBN: 978-9941-421-40-2




·         https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90_%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

·         http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001034/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.03.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0