სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვასილ გაბაშვილი დავითის ძე 1853-1933წწ საქართველოს გენერალი ქართლი

1853-1933 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გაბაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

79       ბეჭდვა

ვასილ გაბაშვილი დავითის ძე 1853-1933წწ საქართველოს გენერალი ქართლი

გაბაშვილი ვასილ დავითის ძე - (30.III.1853 - 17.III. 1933)  თავდაპირველი განათლება მიიღო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში.


შემდეგ დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. პრაპორშჩიკი (1875). 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე. პოდპორუჩიკი (1877). პორუჩიკი (1878). მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში შუა აზიაში (1879-1885). შტაბსკაპიტანი (1881). კაპიტანი (1888, წარჩინებისთვის). პოდპოლკოვნიკი (1895, წარჩინებისთვის). პოლკოვნიკი (1901). 1901 წლდან ბატალიონის მეთაურია, 1904-1908 წლებში - ქვეითთა 79-ე პოლკის მეთაური. 1908 მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.



1909-1912 წლებში სპარსეთის ლაშქრობის მონაწილეა. 1909 სპარსეთში მეთაურობდა ყაზვინის რაზმს. 1913 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება და გავიდა თადარიგში, თუმცა I მსოფლიო ომის დაწყების გამო კვლავ დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს და დაინიშნა კავკასიის მე-3 მსროლელი ბრიგადის მეთაურად. 1915-1916 წლებში კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაურია.


1916-1917 წლებში იყო თბილისის სამხედრო კომენდანტი. 1917 წლის ბოლოს დაინიშნა ქართული საარმიო კორპუსის უფროსად.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ანას 1-ლი ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის. დაჯილდოებული იყო იარაღით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 წელს იყო ქართული საარმიო კორპუსის უფროსი. 1919 წელს შეიმუშავა ქართული არმიის რეორგანიზაციის პროექტი. 1921 წლდან თადარიგშია. ცხოვრობდა თბილისში.

Габаев (Габашвили) Василий Давидович  (30.03.1853 – 17.03.1933)
            генерал-майор с 28.11.1908
            генерал-лейтенант с 30.03.1913



გაბაშვილი (გაბაევი) მიშა ვასილის ძემიხეილ (მიშა) გაბაშვილი - ვასილ გაბშვილი პირველი შვილი პირველი მეუღლისგან













კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1


გაბაშვილი - გვარის 13 ღვთისმსახური

1 0

გაბაშვილი ზაქარია 1705-1780წწ დაკრძ. გელათში

2 0

გაბაშვილი ლავრენტი (გ. 20. V. 1720) არქიმანდრიტი დაკრძ. დონის მონასტრის უფლის მირქმის ეკლესიაში (რუსეთი)

2 0

ტიმოთე გაბაშვილი 1703-1864წწ მიტროპოლიტი

2 0

ფრანგისტან გაბაშვილი 1853-1928წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ.ერტისი თეთრი წყარო ქვემო ქართლი

2 0


იასონ გაბაშვილი ეგორის (იაგოს) ძე 1818-1886წწ გენერალ მაიორი ქვემო ქართლი

1 0


ალექსანდრე გაბაშვილი 1875-1937წწ რუსეთის გენერალი დაბ. თბილისი

1 0


გაბაშვილი ვასილ დავითის ძე 1853-1933წწ გენერალ ლეიტენატი

3 0


გიგო გაბაშვილი 1862-1936წწ მხატვარი დაბ. სოფ. ციხისძირი, ქობულეთი, აჭარა.

2 0


გურამ გაბაშვილი 1926-2003წწ. მხატვარი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


დავით გაბაშვილი 1914- 1995წწ. მოქანდაკე. მხატვარი. პედაგოგი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0


სოსო გაბაშვილი 1908-1973წწ. მხატვარი. დაბ. ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა.

1 0


ირინე გაბაშვილი 1960-2009წწ. მსოფლიო ჩემპიონი ტანვარჯიში წარმ. თეთრი წყარო, დაუზუსტებელია

1 0

1 0 1


გაბაშვილი გიორგი სოლომონის ძე(1877—1956) რუსეთის პოლკოვნიკი სიმფეროპოლი

1 0