სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვასილ სტალინი (ჯუღაშვილი) იოსების ძე (1921-62) საბჭოთა ავიაციის  გენერალი წარმ. გორი

1921-1962 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჯუღაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

66       ბეჭდვა

ვასილ სტალინი (ჯუღაშვილი) იოსების ძე (1921-62) საბჭოთა ავიაციის გენერალი წარმ. გორი

ვასილ სტალინი (1962 წლის 9 იანვრიდან — ჯუღაშვილი; დ. 24 მარტი1921მოსკოვირსფსრ — გ. 19 მარტი1962ყაზანი, რსფსრ, სსრკ)


— საბჭოთა სამხედრო მფრინავი, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი (1947). მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების სარდალი (1948-1952). იოსებ სტალინის უმცროსი შვილი. ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი (1947);  ვასილი სტალინი დაიბადა 1921 წლის 24 მარტს მოსკოვში, რსფსრ-ს სახალხო მუშათა-გლეხური ინსპექციის და რსფსრ-ს ნაციების საქმეების კომისარის, იოსებ სტალინის და მისი მეორე ცოლის, ნადეჟდა ალილუევას ოჯახში.[2].

ვასილის ჰყავდა უმცროსი და სვეტლანა ალილუევა (დ. 1926 წელს) და უფროსი ძმა იაკობ ჯუღაშვილი (დ. 1907 წელს, სტალინის შვილი პირველი ქორწინებიდან). ვასილი იოსებ სტალინის აყვანილ შვილთან, არტემ სერგევთან ერთად იზრდებოდა და იღებდა განათლებას. ვასილი, როგორც პარტიის ელიტის სხვა წევრების შვილები მოსკოვის 25-ე სკოლაში სწავლობდა.


1932 წლის 9 ნეომბერს ვასილის დედამ, ნადეჟდა ალილუევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის დასაფლავებაზე 11 წლის ვასილი მამას შეძლებისდაგვარად აწყანრებდა (მოწმეების მიხედვით სტალინს ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, რის გამოც განუწყვეტლივ ტიროდა, სხვა ინფორმაციით კი, სტალინი ცოლის დასაფლავებაზე საერთოდ არ მისულა).


ცოლის სიკვდილის შემდეგ სტალინმა შეიცვალა თავისი კრემლის ბინა და აღარ გამოჩენილა თავის ზუბალოვის დაჩაზე, სადაც მისი შვილები და ნათესავები კაროლინა ტილის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრებდნენ. ვასილის სტალინის დაცვის უფროსი, ნიკოლაი ვლასიკი ზედამხედველობდა. 1938 წლის სექტემბერში ჩაირიცხა კაჩინსკის სამხედრო საავიაციო სკოლაში, რომელიც 1940 წლის მარტში დაასრულა. მისი მასწავლებლების სიტყვებით, ვასილი კარგად არ სწავლობდა და არც თეორიული გაკვეთილები უყვარდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაზე ის საკმაოდ კარგი მფრინავი ყოფილა. სამსახურს 57-ე საავიაციო ბრიგადის 16-ე გამანადგურებელ პოლკში გადიოდა. სწავლობდა ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემიაში.

1942 წლამდე მსახურობდა წითელი არმიის საჰაერო ძალების მოსკოვის მთავარ შტაბში. ომის პირველივე დღეებიდან მამას ფრონტზე გაშვებას სთხოვდა.

ფრონტზე მოხვდა 1942 წლის ზაფხულს. დაიჭრა ფეხში. 

1943 წლის მაისიდან არის 193-ე ავიაციური პოლკის მფრინავი-ინსტრუქტორი. ფრენა მისთვის აკრძალული იყო, რადგან ი. სტალინს ეშინოდა, რომ მას ან მოკლავდნენ, ან კიდევ ტყვედ აიყვანდნენ, როგორც იაკობს (გ. 1943). გერმანელებმა ცაში ვასილიზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს.

1944 წლის 16 იანვრიდან მფრინავი-ინსპექტორი პილოტირების ტექნიკაში პირველ გვარდიულ გამანადგურებელ ავიაციურ კორპუსში (მესამე საჰაერო არმია, პირველი ბალტიისპირული ფრონტი). 1944 წლის 18 მაისიდან მესამე გვარდიული გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის სარდალი (დივიზია გენერალ-ლეიტენანტის ე. ბელეცკის პირველ გვარდიულ კორპუსში შედიოდა).

მისი სარდლობის დროს დივიზია იღებს მონაწილეობას მინსკისთვისვილნოსთვისლიდასთვისგროდნოსთვისპანევეჟისისშიაულაის და ელგავისთვის ჩატარებულ ბრძოლებში.

