ჯინჭარაძე გიორგი მიხეილის ძე (29 ივლისი 1899-1982), გენერალ-მაიორი (1946); დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი.
დაამთავრა კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემიის კურსები 1951 წელს.
Джинчарадзе Георгий Михайлович (1899–1982), генерал-майор (15.05.1946).
წითელ არმიაში იყო 1921 წლიდან ოცეულის, ბატარეის, სასწავლო დივიზიის მეთაურად. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს იბრძოდა ბრიანსკის, ლენინგრადის, უკრაინის IV ფრონტებზე. მეთაურობდა პოლკს, დივიზიას; იყო არმიის არტილერიის მეთაურის მოადგილე. ომის შემდეგ სამეთაურო თანამდებობები ეკავა. 1954-1963 წწ. ხელმძღვანელობდა სამხედრო კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1963 წლიდან თადარიგში გადავიდა. დაჯილდოებულია 6 ორდენითა და მედლებით. საბჭოთა არტილერიის გენერალ-მაიორი (1946).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.566
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1939-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1967 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე
- ლენინის ორდენი