როსტომაშვილი მიხეილ ენუქის ძე (15 სექტემბერი 1902-87) გენერალ-მაიორი (1943); დაბადების ადგილი: სოფელი გომი, ხაშურის რაიონი.
დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა და ქართულ საარტილერიო პოლკში ოცეულის მეთაურად დაინიშნა; 1926 წელს დაამთავრა მოსკოვის საარტილერიო ერთწლიანი კურსები და 1-ლი ქართული მსროლელი დივიზიის საარტილერიო პოლკის ბატარეის მათაურად გაიგზავნა; 1936 წელს მოსკოვის საარტილერიო აკადემიის მსმენელად ჩაირიცხა; 1939 წელს გაიგზავნა ხარკოვის სამხედრო ოლქის ჯარებში სამსახურისათვის. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ხარკოვის სამხედრო ოლქის ბაზაზე შექმნილი მე-18 არმიის შტაბის განყოფილების უფროსად დაინიშნა; 1943 წლის მარტში გადაიყვანეს მე-2 გვარდიული არმიის შტაბის განყოფილების უფროსად. 1939 წლიდან სახელმწიფო უშიშროების მაიორი; 1943 წლიდან სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკი; 1943 წლიდან გენერალ-მაიორი. ქართველი მხედართუფროსი. გენერალ-მაიორი (1943).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.448
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1922-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1945 - წითელი დროშის ორდენი
- 1944 - წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
- 1943 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- 1940 - საპატიო ნიშნის ორდენი
Ростомашвили Михаил Энукович (1902–1987), генерал-майор (26.05.1943)
В 1941 году, когда началась война, он служил в Харькове в звании генерал-майора, его должность – начальник Особого Отдела Армии. На войне он стал начальником контрразвдки — СМЕРШ (смерть шпионам). Он прошел всю войну – от Москвы до Германии. Победу он встретил в Пруссии, в городе Кёнигсберге. За своё мужество и храбрость вовремя он получил немало наград: Орден Красной Звезды; Орден Отечественной войны; Орден Ленина; Четыре Ордена Боевого Красного Знамени; Медаль «За взятие Кёнигсберга»; Медаль «За оборону Кавказа». Воспоминания моего дедушки: «В 1945 году, в тылу наших войск, ликвидируя банды фашистов, был взят вражеский дзот. Пленных фашистов выводили из дзота и строили на поляне. Я давал указания, что делать с захваченным оружием. Мой адъютант подошел ко мне и, поднеся, руку к козырьку фуражки, громким голосом сказал: — Товарищ генерал-майор! Машина готова для отправки! Один из немецких солдат удивленно посмотрел на меня и на ломанном русском языке спросил: — Генерал? Если бы я знал, что Вы генерал, то взорвал бы Вас вместе с пнём!» Дело в том, что дедушка был в полевой форме, звездочки на его погонах были зеленые, и они сливались с формой и не были заметны врагу. А пень, на котором он сидел, оказался заминированным.
Источник: https://gazeta-pedagogov.ru/moj-lyubimyj-dedushka-rostomashvili-mihail-enukovich/
© gazeta-pedagogov.ru
http://events.mematiane.ge/product-details.php?id=3850