ბერლინის აღების ოპერაციის პედიოდში დივიზიამ ვ. სტალინის მეთაურობით შეასრულა 949 საბრძოლო გაფრენა. მათ დროს ჩამოგდებული იქნა მტრის 17 თვითმფრინავი, ოპერაციის პირველ დღეს კი 11. დანაკარგი — მხოლოდ ერთი ეკიპაჟი.“

ომის დროს არაერთხელ მიიღო ოფიციალური შენიშვნა მამისაგან და არაერთხელ დაუქვეითებიათ წოდება სხვადასხვა დანაშაულის გამო (მაგ: ომის დროს ვასილიმ მოაწყო თევზაობა ავიაციური რეაქტიული რაკეტებით, რის გამოც დაიღუპა მისი ინჟინერის პოლკი, ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი დაიჭრა და სამუდამოდ დაკარგა ფრენის საშუალება).მთლიანობაში ომის დროს განახორციელა 26 საბრძოლო გაფრენა; ერთი მონაცემებით ჩამოაგდო ხუთი გერმანული თვითმფრინავი,[5] მეორე მონაცემებით სამი, მესამეს თანახმად კი 2 პირადად და 3 ჯგუფში. დაჯილდოვდა ალექსანდრე ნევსკისსუვოროვის მეორე ხარისხის და წითელი დროშის ორდენით.1946 წელს იყო 286-ე გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის სარდალი, 1946 წლიდან კი პირველი გვარდიული გამანადგურებელი საავიაციო კორპუსის სარდალი (კორპუსი შედიოდა სძჯგ-ში). 1947 წელს გადმოიყვანეს მოსკოვში მოსკოვის საჰაერო ძალების სარდლის დამხმარედ, ხოლო 1948 წლიდან გახდა მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების სარდალი.

მისი ბრძანებით 1950-იანების დასაწყისში მოსკოვის ლენინგრადულ რაიონში აშენდა სპორტული ცენტრი და სასტუმრო „საბჭოთა“ (რუს. Советская). ვასილი ამ სასტუმროში ცხოვრობდა. აპარტამენტები №301 მის საპატივცემულოდ არის დარქმეული.იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1953 წლის 5 მარტს, სსრკ-ს თავდაცვის მინისტრმა ნიკოლაი ბულგანინმა მას მოსკოვიდან წასვლა და სხვა ოლქის სარდლობა უბრძანა. ვასილი სტალინმა ბრძანება არ შეასრულა, რის გამოც 26 მარტს იქნა განთავისუფლებული სამხედრო ფორმის ტარების უფლების გარეშე. ვასილიმ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, როდესაც ჩინეთის საელჩოს მიმართა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მამამისი მოწამლეს.დაპატიმრებული იქნა 1953 წლის 28 აპრილს. წამოყენებული ბრალდებები აღიარა. მის საქმეს 2,5 წელი იძიებდნენ. ვასილის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის და ძალაუფლების გადამეტებისთვის.

დანაშაულს იხდიდა ვლადიმირსკის ცენტრალში, სადაც დაავადდა და ფაქტობრივად დაინვალიდდა. დოკუმენტებით ის ვასილი პავლოვიჩ ვასილიევი იყო. მან არაერთხელ მიწერა წერილი ნიკიტა ხრუშჩოვს და სხვა პარტიულ ჩინოვნიკებს,.[7] მაგრამ პასუხი არ მიუღია.

1960 წლის 9 იანვარს ციხიდან დროზე ადრე გაანთავისუფლეს, შეხვდა ნიკიტა ხრუშოვს. 21 იანვარს თავდაცვის მინისტრმა შეცვალა 1953 წლის ბრძანება. რედაქტირების შემდეგ, დოკუმენტში ეწერა, რომ ვასილი თავისით განთავისუფლდა არმიიდან და მას პენსიაც კი დაენიშნა.

ვასილი სტალინი გარდაიცვალა 1962 წლის 19 მარტს, ექიმების დასკვნის მიხედვით, ალკოჰოლით მოწამვლის გამო. დაკრძალულია არსკის სასაფლაოზე, ყაზანში.

2002 წლის 20 ნოემბერს მისი ნეშტი გადაასვენეს ტროეკუროვის სასაფლაოზე ქალაქ მოსკოვში, მისი უკანასკნელი მეუღლის მარია იგნატიევას გვერდით[9].

1999 წლის 30 სექტემბერს, სასამართლოს და საგამოძიებო მასალების შესწავლის შემდეგ, მთავარმა სამხედრო პროკურატურამ გააუქმა სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენი და მოუხსნა ვასილი სტალინს ყველა პოლიტიკური ბრალდება 

წყარო ვიკიპედია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0