სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
შალვა შარაშიძე 1880-1934წწ მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი, გურია

1880-1934 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი შარაშიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

შალვა შარაშიძე 1880-1934წწ მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი, გურია

შალვა შარაშიძე (1880-1934) დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში. დაამთავრა ბახვის დაწყებითი სკოლა 1891 წელს.



სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1996 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე შევიდა, შემდეგ სამედიცინო ფაკულტეტზე გადავიდა. 1906 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1905 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა თბილისის საზოგადოების ორგანიზაციის ბოლშევიკური ფრაქციის არალეგალურ მუშაობასა და გამოსვლებში. ამავე წლის ნოემბერში მის სახლში ჩატარდა კავკასიის ბოლშევიკების საიდუმლო ყრილობა ი. სტალინის მონაწილეობით. 1906 წლის I ნახევარში გადავიდა ბაქოში და იქ განაგრძო არალეგალური მუშაობა. 1907-1910წწ. პეტერბურგში იყო და მონაწილეობდა ქართველი სათვისტომოს მოღვაწეობაში. 1911 წლიდან ქუთაისში იყო და თბილისის გამოცემებში ბეჭდავდა იუმორისტულ ლექსებსა და ფელეტონებს. 1914 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო "სახალხო სახლის" თეატრის რეჟისორი და მსახიობი. განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1919 წელს თაგუნას ხელმოწერით გამოქვეყნდა მისი "თხზულებანი", 1926 - "თამარ ცბიერი", 1933 - საბავშო კრებული "ხორთუმი მაქვს, მაგრამ სპილო არა ვარ", 1921 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა მისი პიესა "ავგაროზი", 1924 წელს მის მიერ ინსცენირებული დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", 1928 წელს გამოცემული "უცხო სიტყვათა ლექსიკონის" ერთ-ერთი რედაქტორი. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.686;


http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/132732

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.01.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0