სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გერონტი ქიქოძე 1888-1960წწ კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, დაბ. ბახვი, ოზურგეთი, გურია

1888-1960 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ქიქოძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

63       ბეჭდვა

გერონტი ქიქოძე 1888-1960წწ კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, დაბ. ბახვი, ოზურგეთი, გურია

გერონტი ქიქოძე (1888-1960) დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში.


დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სკოლა, შემდეგ ქუთაისის რეალური სასწავლებელი. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა არალეგალური ხელნაწერი ჟურნალის გამოცემაში. ბოლო კლასებში ამხანაგებთან ერთად ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1903 წელს გაემგზავრა ევროპაში. სწავლობდა ლაიფციგის, უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იყო რსდმპ წევრი, ბოლშევიკების ფრაქციაში. 1905 წლის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში და ჩაება რევოლუციაში. თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებთანმოგზაური“, „დროებადაახალი ცხოვრება“, თარგმნიდა ქართულად მარქსისტულ ლიტერატურას. 1906 წელს დააპატიმრეს სამი კვირით პოლიტიკური საბაბით. გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა ლაიფციგში და განაგრძო სწავლა. 1910 წლის გაზაფხულზე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა სამშობლოში, მუშაობდასახალხო გაზეთისრედაქციაში. სვიმონ მაჭავარიანთან ერთად ჟანდარმერიამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა. მიუსაჯეს შიდა რუსეთის გუბერნიებში გადასახლება, თუმცა გენერალ მაყაშვილის შუამდგომლობის შემდეგ მისცეს გერმანიაში დაბრუნების საშუალება. 1910-1913 წლებში სწავლობდა ლაიფციგისა და ბერნის უნივერსიტეტბში ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ცხოვრობდა და მუშაობდა ბელგიაში, ბრიუსელში.

1910 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1910-იან წლებში ჩამოსცილდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფებს. ათავსებდა წერილებს გაზეთებშისახალხო ფურცელიდასაქართველო“. 1914 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა საქართველოში. 1917 წელს იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს რედაქტორობდა გაზეთსაქართველოს“, რომელიც იყო ედპ-ის ორგანო. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად ედპ-ის სიით, იყო ხელოვნების კომისიის მდივანი. 1919 წლის 21 მაისს დატოვა პარტია და ფრაქცია და იყო დამოუკიდებელი დეპუტატი.


საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა თბილისში. 1921 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს სრ რევკომმა ის დასავლეთ საქართველოში გაგზავნა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ეს მისია უშედეგოდ დასრულდა. 1922 წლიდან წელიწადნახევრის განმავლობაში იყო მიწათმოქმედების კომისრის მოადგილე, 1924-1926 წლებში იყო გაზეთკომუნისტისსტილისტი. 1927-1928 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავე ლიტერატურული დაჯგუფებაარიფიონისადა იყო ალმანახარიფონისხელმძღვანელი, მწერალთა კავშირის წევრი. 1931-1932 წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1936 წელს, საქართველოში ანდრე ჟიდის სტუმრობის შემდეგ დააპატიმრეს მისი ძმისწული გივი ქიქოძე, რომელმაც წერილი მიუძღვნა ჟიდს. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში დაბრუნებულმა ჟიდმა კრიტიკულად შეაფასა საბჭოთა კავშირი, გივი ქიქოძეს კი ჟიდის ქება არ აპატიეს და დააპატიმრეს. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 1947 წელს მსოფლიო ომის დროს გერმანიასთან კავშირის, ჯაშუშობისა და სახელმწიფო გადატრიალების მომიზეზებით გერონტი ქიქოძე დაკითხვაზე დაიბარეს კანდიდ ჩარკვიანთან, მაგრამ საბოლოოდ საქმეს მსვლელობა არ მიეცა და არ დაუჭერიათ. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებითკავკასიის დაცვისთვისდამამაცური შრომისთვის“.

ავტორია კვლევების, სტატიებისა ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ესთეტიკაზე: „სტატიები ხელოვნებაზე“ (1936), „ქართული ლიტერატურის ისტორია“ (1947), „მოგონებები, გამოსვლები, წერილები“ (1956), „ეტიუტები და პორტრეტები“ (1958). მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1905 წელს გაზეთმოგზაურში“. ქართულ ენაზე თარგმნიდა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ნაშრომებსა და ბალზაკის, სტენდალის, მერიმეს, დოდეს, ფრანსისა და სხვათა ნაწარმოებებს. ფრანგულიდან ნათარგმნი აქვსტრისტანი და იზოლდა“, „წითელი და შავი“, „იტალიური ქრონიკები“, „შაგრენის ტყავიდა სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლეანასტასია (ტასო) გიორგის ასული ამირეჯიბი (. 22 დეკემბერი, 1885, სოფელი ხურვალეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. 11 ოქტომბერი, 1968, თბილისი).


ბიბლიოგრაფია

·         პატარა ერის ხვედრი : კრებული (ავტორი). - თბილისი, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2003. - 316გვ.. - ISBN: 99940-13-55-6

·         ეროვნული ენერგია (ავტორი). - თბილისი, გრ. ცხაკაიას გამოც., 1991. - 204გვ.

·         ეტიუდები და პორტრეტები : კრიტიკული განხილვა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1946. - 160გვ.

·         შაგრენის ტყავი : ფილოსოფიური ეტიუდი (მთარგმნელი). - ტფილისი, სახელგამი, 1931. - 319გვ.

·         სულნი სალხინებელისანი : ნოველა (მთარგმნელი). - ტფილისი, პოლიგრაფტრ. მე-2 სტ., 1929. - 89გვ.

·         . ბაბუნაშვილი, . ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“ , გვ. 343, თბ., 1994

·         გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3

·         გერონტი ქიქოძე, „ეტიუდები და პორტრეტები“ — თბილისი, 1958

·         ხვადაგიანი, ირაკლი (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“. ISBN ISBN 978-9941-0-9318-0.

·         https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98_%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%94

·         http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000858/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0