Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
2.7 სამოელ II  - დაახ. VI ს-ის 40-60-იანი წლები  ქართლის კათალიკოსი

770      

2.7 სამოელ II - დაახ. VI ს-ის 40-60-იანი წლები ქართლის კათალიკოსი

სამოელ II — ქართლის კათოლიკოსი VI საუკუნის შუა წლებში — VI საუკუნის 70-იან წლებში. სამოელს მოუნათლავს სპარსი ცეცხლთაყვანისმცემელი ევსტათი, რომელიც აწამეს დაახლოებით 550 წელს. მანვე ქართლის სხვა მთავრებთან ერთად სთხოვა ქართლის მარზპანს არვანდ გუშნასპს ქრისტიანობის მიღებისათვის დაპატიმრებული ევსტათის გათავისუფლება ციხიდან. სამოელს დაუკრძალავს ევსტათი მცხეთის საკათედრო ტაძარში.

სუმბატ დავითის ძის ქრონიკის მიხედვით, სამოელი იყო მეცხრე კათოლიკოსი, რომელიც სვიმონ კათოლიკოსის გარდაცვლაების შემდეგ დაჯდა მცხეთის ტახტზე. სამოელის დროს ქართლში გამოჩნდა პალესტინიდან წამოსული გუარამი შვიდიდან ერთი ძმა, რომელიც ქართლში შემოკრებილი ერისთავად აირჩიეს, შემდგომში მცხეთის ჯვრის მცირე ეკლესიის საფუძვლის დამდები.