სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ამაიაქ ზაქარიას-ძე ქობულოვი (1906-1955) საბჭოთა გენერალი დაბ. თბილისი Амаяк Захарович Кобулов

1906-1955 წწ. გარდ. 49 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ქობულოვ სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

ამაიაქ ზაქარიას-ძე ქობულოვი (1906-1955) საბჭოთა გენერალი დაბ. თბილისი Амаяк Захарович Кобулов

ამაიაქ ზაქარიას-ძე ქობულოვი (1906-26.02.1955) გენერალ-ლეიტენანტი (09.07.1945) დაიბადა ტფილისში, მკერავის ოჯახში. გენერალ ბ.ქობულოვის უმცროსი ძმაა. დაამთავრა ტფილისის სავაჭრო სკოლის 5 კლასი 1916 წელს, ,,ცეკავშირის,, კოოპერაციული კურსები 1925 წელს და, ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის, კოოპერაციული კურსები 1926 წელს. 1921 წლიდან მსახურობდა რიგითად, სადგურ აღსტაფას (აზერბაიჯანის სსრ), 237-ე საეტაპო მონაკვეთზე. 1923-1924 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონის სახალხო სასამართლოს მდივნად.


Амаяк Захарович Кобулов (1906ТифлисРоссийская империя — 1955МоскваРСФСРСССР) — руководящий работник советских органов государственной безопасности, генерал-лейтенант. С июля 1941 года — нарком государственной безопасности УзССР, а после объединения наркоматов в августе 1941 года — нарком внутренних дел УзССР (1941—1945). Заместитель наркома внутренних дел СССР И. А. Серова в УзССР (1941—1944).



1924-1925 წლებში მუშაობდა ბორჯომის რაიაღმასკომის მოლარედ. 1925 წელს მუშაობდა მუშათა კოოპერატივის ბუღალტერინსტრუქტორად. 1926-1927 წლებში მუშაობდა ბორჯომის შუშის ქარხნის სტატისტიკოსად. 1927 წელს მუშაობდა ტფილისის 26 კომისრების სახ.ქარხანაში ბუღალტრად. 1927 წლიდან მსახურობდა შინსახკომის სისტემაში. 1927-1928 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს, საფინანსო განყოფილების ბუღალტრად. 1928-1929 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საფინანსო განყოფილების სრულუფლებიან წარმომადგენლად ამიერკავკასიის ფედერაციაში. 196 1929-1930 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების სრულუფლებიან წარმომადგენლად ამიერკავკასიის ფედერაციაში. 1930-1931 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების, სრულუფლებიანი წარმომადგენლის, 1-ი განყოფილების რწმუნებულად და, უფროს რწმუნებულად ამიერკავკასიის ფედერაციაში. 1934-1935 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის ფედერაციის, შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს, ეკონომიკური განყოფილების ოპერრწმუნებულად.


1935-1937 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, შინსახკომის სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების მე-4 განყოფილების უფროსად. 1937 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ, შინსახკომის სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების მე-4 განყოფილების, მე-3 ქვეგანყოფილების უფროსად და, შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს, 1-ი განყოფილების, მე-2 ქვეგანყოფილების უფროსად. 1937-1938 წლებში მსახურობდა ახალციხის რაიონის შინსახკომის უფროსად. 1938 წელს დაინიშნა შინსახკომის გაგრის რაიონული განყოფილების უფროსად და, აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოვალეობის შემსრულებლად. 1938-1939 წლებში მსახურობდა უკრაინის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის 1-ლ მოადგილედ. 1939-1941 წლებში მსახურობდა გერმანიაში სსრკ სრულუფლებიანი წარმომადგენლის მრჩევლად. 1941-1945 წლებში მსახურობდა უზბეკეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრად. 1943 წლის 14 თებერვალს მიენიჭა ,,სახელმწიფო უშიშროების კომისრის მეIII რანგის ,, წოდება. 1945 წელს დაინიშნა სსრკ შინსახკომის, სამხედრო ქონების მთავარი სამმართველოს ოპერატიული განყოფილების უფროსად. 1945-1951 წლებში მსახურობდა სსრკ შინსახკომის – შსს-ს სამხედრო ქონების მთავარი სამმართველოს, ოპერატიული სამმართველოს უფროსად. 197 1951-1953 წლებში მსახურობდა შსს-ს სამხედრო ქონების მთავარი სამმართველოს უფროსად – ბანაკების მთავარი სამმართველოს უფროსის 1-ლ მოადგილედ. 1953 წლის მაის-ივნისში მსახურობდა შსს-ს საკონტროლო ინსპექციის უფროსის მოადგილედ. 1953 წლის 27 ივნისს დააპატიმრეს ,,ბერიას საქმესთან,, დაკავშირებით. 1954 წლის 1 ოქტომბერს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა -,,დახვრეტა,, დახვრეტილია. არაა რეაბილიტირებული. დაჯილდოებული იყო ,,წითელი დროშის,, (1944,1944), ,,წითელი ვარსკვლავის,, (1944), ,,კუტუზოვის ,,-მე-II ხარ.(1945), ,,შრომის წითელი დროშის,, ორდენებით, აგრეთვე ,,შინსახკომის საპატიო მუშაკის,,(1937) და ,,შსს დამსახურებული თანამშრომლის,,(1948) სამკერდე ნიშნებით. 1938 წელს არჩეული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

ძმა, брат, Богдан Захарович Кобулов, (1901-1953), родился в Тбилиси, в семье портного. Армянин по национальности.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0