სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ირაკლი შამათავა 1987წ.  იურისტი, მწერალი  დაბ. სოფ. შეშელეთი გალი, აფხაზეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი შამათავა სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ირაკლი შამათავა 1987წ. იურისტი, მწერალი დაბ. სოფ. შეშელეთი გალი, აფხაზეთი


ირაკლი შამათავა ზურაბის ძე 14 ნოემბერს 1987 დაიბადა  ქალაქ გალში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატი 2011 წელს; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა 2016წელს


არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი. სამართლის აქტუალურ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო სტატია; მისი მოთხრობები იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში: "ცისკარი", "ქართული მწერლობა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა", "ალავერდობა", "მერანი", "ქართული სიტყვა". პროზაული ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე). თარგმანები დაიბეჭდა "ცოცხალი წიგნების" ინგლისურენოვან ანთოლოგიაში, (2017-2018), ასევე მსოფლიო ხალხთა პროზაულ ანთოლოგიაში (2012-2014); ნაწერები განთავსებულია Lib.ge, Lit.ge-ზე და urakparaki.com-ზე. მისი მოთხრობა "კაენი და სახარება" თარგმნილია რუსულ და სომხურ ენებზე. რუსულ ენაზე თარგმნილი მოთხრობა შესულია მსოფლიო ხალხთა პროზაულ კრებულში; ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით, ლექტორი; არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტიპენდიანტი (2009); დაჯილდოებულია: სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „ალერდი“ (2011);  გურამ რჩეულიშვილის პრემია (ორგზის) (2012-2013);  წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის პრემია (2016); ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია (2016).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი


  • აფხაზეთის ლიტერატორთა და შემოქმედთა გაერთიანება, წევრი
  • საავტორო უფლებათა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია , წევრი
  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია
    მინიატურისათვის "ბავშვობადაკარგული თაობა"
  • 2012 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
    რომანისათვის "დემნა უფლისწული"
  • 2010 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "მცირე პროზა", II პრემია
    მოთხრობისათვის "კაენი და სახარება


ბიბლიოგრაფია

ირაკლის მამა ზურაბ ლუკიანეს ძე შამათავა  დაიბადა 01/05/1957 სოფელი შეშელეთი, გალი, აფხაზეთი. გარდაიცვალა 2007 წელს ქ. ფოთი





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0