სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ირაკლი ვეზირიშვილი იოსების ძე (1866-1921 შემდ.) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ.ოსიაური ხაშური ქართლი

1866-1921 წწ. გარდ. 55 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ვეზირიშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ირაკლი ვეზირიშვილი იოსების ძე (1866-1921 შემდ.) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ.ოსიაური ხაშური ქართლი

ფოტო ვერ მოვიძეთ მთავარ ფოტოზე მიხეილ ვეზირიშვილი საზოგადო მოღვაწე, 


ვეზირიშვილი ირაკლი იოსების ძე (1 აგვისტო 1866-1921 შემდ.)  თავადი, გენერალ-მაიორი (1919), მთავარი სამხედრო პროკურორი 

  • დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ კონსტანტინეს სახელობის მე-2 სამხედრო სასწავლებელი.
  • პოდპორუჩიკი (1886).
  • პორუჩიკი (1890).
  • შტაბსკაპიტანი (1900).
  • დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის სამხედრო-იურიდიული აკადემია. კაპიტანი (1901).
  • სამხედრო პროკურორის მოადგილე (1907).
  • პოდპოლკოვნიკი (1907).
  • 1907-1911 წლებში კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებელი.
  • პოლკოვნიკი (1911).
  • 1911 წლიდან კავკასიის სამხედრო ოლქის სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწე.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის.

1918-1921 წლებში იყო საქართველოს არმიის სამხედრო პროკურორი. გენერალი (1919).

მოხსენიებულია რუსულ ოფიცერთა სიაში როგორც პოლკოვნიკი Ираклий Иосифович (Николаевич) Везиришвили 


საინტერესო სტატია კვირის პალიტრისგან


ირაკლი იოსების-ძე ვეზირიშვილი, თავადი

(01.08.1866-1921 წ.შ.)

გენერალი (09.03.1919)

დაიბადა გორის მაზრის სოფელ ოსიაურში.

საერთო განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. 

სამხედრო სამსახურში შევიდა 1885 წელს. დაამთავრა კონსტანტინეს სახელის მე-2 სამხედრო სასწავლებელი და ალექსანდრეს სახელის სამხედრო-იურიდიული აკადემია (I-ი თანრიგით).

მსახურობდა 156-ე ელისავეტპოლის გენერალ პავლე ციციანოვის სახელის ქვეით პოლკში. 

1905-1907 წლებში იყო სამხედრო-სასამართლოს თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი. 

1907 წელს დაინიშნა სამხედრო პროკურორის თანაშემწედ და მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1907-1911 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებლად. 

1911 წელს დაინიშნა კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწედ.

1911 წლის  10 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში, იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო პროკურორი. 

1921 წელს ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა საფრანგეთში. 

დაჯილდოებული იყო

წმ.ანას  III (1906) და  II  ხარ.(1915), წმ. სტანისლავის  II ხარ.(1909),

წმ.ვლადიმირის  IV ხარ.(1915) ორდენებით.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0