სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
სტეფანე ახმეტელაშვილი 1877-1921წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ.ანაგა სიღნაღი კახეთი

1877-1921 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ახმეტელაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

სტეფანე ახმეტელაშვილი 1877-1921წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ.ანაგა სიღნაღი კახეთი

ახმეტელაშვილი (ახმეტელი) სტეფანე გიორგის ძე (22 აპრილი 1877-1921)  გენერალ-მაიორი (1918), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და „თამარ მეფის“ ნიშანი (1918).


ქართული კორპუსის შემქმნელი და მისი მეთაური (1917), სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს სასაზღვრო დაცვის მეთაური (1919-1921), თამარ მეფის ორდენის კავალერი, თავდაცვის საბჭოს წევრი, 1921 წელს იქნა დაპატიმრებული, გადასახლებული, გარდაიცვალა რიაზანის ციხეში


დაამთავრა კადეტთა კორპუსი და სამხედრო სასწავლებელი სუმიში (უკრაინა). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (დაჯილდოვდა წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით) და პირველ მსოფლიო ომში (პოლკოვნიკი). საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1918 წ.) მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; სარდლობდა კორპუსს, ტფილისის გარნიზონის ეროვნული გვარდიის ნაწილებს, 1921 წ. საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს — სასაზღვრო ჯარებს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დააპატიმრეს გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად და მოსკოვში გაგზავნეს. მოკლეს გზაში, რიაზანის ციხეში; ოფიციალური ვერსიით გარდაიცვალა ტიფით.

ქართულ-იაპონური ურთიერთობის ისტორიის ერთი ამაღელვებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იაპონელთა ღირსებას, მათ გასაოცარ სულიერ სიმაღლეს.

იაპონიასთან ომში ჩაბმული რუსეთის საიმპერიო არმიის შემადგენლობაში მრავალი ქართველი მხედარი ირიცხებოდა. მათ შორის იყო სტეფანე გიორგის ძე ახმეტელიც (1877-1922), რომელიც შემდეგ გენერლად მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ იაპონელებთან მამაცურად მებრძოლი შტაბსკაპიტანი სტეფანე ახმეტელი - წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ბრძოლაში შეუპოვარი ქართველი ოფიცერი იმავდროულად დიდ შემწყნარებლობას იჩენდა იაპონელი სამხედრო ტყვეების, განსაკუთრებით კი ომში დაჭრილ დასახიჩრებულთა მიმართ. ყოველივე ეს შეიტყო და სათანადოდ შეაფასა იაპონური არმიის სარდლობამ.

სახელგანთქმულმა იაპონელმა ადმირალმა, პორტ-არტურსა და ცუშიმასთან მომხდარი სისხლისმღვრელი ბრძოლების გმირმა ჰეიჰაჩირო ტოგომ (1847-1934) რუსეთის არმიის ოფიცერ სტეფანე ახმეტელს, როგორც ღირსეულ მოწინააღმდეგეს, თავისი რჩეული სამურაის ხელით, საჩუქრად იაპონური მახვილი გაუგზავნა!

წყარო: ჟურნალი ისტორიანი.

სტეფანე ახმეტელის უმცროსი ძმა იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ (სიკო) ახმეტელაშვილი.


სტეფანე გიორგის- ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი)

(06.02.1869 -02.05.1922)

გენერალი (1918)

დაიბადა  ტფილისის გუბერნიის, სიღნაღის  მაზრის  სოფელ ანაგაში, აზნაურის ოჯახში. დაამთავრა კადეტთა კორპუსი და სამხედრო სასწავლებელი  ქ.სუმიში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წწ. ომში. 

ტყვეებისადმი ჰუმანური დამოკიდებულებისათვის იაპონიის ფლოტის ადმირალმა და მარშალმა  ჰეიჰატირო ტოგომ (1848-1934) უბოძა მას ჯილდოდ იაპონური ხმალი.

1915 წლის 19 აპრილს  მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

მსახურობდა მე-6  საზღვაო პოლკში და თურქესტანის  მე-9 მსროლელ პოლკში.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა  ,,წმ.გიორგის,, IV ხარისხის ორდენით (05.05.1917).

გარდა ამისა დაჯილდოებული იყო ,,წმ.ვლადიმერის,, IV ხარ. ორდენით (მახვილებითა და ბაფთით),, და  ,თამარ მეფის,, ორდენით (1918). 

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სარდლობდა კორპუსს, ტფილისის გარნიზონის ეროვნული გვარდიის ნაწილებს, 1921 წ.  საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს — სასაზღვრო ჯარებს. 

1921 წლის თებერვალში მტრის მრავალრიცხოვანი ძალების ზეწოლის შედეგად გენერალი ახმეტელი კახეთში დისლოცირებულ მე-6 ათასეულთან ერთად ნაბიჯ–ნაბიჯ დასავლეთისკენ იხევდა და იძულებული შეიქმნა დარჩენილი რაზმით, ახმეტაზე და დუშეთზე გავლით, საქართველოს სამხედრო გზაზე გამოსულიყო, სადაც ვლადიკავკაზიდან მომავალმა მტერმა გზა გადაუჭრა და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად ტყვედ ჩავარდა. 

გარდაიცვალა რიაზანის ტყვეთა ბანაკში.




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 6

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0